თარგმანი: ესე იგი აგაბოს არს, რომელმან წინა-მოასწავა ყოფადი იგი სიყმილი კლავდის ზე კეისრისა. ვინაჲცა შენ იხილე, ვითარმედ დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელნი მრავალ იყვნენ, არამედ სულისა...
თარგმანი: დაღაცათუ ზოგად ხუცესნი ეტყოდეს, არამედ, ვითარცა თავი მათ ყოველთაჲ, იაკობ ძმაჲ უფლისაჲ იყო პავლეს მიმართ...
თარგმანი: განგებულებითა საღმრთოჲთა მაშინღა მოვიდეს ასიაჲთ ჰურიანი, ოდეს პავლეს გულსავსე ექმნნეს იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი მრავალ დღე...
...ანი, ვითარმედ: რად იჴმარა სარტყელი იგი ტყავისაჲ? წესი იყო ესე ძუელთა მათ მოღუაწეთაჲ სახედ მოკუდინებისა ჴორცთაჲსა და სახედ სიმჴნისა და მუშაკობისა და სახედ დაჴსნილობათა და შუებათა განშორებისა. ამისთჳსცა მოციქულნი მარადის შერტყმულ იყვნეს წესიერად, ვითარცა წერილ არს პავლესთჳს: „კაცისაჲ, რომლისაჲ არს სარტყელი ესე“; ეგრეთვე ელია მორტყმულ და აღკუართულ იყო და ყოველნი წმიდანი, მომასწავებელად, ვითარმედ მარადის საქმე უპყრიეს და არაოდეს უქმად დგანან, და ამისთჳსცა, რაჲთა იყვნეს ყოვლისა ჴორციელისა შემკულებისა დამთრგუნველ და მოღუაწებისა მოყუარე, რომელ-ესე საქმე არს სათნოებისაჲ. ამისთჳსცა აქებს უფალი წესსა ამას იოვანეს მოღუაწებისასა და იტყჳს: „რასა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან“.
ესრეთ მარადის საკჳრველ და საქებელ იყო მოქალაქობაჲ სანატრელისაჲ მის. ხოლო უკუეთუ წმიდაჲ იგი და ცისა უბრწყინვალესი და უზეშ-თაესი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ და უფროჲსი ნაშობთა დედათაჲსა ესრეთ აჭირვებდა ჴორცთა თჳსთა და ყოვლისაგანვე შუებისა და განსუენებისა განეშორა და მარხვითა და მოღუაწებითა აღასრულა ცხორებაჲ ესე, რაჲ-მე ვყოთ ჩუ...
...ო ტყავი და განკაფებულ ჴორცნი მრავლითა მით მოღუაწებითა. ამან კუალად პავლეს, მისლვასა მას მისსა იერუსალჱმს, ასწავა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა პავლე იაკობისა, და ყოველნივე მოვიდეს ხუცესნი, და მოიკითხნა იგინი. და ჰრქუა მას იაკობ: ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“ რამეთუ მათ ყოველთა წინამძღუარი და მოძღუარი იაკობ იყო, ესოდენ აქუნდა ღმრთისა მიერ მადლი და შური საღმრთოჲ. ხოლო უკუანაჲსკნელ მოიკლაცა ურჩულოთა ჰურიათა მიერ სახელისათჳს ქრისტესისა, რამეთუ წამა ჭეშმარიტებაჲ და ქადაგა ღმრთეებაჲ მისი კადნიერებით.
ესრეთ მიუთხრობელმან ძალმან ქრისტესმან აღავსნა მადლითა, და რომელნი-იგი პირველ ჯუარ-ცუმისა ურწმუნო იქმნეს მისა მიმართ, შემდგომად აღდგომისა ესრეთ აღივსნეს სარწმუნოებითა მისითა და სიყუარულითა, ვიდრეღა არა ჰრიდეს სისხლთა მათთა დათხევად და სულთა მათთა დადებად სახელისა მისისათჳს. რამეთუ ჭეშმარიტად მიუთხრობელ არს მადლი უფლისაჲ, რომელი აღდგომითა მისითა მოჰფინა მოციქულთა ზედა და მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა, და ამისთჳს უდიდებულესნი ძალნი შემდგომად აღდგომისა გამოჩნდეს, რაჲთა უეჭუელ იყოს ჭეშმარიტებაჲ ქადაგებისა მათისაჲ.
რამეთუ ჩუეულებაჲ ბუნებისა ამის კაცობრივისაჲ ესე არს, რომელ მრავალნი იყვნიან სოფელსა...
...ი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. ნუ ესეღა მითხრან მეტყუელთა მათ ამაოებისათა: უკუეთუ სიტყჳსა მისთჳს წინაჲსწარმეტყუელისა ვერ ეძლო რწმუნებად და წინაჲსწარმეტყუელი აყენებდა, მოციქულთა ვითარ უძლეს, და სხუათა მათ ბევრთა ვითარ შეუძლეს? ვითარცა ეტყჳს იაკობ პავლეს: „ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“ იგინი რად არა დააყენნა სიტყუამან წინაჲსწარმეტყუელისამან?
ჰხედავა, ვითარ რომელთა ენება, ჰრწმენა, ხოლო სხუანი იგი ნებსით დაბრმეს და არა ინებეს რწმუნებად, და აღესრულა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ.
ეგრესახედ საკჳრველიცა იგი შობაჲ ქალწულისაჲ იქმნა, რამეთუ იტყჳს მახარებელი: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე“. რამე-თუ არა თუ ამისთჳს იქმნა დიდებული იგი საკჳრველი, რაჲთა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ აღესრულოს, არამედ ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან მადლითა უფლისაჲთა, რამეთუ ყოფად იყო საქმე იგი. ეგრეთვე სხუანი იგი ყოველნი წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი არა თუ ამისთჳს აღესრულებოდეს, რომელ მათ თქუეს, არამედ რომელ-იგი ყოფად იყვ ნეს ჭეშმარიტად, იგინი იტყოდეს. ეგრეთვე განყოფისათჳს სამოსელთაჲსა, ვითარცა ყოფად იყო, ეგრ...