1.სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის,2.თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის,3.რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ;4.როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო,5.რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ;6.რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში;7.სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.8.მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,9.და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით,10.რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე,11.თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ,12.ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით.13.ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება.14.სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე,15.ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, -16.რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში,17.და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,18.რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,19.და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.20.ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -21.დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოციქულისაჲ: ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს. უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მომართ (3,1-2).
თარგმანი: ვინაჲთგან ყოველთა მეუფისაჲ წარმოთქუა, აწ თავისაცა თჳსისასა წარმოუთხრობს, ვითარმედ: "იგი ჯუარს-ეცუა თქუენთჳს, ხოლო მე, აჰა ესერა, შეკრულ ვარ მისთჳს და სიკუდიდ განმზადებულ", რამეთუ რაჟამს ებისტოლესა ამას წერდა, კრულებათა შინა იყო; რაჲსაღამცა სხჳსათჳს, თჳნიერ წარმართთა ქადაგებისათჳს, რომელი-ესე წინაჲსწარ ჰრქუა...
პავლესი: რაჲთა ეუწყოს აწ მთავრობათა და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან (3,10).
თარგმანი: რამეთუ არცა ზეცისა ძალთა საიდუმლოჲ იგი, არამედ განგებულებითა ღმრთისაჲთა, რომელი იქმნა ეკლესიასა ზედა, ისწავეს მათ მიუთხრობელი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ, ხოლო გულსმოდგინებად (3,11). საუკუნეთა იტყჳს, ვითარ პირველ საუკუნეთა განგებულ იყო საქმჱ ესე ღმრთისა მიერ და აწ აღესრულა იგი ქრისტეს მიერ.
პავლესი: რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე (3,18).
მოციქულისაჲ: ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდება თქუენდა (3,13).
თარგმანი: ვინაჲთგან კრულებათა შინა იყო, ოდეს ამას წერდა, ამისთჳს ითხოვს ეფესელთაგან, რაჲთა არა სირცხჳლ უჩნდენ მათ ჭირნი მოძღურისა მათისანი, რომელნი შეემთხუეოდეს მათ ძლით, მათდა მიმართ ქადაგებისათჳს სახარებისა. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თჳთ ესე, სირცხჳლ საგონებელი, უმეტეს დიდება არს თქუენდა, რაჟამს გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ ესოდენ შეგიყუარნა თქუენ ღმერთმან, რომელ ცხორებისა...
...თუ ვინმეს სულიერი აზრითაც სურს ამის გაგება და იტყვის, რომ ეს ცოდვებისა და მთელი ძველი ადამიანის ბორკილებია, შესაფერის აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი ბორკილიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ ().და კვლავ: „რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“ ().„შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ ().ნახე, როგორ ზემოთაც, ქვემოთაც და ყველგან ამ სანაცვლოს სწირავს ღმერთს: ზემოთ ამბობს: „სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“ (); აქ კი: „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (), ესე იგი, მადლობას შევსწირავ, ვუგალობებ.
„და სახელსა უფლისასა ვხადო“ ().ხედავ, როგორ არის ეს ქების მსხვერპლი?...
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:
...ათა და სიღრმეთა მათგან საღმრთოთა საიდუმლოთა, რომელი ანგელოზთაცა არა იცოდეს ამისა პირველ, რამეთუ მათცა ჩუენ თანავე ცნეს სიტყუათა მიერ იოვანესთა ესე საიდუმლონი.
და ამას მოასწავებს მოციქული პავლე, რომელი იტყჳს: „რაჲთა საცნაურ იქმნას აწ მთავრობათა და ჴელმწიფებათა ეკლესიისა მიერ მრავალსახე იგი ღმრთისა სიბრძნე“. უკუეთუ მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ქერობინთა და სერაბინთა ეკლესიისა მიერ ცნეს ესე ყოველი, საცნაურ არს, ვითარმედ იგინიცა სამე ფრიადითა მოსწრაფებითა ისმენენ ჴმასა იოვანესსა. რამეთუ ესეცა არამცირედი პატივი მოგუეცა, რომელ ჩუენ თანა ცნეს ანგელოზთა, რაჲ-იგი არა იცოდეს. ხოლო რომელ არა ჩუენ თანა ოდენ, არამედ ჩუენ მიერცა, ამისთჳს რაჲღა ვთქუა, რომელნი ესევითარნი ვიყვენით, რომელ არა ჯერ-არს აწ თქუმად, თუ ვინ ვიყვენით, ანუ ვითარნი, და ესევითარსა პატივსა მივიწიენით. ამისთჳს უკუე მივყოთ ყოველთა სასმენელი ჩუენი დუმილით ნუ დღეს ოდენ, არამედ ყოვლადვე, რამეთუ ყოვლადვე კეთილ არს ამათ სიტყუათა სმენად. რამეთუ უკუეთუ მეფისა სიტყუათა მარადის სურვიელ ვართ სმენად, თუ რაჲ თქუა, ანუ რაჲ ქმნა, ანუ რასა განიზრახავს, რომელთაგან არარა სარგებელ არიან ჩუენდა, არა უფროჲსად ვისწრაფოთა სმენად სიტყუათა მათ, რომელთა ღმერთი იტყჳს, საწადელთა მათ და სასურველთა და ჩუ...
...ს პავლე: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ“ (). და კვლავ: „ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ“ (), „მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა“ (). სწორედ ამიტომ ძველად წინასწარმეტყველებიც, როცა სიკეთის მინიჭებას ესწრაფოდნენ, ამგვარ კურთხევას ანიჭებდნენ. ელისე, მაგალითად, მასპინძელ ქალს შვილის მინიჭებით მიუზღავს. ახალ აღთქმაში კი ეს აღარ არის, არამედ ბევრად უფრო დიდი რამ.მეწამულით მოვაჭრე ქალი მოციქულებისგან ამას კი არ ითხოვდა, არამედ რას? „უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით“ ().ხედავ, რაოდენ დიდია შუალედი, და რას ითხოვდნენ ძველ აღთქმაში, ხოლო რას - ახალში? და კვლავ ქრისტე ამბობს: „გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“ (...