მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:1

1. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.2. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
1. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ შევალს სხჳთ კერძო, იგი მპარავი არს და ავაზაკი“ (10,1).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილენ საქმენი ავაზაკისანი: პირველ, რომელ არა განცხადებულად შევალს, მეორედ, რომელ არა კარით შევალს, ესე იგი არს, ვითარმედ არა წერილთაებრ; ხოლო აქა პირველ მისა ყოფილთა და შემდგომად მისა ყოფადთა მოასწავებს: ანტეს და ქრისტემტყუვართა და იუდას და თევდას. ხოლო სამართლად უწოდა წერილთა „კარად“, რამეთუ იგინი განგჳღებენ ჩუენ გულისხმის-ყოფასა ღმრთისასა, იგინი ცხოვარ-გუყოფენ და მგელთა არა მოუშუებენ, რამეთუ ვითარცა კარსა ძლიერსა, ეგრეთ დაუჴშვენ მწვალებელთა შესლვასა. მათ მიერ ვიცნობთ მწყემსთა და არა მწყემსთა.

ხოლო რაჲ არს „ეზოჲ“ და „ცხოვარნი“ და მათი განგებაჲ? რამე-თუ რომელი არა წერილთა იჴმარებდეს, არამედ სხუასა გზასა თავით თჳსით მოიპოვებდეს, „იგი მპარავი არს“. ამისთჳს ჰურიათა ეტყოდა: „გამოეძიებდით წერილთა“, და მოსეს და წინაჲსწარმეტყუელთა მრავალგზის მოწამედ მოიყვანებდა. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ, რომელ თქუა, თუ: „შევალს სხჳთ კერძო“, მწიგნობარნიცა მოასწავნა, რამეთუ ასწავლიდეს კაცთა ბრძანებით და გარდაჰჴდებოდეს შჯულსა. ხოლო იხილენ კუალად სასწაულნი იგი მწყემსისანი, თუ ვითარ იტყჳს:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის