თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა პეტრეს ნუგეშინის-სცემდა, ვითარმედ: „შემდგომად ამისა მომდევდე მე“, ეგრეთვე ამათ სასოებასა დაუდებს, რაჲთა არა თქუან, თუ: მას ოდენ მისცა აღთქუმაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა, ვითარმედ: წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი“ (14,2). ესე იგი არს, ვითარმედ: თქუენცა მანვე ადგილმან შეგიწყნარნეს, რომელმან შეიწყნაროს პეტრე, რამეთუ მუნ ფრიადი უშურველობაჲ არს საყოფელ-თაჲ, და არა თუ განმზადებაჲ საჴმარ არს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვაჲ ადგილსა მას“, რაჲთა არა მოიგონონ, ვითარმედ: სრულიად სამე მოვსწყდებით, ამისთჳს ეტყჳს:
სახარებაჲ იოვანესი 14:2
...ნთავისუფლდებოდის ხრწნილებისაგან.
მოციქულისაჲ: ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).
თარგმანი: რომელი არს აღთქუმაჲ იგი საუფლოჲ ახალთა ცათა და ქუეყანისა დაბადებისათჳს? გარნა თუ რაჟამს გესმას: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" () და "მე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ" (); ხოლო სიმართლისა მკჳდრობაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ეშმაკი სრულიად განქარდეს და ცოდვაჲ ყოვლად უქმ იქმნეს.
მოციქულისაჲ: ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისსა პოვნად მშჳდობით, და უფლისა ჩუენისა იგი სულგრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა, მიწერა თქუენდა, ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისთჳს (3,14-16).
თარგმანი: ერთ-ჴმა არიან თავნი მოციქულთანი და ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ, რომლისათჳს აწ პეტრე იტყჳს, ვითარმედ: ნუ არა-ყოფად მეორედ მოსლვისა შეგირაცხიეს სულგრძელებით დაყოვნებაჲ ესე ცოდვილთა ტანჯვისაჲ, არამედ საცხორებელად შეჰრაცხეთ უფლისა მიერ, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ; არამედ დრო-სც...
...დით ურთიერთას" (). და ვინაჲთგან მან გუამცნო, არღარა ახალი არს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს დასაბამი, რომელმან-იგი სიყუარულისათჳს, რომელ აქუნდა ჩუენდა მომართ, სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, და ჩუენგან ამასვე ეძიებს, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). აწ უკუე, რომელი იქმოდის სათნოებათა, მსგავსად მცნებათა მისთა, ესევითარი იგი ვალს ნებისაებრ მისისა, ხოლო რომელი უქმებდეს, ესევითარი იგი გარე-მიქცეულ არს მისგან, რამეთუ სლვაჲ წარმატებასა მოასწავებს, ხოლო დგომაჲ — დაცხრომასა კეთილისაგან, და ესრეთ სახისმეტყუელებით თქუმულ არს ადამისთჳს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: "დაიდგინა სამოთხეს მუშაკობად და ცვად მისსა" (). მუშაკობაჲ უკუე საქმითსა აუწყებს წარმატებასა, ხოლო ცვაჲ — მიწევნასა სისრულისა მიმართ.
მოციქულისაჲ: და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხუჳდოდით, რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა, ჴორციელად მოსრულსა. ესე არს მაცთური და ანტიქრისტე (1,6-7).
თარგმანი: სარწმუნოებისა შჯულთა უცვალებელად უბრძანებს პყრობად, რაჲთა მას შინა წარემატებოდინ საქმითა კეთილითა, და კუალ...
...ცა თჳსი (4,20-21).
თარგმანი: ვინაჲთგან სიყუარული ძმათაჲ მცნებაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, რაჟამს იყურებოდით ურთიერთას" (); და კუალად, საზღვრად სიყუარულისა თჳსისა ესე დაუც: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ამიერ ცხად არს, ვითარმედ სიყუარული მოყუსისაჲ აღსრულებაჲ არს მცნებისაჲ. და აღსრულებაჲ მცნებისაჲ სასწაული არს სიყუარულისა მისისაჲ. ამისთჳს ნიჭად მიემადლების მის თავადისა მოსლვაჲ და სავანე ყოფაჲ მის შორის აღმასრულებელსა მცნებისასა, თანა მამით და სულითურთ. ხოლო თჳნიერ ძმათა სიყუარულისა იქადოს თუ ღმრთისმოყუარე ყოფაჲ, ტყუვილი დაესაჯების, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ საქმე არს გონებისაჲ, და დაფარული გონებისაჲ ამით იხილვების, რაჟამს სიყუარულისათჳს ღმრთისა აღვასრულოთ მცნებაჲ მისი და ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ ყოველი გარდამავალი მცნებისაჲ უცხო არს სიყუარულისაგან ღმრთისა.
...ებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ; ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, და კუალად, ვითარმედ: „ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდინ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ სიტყუანი საქმით აღესრულებიან? რამეთუ რაჲ-იგი ჰრქუა პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „გიხილნე თქუენ, და მხიარულ იქმნენ გულნი თქუენნი, და სიხარული თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან“, ესე აწ საქმით აღესრულა. რამეთუ ვინაჲთგან ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა ჰურიათა მიმართ, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“, რაჲთამცა ბრძოლისა მის საძლეველად და ნუგეშინისსაცემელად მისცა მშჳდობაჲ, რამეთუ ესე სიტყუაჲ ჰრქუა პირველვე ყოვლისა, აღდგა რაჲ. ამისთჳს პავლე მოციქული მარადის ამას იტყჳნ, ვითარმედ: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“, ხ...
...ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა“ (17,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარი დიდებაჲ მისცა მათ, რამეთუ მამაჲ თავისა შორის თჳსისა აქუნდა და ესრეთ მათ შორის დაემკჳდრა. ხოლო სხუასა ადგილსა არა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩემ მიერ მამაჲ მოვიდესო, არამედ: „მე და მამაჲ მოვიდეთო და სავანე მის თანა ვყოთო“, არამედ მუნ საბელიოზის პირსა დაუყოფს და აქა - არიოზისსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა იყვნენ სრულ ერთობით, და რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე“ (17,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ზედაჲსზედა იტყჳს ამას და გამოაჩინებს განცხადებულად, ვითარმედ მშჳდობაჲ უფროჲს სასწაულთაცა შემძლებელ არს მოქცევად ერთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მე შევიყუარენ იგინი, ვითარცა შენ შემიყუარე მე“ (17,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა სიტყუაჲ ესე, თუ: „ვითარცა“, არს, ვი-თარცა კაცისაჲ შესაძლებელ არს სიყუარული და სასწაული სიყუარულისაჲ მის, რამეთუ თავი თჳსი დადვა სახედ. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: უცთომელად იყვნენ და წმიდა იყვნენ, და მრავალთა ჰრწმენეს მათ მიერ და ფრიადი დიდებაჲ მიიღონ, და რამეთუ არა მას ოდენ უყუარან, არამედ მამასაცა, აწ კუალად იტყჳს გჳრგჳნთა მათთჳს და ნიჭთა, რომელნი მიეცნენ მათ შემდგომად ამიერ წარსლვისა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მნებავს...
...ხოლო ოდეს მოვიდეს, მაშინ ვიტჳრთოთ? ნუ იყოფინ! რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „თავით თჳსით არარას იტყოდის, არამედ რაოდენი ესმეს, მას იტყოდის და მომავალი გითხრას თქუენ. რამეთუ ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“ (16,13,15). რამეთუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „მან გასწავოს ყოველი და მოგაჴსენოს და ნუგეშინის-გცეს“, და ვითარმედ: „ჯერ-არს ჩემი წარსლვაჲ და მისი მოსლვაჲ“, და ვითარმედ: „აწ ვერ იტჳრთავთ, ხოლო მაშინ იტჳრთოთ, და გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსა“, რაჲთა არა ამის ყოვლისაგან შეჰრაცხონ სული უმეტეს მისა და უშჯულოებად შთავარდენ, ამისთჳს ჰრქუა: „ჩემგან მიიღოსო“ (16,14), ესე იგი არს, ვითარმედ: რასა მე ვიტყჳ, მანცა იგივე თქუას. ხოლო თუ: „თავით თჳსით არას იტყოდის“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას წინააღმდგომსა ჩემსა იტყოდის და უცხოსა ჩემთა სიტყუათაგან. ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „თავით თჳსით არა ვიტყჳ“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას ვიტყჳ უცხოსა მამისაგან, ეგრეთვე სულისათჳს იტყჳს. ხოლო თუ: „ჩემგან მიიღოს“, ესე იგი არს, ჩემისა გულისხმის-ყოფისაგან, რამეთუ ერთ არს გულისხმის-ყოფაჲ ჩემი და სულისა წმიდისაჲ. „და მომავალი გითხრას თქ...
...სიტყჳსასა იტყოდა: „შვილნო ჩემნო“, ამისთჳს აქა იტყჳს: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“; და დასაბამსა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „მოხჳდეთ, სადა მე ვიყო“, და ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“, ხოლო აქა, ვინაჲთგან იგი ჟამი შორს იყო, მოსცემს სულსა, არამედ იგინი კუალად ვინაჲთგან ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყჳთა მით და ვერ მიიღებდეს ჯეროვანსა ნუგეშინის-ცემასა, ამისთჳს ჰრქუა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“, რამეთუ იგინი უფროჲს ყოვლისა ამას ეძიებდეს. არამედ რაჲთა არა ჰგონებდენ კუალად ესევითარსავე მოსლვასა, ვითარცა პირველ, იხილე, ვითარ მოასწავა, მისი იგი მოსლვაჲ თუ ვითარ იყოს, რამეთუ თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედღა, და სოფელი არღარა მხედვიდეს მე, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე“ (14,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მოვალ თქუენდა მომართ, არამედ არა ესრეთ, ვითარცა პირველ, არამედ თქუენდა მომართ ოდენ, რამეთუ სულიცა ესევითარი არს თქუენდა მომართ ოდენ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ“ (14,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა თუ ჯუარს-ცუმაჲ განგყოფს თქუენ ჩემგან, გარნა მცირედსა ოდენ ჟამს...
...დაადგრესო“. და რაჲთა ვერ ეტყოდიან, თუ: შენ ვინ ხარო, ამისთჳს კაცობრივთა მიერ საქმეთა უჩუენა მათ, ვითარმედ: ჩემი არს ყოველივე, რამეთუ ძე ვარო და სახლსა შინა მამისასა დადგრომილ ვარ, ხოლო „სახლად მამისა“ სახელ-სდებს ჴელმწიფებასა და მთავრობასა. ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან“, რამეთუ ვინაჲთგან მონებისა და განთავისუფლებისათჳს იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს სამართლად ესევითარნი სიტყუანი იჴმარნა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფებოდა განთავისუფლებაჲ და შენდობაჲ ცოდვათა მათთაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ერთობასა ამას მისსა და მამისასა ვითარ გამოაჩინებს? ვითარმედ იგივე ჴელმწიფებაჲ აქუს მას, ვითარი აქუს მამასა, და ესე იგი არს, ვითარმედ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“, არღარავინ იყოს, რომელმანმცა სიტყუაჲ გიგო, არამედ გაქუნდეს მტკიცედ თავისუფლებაჲ იგი, რამეთუ „უკუეთუ ღმერთი არს განმამართლებელ, ვინ არს დამშჯელო?“ ხოლო უჩუენებს აქა, ვი-თარმედ ძალ-უც ცოდვისაგან განწმედაჲ მათი და განთავისუფლებაჲ, და ვითარმედ უზეშთაეს არს ესე თავისუფლებაჲ, ვიდრეღა ჴორციელი, რამეთუ...
...აღსრულებულსა სიტყუასა არავინ ურწმუნო იქმნების, ხოლო სიტყუასა ოდენ მრავალნი ურწმუნო იქმნებიან. ამისთჳსცა, ვინაჲთგან სიტყუაჲ მისი საქმით აღესრულა, მაშინ მისცა მათ გულისხმის-ყოფაჲ პირველთქუმულთაჲ მათ სულისა მიერ წმიდისა, ვითარცა იტყოდა, ვითარმედ: „მან გასწაოს და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რომელსაცა გეტყოდე თქუენ“. რამეთუ რომელთა-იგი ღამესა მას შეპყრობისა მისისასა დაუტევეს და ივლტოდეს, ვითარმცა მოიჴსენნეს ყოველთა მათ ჟამთა ქმნულნი და თქუმულნი, უკუეთუმცა არა სული წმიდაჲ მოაჴსენებდა მათ, რომელ-იგი მოსცა მათ ღმერთმან, და მათ შეიწყნარეს თჳსისა სათნოებისა სიკეთითა? რამეთუ პირველად მადლისა მიერ ღმრთისა იქმნა მათ ზედა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ ესრეთ მდიდრად და დიდებულად, ხოლო დამჭირვაჲ მადლისაჲ მის მათისა სათნოებისა მიერ იქმნა, რამეთუ მოქალაქობაჲ აჩუენეს ბრწყინვალჱ და შრომანი დიდნი და შეურაცხ-ყვეს ცხორებაჲ ესე წარმავალი და კაცობრივსა არარას მიჰხედნეს, არამედ უზეშთაეს იქმნნეს მის ყოვლისა და ვითარცა ფრთოსანნი ზეცად აღფრინდეს; ამისთჳსცა მიუწდომელად აქუნდა მადლი სულისა წმიდისაჲ.
სწავლაჲ კგ მოწყალებისათჳს
მათ უკუე ვჰბაძვიდეთ ჩუენცა და ნუმცა დავჰშრეტთ ლამპართა ჩუენთა, არამედ დავიცვნეთ იგინი ბრწყინვალედ მოწყალებისა მიერ, რამეთუ ამის ცეცხლისა ნათელი...
...ლს ნათელი სარწმუნოებისა მიერ, და გამო-რაჲ-ვიდეს მიერითგან, ბრწყინვალედ განანათლებს შემწყნარებელთა მისთა. და უკუეთუ უჩუენო მას ცხორებაჲ კეთილი, მერმე უკუნისამდე დაადგრეს შენ თანა. რამეთუ უფალი იტყჳს, ვი-თარმედ: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ“.
ვითარცა უკუე მზისა ბრწყინვალებისა ხილვად ვერ შემძლებელ ხარ, უკუეთუ არა აღიხილნე თუალნი, ეგრეთვე ამისცა ნათლისა ხილვაჲ შეუძლებელ არს თჳნიერ ახილვისა თუალთა სულისათა. ვითარ უკუე იქმნების ახილვაჲ მათი? გარნა განწმედითა სულისაჲთა ვნებათა მწჳრისაგან, რამეთუ ცოდვაჲ ბნელ არს, და ბნელი ღრმაჲ, და საცნაურ არს ესე ფარულად და უცნაურად ქმნისა მისისათჳის, რამეთუ „ყოველი რომელი იქმოდის ბოროტსა, სძულს ნათელი და არა მოვალს ნათლად“, და „ფარულად ქმნულთაჲ ბოროტ არს თქუმაჲ“. და ვითარცა ბნელსა შინა ვერცა მტერსა ვინ იცნობს, ვერცა მეგობარსა, არამედ ყოველთავე უმეცარ არს, ეგრეთვე, რაჟამს იქმოდის ცოდვასა. რამეთუ ანგაჰრიცა არა ხედავს მეგობარსა ანუ მტერსა, და მოშურნე თჳსსაცა მტერად ჰხედავს, და ყოვლისა ცოდვისა მოქმედი არარაჲთა განყოფილ არს მთრვალ-თა გინა...
...ა მისგან კაცობრივისა მისისა, გულისჴმის-ყოფაჲ ჯერ-არს, ვითარმედ ცხორებასა ჩუენსა განაგებს, რომელი გამოგჳჩნდა ჩუენ ჴორცითა. რაჟამს-იგი იტყოდის თავსა თჳსსა მოვლინებულად, და ვერარაჲსა შემძლებელად თავით თჳსით ყოფად, და მიმღებელად მცნებისა, და ვითარმედ „ღმერთი ჩემი“ და „ღმერთი თქუენი“, და „მამაჲ უზეშთაეს არს ჩემსა“, და წმიდა-ყოფაჲ, და მონებაჲ, და მორჩილებაჲ, და მიცემაჲ, და სწავლაჲ, და მცნებისა მო-ღებაჲ, და უმეცრებაჲ, და ლოცვაჲ, და კითხვაჲ; და ამას ყოველსა თანა: დაძინებაჲ, შიმშილი, დაშრომაჲ, ცრემლობაჲ, შეურვებაჲ, ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი.
რამეთუ ამის ყოვლისა არს ჯეროვანი თარგმანებაჲ, გარნა მოკლედ ესე ჯერ-არს უწყებად, რაჲთა მაღალთა მათ საქმეთა გულისჴმა-ვჰყოფდეთ ღმრთეებისათჳს და უვნებელისა მის და უჴორცოჲსა ბუნებისა, ხოლო მდაბალთა მათ - კაცებისათჳს, რომელი-იგი ჩუენთჳს განკაცნა და ჴორციელ იქმნა, ჯუარს-ეცუა ჴორცითა, მოკუდა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა, რაჲთა ჩუენცა აღგუამაღლნეს და გუასწაოს გულისჴმის-ყოფაჲ, რაჲთა უწყოდით, თუ რომელნი არიან სიტყუანი იგი ბუნებისათჳს მისისა თქუმულნი და რომელნი არიან განგებულებისა მისთჳს კაცებისა მისისა.
რამეთუ რომელი-იგი კაც იქმნა, უნივთო იყო და უჴორცო; და რაჲ-იგი იყო, ეგრეთვე ეგო; და რომელი-იგი არა იყო, მიიღო ცხორები...
...ამარიტელსა მას: „მასუ მე წყალი“, - რომელ-ესე სიტყუაჲ არს ჴორციელისა საჴმრისა აღმასრულებელი, და რომელი-იგი ითხოვდა, არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი შეერთებული კაცებასა. და კუალად, რომელ-იგი შეემშია, დაშურა და ცრემლოდა; და ოდესმე იტყოდა: „მამაჲ უზეშთაეს ჩემსა არს“; და კუალად იტყოდა: „არა ჴელ-მეწიფების საქმედ თავით თჳსით არარაჲ“; და კუალად იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მოსცა მამამან საშჯელისა ყოფად“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი იპოვების წმიდასა სახარებასა შინა და წიგნსა მას მოციქულთასა. ამას ყოველსა თანა აღრაცხე ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ამაღლებაჲ.
აწ უკუე ამას ყოველსა არა ძნელ არს თითოეულისაცა მადლითა ღმრთისაჲთა განმარტებაჲ, გარნა მოკლედ ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ მაღალნი იგი სიტყუანი ჯერ-არიან ბუნებისა მისთჳს ღმრთეებისა გულისხმის-ყოფად, და მდაბალნი - ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა, რომელი ჩუენისა ცხოვრებისათჳს შეიმოსა. ეგრეთვე უმეცრებისა ესე სიტყუაჲ მიაჩემოს თუ ვინ კაცებისა მისისა ბუნებასა, რომლისათჳს იტყჳს მახარებელი ლუკა: „და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღ...
...ალობისა მოყუარეთაჲ - გეჰენიად ცეცხლისა.
ამის ტაბლისა ბოროტისაჲ დამგებელი ეშმაკი არს, ხოლო ტაბლისა მის მონაზონთაჲსა შემმზადებელი ქრისტე არს, და პურისმტე მათი იგი არს, ვითარცა იტყჳს თავადი: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“. ხოლო მომთრვალეთა პურისმტე ეშმაკი არს, რამეთუ სადაცა მთრვალობაჲ არს, მუნცა ეშმაკი, სადა სიტყუანი ბილწნი ითქუმიან და სიმღერანი და როკვანი, მუნ ეშმაკნი როკვენ.
ესევითარი იყო ტაბლაჲ იგი მდიდრისაჲ მის. ამისთჳს არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო, მი-რაჲ-ვიდა მერმესა მას სოფელსა; გარნა მოღუაწენი იგი ღმრთისმსახურებისანი ამის ყოვლისა ბოროტისაგან უცხო არიან. ამისთჳს ანგელოზთა ჰბაძვენ და უჴორცოთა მოქალაქობაჲ ჴორცთა შინა აღუსრულებიეს. ხოლო ესეცა თუ გულისჴმა-ჰყო, თუ ვინაჲ შეიმზადებიან ტაბლანი იგი შუებულთანი, ანუ ვინაჲ მოღუაწეთანი, სცნა ბუნებაჲ მათიცა.
ვინაჲ უკუე შეიმზადებიან ტაბლანი მდიდართანი? ჭირისაგან გლახაკ-თაჲსა და სულთქუმისაგან დავრდომილთაჲსა და ცრემლთაგან ჭირვეულ-თაჲსა, მონახუეჭისაგან ობოლთაჲსა და მონატაცებისაგან ქურივთაჲსა.
ხოლო ტაბლაჲ ღმრთისმსახურთაჲ აღეგების შრომისაგან ჴელთა მათ-თაჲსა, ნიჭთაგან ღმრთისათა და საუნჯეთა მათგან...
...ჳდობაჲ მახლობელთა, რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ“. ამის ესევითარისა მშჳდობისათჳს ეტყოდა უფალი მოწაფეთა, მი-რაჲ-ვიდოდა ცხოელსმყოფელსა მას ვნებასა: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“. ხოლო ესევითარი ესე მშჳდობაჲ ამით მახჳლი-თა წარემართებოდა, რომლისათჳს აწ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „მოვედ მოფენად ქუეყანასა ზედა“. რამეთუ ვიდრემდის იყო მშჳდობაჲ შორის ჩუენსა და ვნებათა, ვიდრემდის კაცნი შეთქუმულ იყვნეს ბოროტთა ზედა, ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ არა იპოებოდა, არამედ უფროჲსად მტერობაჲ და განდგომილებაჲ ღმრთისაგან. ვინაჲთგან უკუე მოვიდა უფალი და მოჰფინა მახჳლი, განმკუეთელი ესევითარისა მის ბოროტთა ზედა შეთქუმულობისა და ეშმაკთა მიმართ და ვნებათა მშჳდობისაჲ, ყო ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ კაცთა შორის და შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა; ხოლო რომელთაცა არა ინებეს დაჴსნად მშჳდობისა მის ბოროტისა, რომელი აქუნდა მორჩილებად ეშმაკთა და მონებად ცოდვისა, იგინი განწვალნა ღმრთისმოყუარეთაგან, უფროჲსღა მათ განიწვალნეს თავნი თჳსნი.
ესე არს უკუე მშჳდობაჲ ჭეშმარიტი. ოდეს ჴორცნი იგი დამპალნი მოიკუეთნენ გუამისაგან და გუამი იგი სრულიად განიკურნოს, ოდეს მ...
...ეამკობს მას წინაჲსწარმეტყუელი და იტყჳს: „ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ მშჳდობასა და კეთილთა?“ ეგრეთვე უფალი სიკეთესა მას მშჳდობისასა მოასწავებს და ეტყჳს მოწაფეთა: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მოგცემ თქუენ“.
აწ უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა მშჳდობასა მას არა დავაკლდეთ, რამეთუ აჰა ესერა წინამძღუარნი ეკლესიისანი მისცემენ მშჳდობასა, და ესე მშჳდობაჲ მის მშჳდობისა სახე არს, ამისთჳს ჯერ-არს დიდითა გულსმოდგინები-თა შეწყნარებაჲ. უკუეთუ რომელმან არა შეიწყნარნეს მახარებელნი იგი მშჳდობისანი სახედ თჳსა და არა გამოზარდნეს, ესოდენისა სასჯელისა ღირს არს, რომელი არცა თუ სმენასა თავს-იდებდეს მშჳდობისასა, ვითარ მიეცეს მას მშჳდობაჲ? აჰა ესერა, მორწმუნეო, შენთჳს აღვალს მღდელი საკურ-თხეველსა, შენთჳს შესწირავს ვედრებასა, შენ მოგცემს მშჳდობასა, ვითარ უკუე ესრეთ უდებ ხარ სმენად? მშჳდობისა სახლი მორწმუნეთაჲ ზოგადი არს წმიდაჲ ეკლესიაჲ; შევლენ მორწმუნენი და მერმე მღდელთმოძღუარი ანუ მღდელი მისცემს მშჳდობასა წესისა მისებრ მოციქულთაჲსა. ნუმცა ვინ უკუე იპოების უდები, ნუმცა ვინ დაჴსნილი და გარეწარად მსმენელი, რაჲთა არა სასჯელისა თანამდებ იქმნას, რამეთუ დიდად უმჯობეს არს...
...სევითარისა მის საწადელისა სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ განუძღომელითა მით კეთილითა, რაჟამს აღესრულოს მათ ზედა უტყუელი იგი აღთქუმაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა სულით წმიდითურთ და სავანე მის თანა ვყოთ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (5,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აღმაღლდა კიბე ესე საღმრთოჲ ამათ ნეტარებათაჲ და მიგუაახლებს ჩუენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, ნეტარსა და უზეშთაესსა ყოვლისავე ნეტარებისა, რამეთუ ესერა მოწყალებაჲცა შემოიღო შორის და ჰნატრის მოქმედთა მისთა, რომელ-ესეცა მსგავსებად ღმრთისა აღგუამაღლებს, რამეთუ მოწყალე ეწოდების ღმერთსა და სახიერ და მწყალობელ, ვითარცა წერილ არს: „მოწყალე არს უფალი და მართალ, და ღმერთი ჩუენი მწყალობელ“. აწ უკუე ვინაჲთგან შემსგავსებული სახელი არს ღმრთისაჲ მოწყალებაჲ და ჩუენ ესერა მოწყალებად გჳწესს უფალი, რაჲ სთქუა სხუაჲ წოდებაჲ ესე, გარნა მსგავსებად ღმრთისა წოდებაჲ, ვითარცა სხუასა ადგილსა განჩინებულად თქუა: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ მოწყალე არს“.
ეჰ...
...რამეთუ ესევითართა მათ განიოტეს ჩუენგან მშჳდობაჲ და მტერ ღმრთისა გუყვნეს და მბრძოლ ურთიერთას. აწ უკუე მაოტებელნი იგი მშჳდობისანი განვიოტნეთ და ვევედრნეთ უფალსა ცრემლითა მჴურვალითა, რაჲთა მოგუცეს მშჳდობაჲ იგი, რომელი აღუთქუა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: „მშჳდობასა მოგცემ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ“.
ვილოცოთ ტკბილისა მის მშჳდობისა მიმთხუევად. ვილოცოთ ამისთჳს ნუ ერთსა ხოლო ანუ ორსა დღესა, არამედ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, რამეთუ თჳთ ლოცვაჲ ნაყოფთაგანი არს სრულისა მის მშჳდობისათაჲ და დაწყებაჲ დაგებისა ღმრთისაჲ. ესე შევიყუაროთ და დაუცხრომელად შევიტკბოთ. დაღაცათუ არა მოგუეცეს, რომელსა-იგი ვითხოვდეთ, ნუ დავსცხრებით ლოცვისაგან, რაჲთა მოგუეცეს. დაღაცათუ მოგუეცეს, ნუვე უდებ ვიქმნებით, რაჲთა მოცემული იგი ნიჭი სამარადისოდ ეგოს ჩუენ თანა. რამეთუ არა თუ ღმერთსა ჰნებავს გჳანად მოცემაჲ სათხოელისა მის ჩუენისაჲ, არამედ დროებითა მით ჰნებავს მოცემად ჩუენდა მიზეზისა მარადის ვედრებად მისდა. ამისთჳს დრო-სცის თხოისა ჩუენისა აღსრულებად, რაჲთა დავადგრეთ ლოცვასა შინა, და მრავალგზის გჳხილნეს რაჲ უდებებით ლოცვასა შინა და ვედრებასა, მოგჳვლინის განსაცდელიცა რაჲმე მიშუებითა მისითა, რაჲთა მჴურვალედ მივივლტოდით მისა და, მივივლტოდით რაჲ, ვეგნეთ გა...
...რამეთუ არღარა ღირს იყვნეს პირისპირ ზრახვად მეუფისა, და ესე საქმჱ არა პირველთა მათ წმიდათა ზე ოდენ, არამედ ახლისაცა რჩულისათა სახილველ არს, რამეთუ მოციქულთა არა თუ წერილ რაჲმე მისცა ღმერთმან, არამედ წერილთა წილ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ აღუთქუა მოცემად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მან მოგაჴსენოს თქუენ ყოველივე“. და რაჲთა სცნა უაღრესობაჲ ამის სახისაჲ, ისმინე, რასა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ: „აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, მივსცე რჩული ჩემი გონებასა შვილთა თქუენთასა და გულთა ზედა მათთა დავწერნე მცნებანი ჩემნი, და იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“. ; და მოციქული პავლე ამის მადლისა უზეშთაესობასა გამოაჩინებს და იტყჳს დაწერასა რჩულისა მის ახლისასა „არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“.
ვინაჲთგან კულა სიგრძესა შინა ჟამისასა მიდრკეს კაცნი, რომელნიმე გარდაქცევითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა და სხუანი საქმეთა მიერ ბოროტთა, ამისთჳს კუალად საჴმარ იქმნა წერილთამიერი სწავლაჲ. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, რაოდენ ბოროტ არს, რომელთ...