ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, რამეთუ: „რომელმან ქმნას და ასწავოს, დიდ ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა“,1 და სამართლადცა, რამე-თუ სიტყჳთ სიბრძნისმეტყუელებაჲ ადვილ არს, ხოლო საქმით ჩუენებაჲ კეთილისაჲ დიდ არს. ამისთჳსცა ქრისტე ძჳრუჴსენებლობისათჳს რაჲ ასწავებდა, თავსა თჳსსა სახედ ჰყოფდა საქმისა მის. და კუალად აწ შემდგომად სწავლისა ლოცვად...

