1.პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთისაგან, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით,2.და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს:3.მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,4.რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,5.ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.6.მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე.7.თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.8.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.9.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს.10.ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.11.გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი,12.ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.13.თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.14.ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.15.ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -16.კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.17.არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.18.სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.19.სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.20.ხოლო იმაში, რასაცა გწერთ, ღმერთია მოწმე, არ ვცრუობ.21.შემდგომ ამისა, სირიასა და კილიკიაში ჩავედი.22.ხოლო ქრისტეს ეკლესიები იუდეაში პირადად არ მიცნობდნენ მე. -23.მხოლოდ ის სმენოდათ, რომ ოდესღაც მათი მდევნელი ამჟამად ახარებს რწმენას, რომელსაც უწინ ებრძოდა.24.და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.
პავლე მოციქული, არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ (1,1).
გუაკურთხენ, მამაო.
ვინაჲთგან ჰურიათაგანნი იგი, რეცა მორწმუნენი, ამით სახითა განსდრეკდეს გალატელთა, კუალად მონებად წესთა ჰურიაობისა და წინადაცუეთისათა, ვითარმედ: არა ჯერ-არს პავლესი რწმუნებაჲ, რამეთუ იგი არა თუალით მხილველი არს ქრისტესი, არამედ უკუანაჲსკნელ მოსრული მოწაფე პეტრესი და მისთანათაჲ, რომელნი-იგი უწინარესნი არიან მისსა, და არავის აყენებენ წინადაცუეთად, ვითარცა მოციქულნი ქრისტესნი და თჳთ...
დაღაცათუ ჩვენ, გინათუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქვენგარეშე მისა, რომელი იგი გახარე თქვენ, შეჩვენებულ იყავნ (გალატელთა 1, 8).
დღეს თქვენდანი არის ჩემი სიტყვა და ქადაგება, საყვარელნო ყრმანო, რომელნი სწავლობთ სახორციელო და სასულიერო სასწავლებელთა შინა ამის ქალაქისათა. დღეს მე ჩემი საღმრთო მოვალეობა უნდა ავასრულო თქვენს წინაშე: თქვენ უნდა მოგცე სწავლა, დარიგება, დაფრთხილება. ისმინეთ ყურადღებით სიტყვა ჩემი და მოიხმარეთ იგი თქვენი სულიერისა სიკეთისა და წარმეტებისათვის.
მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს (13,3).:
...და იგივე არს მიაყენაჲ სულისაჲ დიდთაგან და მცირეთა. ხოლო აწინდელი ესე ჴელთ-დასხმაჲ ბარნაბაჲსი და სავლესი, ვითარ ვჰგონებ, ზეშთა აღიყვანებს მათ პატივისაგან მოწფობისა და დიაკონობისა პატივსა მოციქულობისა და მღდელობისა და ეპისკოპოსობისასა. ვინაჲცა შენ, გესმოდის რაჲ პავლესგან, ვითარმედ "არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ" (), გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პირველისა მის ზეცით წოდებისა თჳსისათჳს იტყჳს, რომელი ქრისტეს მიერ იქმნა, და კუალად, აწინდელიცა ესე მოციქულად განჩინებაჲ დაღაცათუ ჴელთდასხმითა კაცთაჲთა იყო, არამედ ბრძანებითა და გამორჩევითა სულისა წმიდისაჲთა იქმნა, რომელი-იგი უფალი არს და მეუფე და ღმერთი, ქმნად ყოვლისავე, რაოდენსა მამაჲ და ძე იქმან, რამეთუ ღმრთეებით ერთ არს ყოველი მოქმედებაჲ წმიდისა სამებისაჲ.
ესენი უკუე, ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად, და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ (13,4).
თარგმანი: სული წმიდაჲ იყო მყვანებელ მათდა. ამისთჳს არა უტევნა დაყოვნებად სელევკიას, რამეთუ არაჲ შჭირდა მათ უღონოებაჲ ქადაგთაჲ, რამეთუ მახლობელ იყვნეს ანტიოქიისა, არამედ ზღუასა ზედა აღიყვანნა ფერჴნი მათნი, რაჲთა განსთხიონ მისგან მომმუხველობაჲ იგი მარილიანობისაჲ, რამეთუ ზღუაჲ სახე არს სოფლისა დაუდგრომელობისაჲ მღელვარებითა თჳსითა, და მ...
სწავლაჲ ნე ქებაჲ მონაზონთაჲ, რომელნი მარადის გლოასა შინა არიან და ჴსენებასა საუკუნოჲსა სასჯელისასა:
...ივი და სიმტკიცე სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
სწორად დაწყებისა ჰყოფენ აღსასრულსა და კუალად მასვე პირსა მადლობისასა იწყებენ, ვითარცა პავლეცა იქმს მრავალგზის; რამეთუ დაწყებასა ებისტოლისასა ესრეთ თქუა გალატელთა მიმართ: „ნებითა ღმრთისა და მამისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
და მეყსეულად მასვე პირსა იწყო, რომლისათჳს იტყოდა.
და კუალად ჰრომაელთა მიმართ მისწერს: „ჰმსახურესო დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, ამენ“.
და არა აღასრულა ამას ზედა ებისტოლე იგი, არამედ კუალად იწყო მასვე პირსა.
ამისა მსგავსად ღმრთისმოყუარენიცა იგი იქმან, რამეთუ შეწირონ რაჲ მადლობაჲ იგი და დიდებაჲ წმიდისა სამებისაჲ, კუალად იტყჳან: „დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა, წმიდაო, დიდებაჲ შენდა, მეუფეო, რამეთუ მოგუცენ ჩუენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად“; რამეთუ არა დიდთა ხოლო საქმეთათჳს, არამედ მცირეთათჳსცა ჯერ-არს მადლობაჲ. ამისთჳს ნეტარნიცა იგი ჰმადლობენ მოცემისა მის-თჳს ჭამადთაჲსა, რაჲთა არცხჳნონ წვალებასა მას მანიქეველთასა, რომელნი ცხორებასა ამას ბოროტად სახელ-სდებენ. და რაჲთა ფრიადისა მის მარხვისათჳს ვერვინ თქუას, თუ ჭამადნი ღმრთისა მი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:
...იდ ეკლესიათა ღმრთისათა“; და კუალად იტყჳს: „მოვიდა იესუ ცოდვილთა ცხორებად, რომელთაგანი პირველი მე ვარ“; და მერმე იტყჳს: „გასმიეს ყოფაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ ვსდევნიდი ეკლესიათა ღმრთისათა“. რამეთუ ვითარცა ნაცვალად მიაგებს ქრისტესა მისისა სახიერებისა გამოჩინებასა, რომელ გამოაჩინებს, ვითარმედ ესევითარი იგი მტერი და მბრძოლი ესრეთ აცხოვნა, და ქადაგებს კადნიერებით ბრძოლასა მას, რომლითა ებრძოლა პირველ ქრისტესა, და შემდგომად ამისა სასოწარკუეთილთა ყოველთა მისცა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ქრისტემანცა ამისთჳს ესე ყო, რაჲთა ჩემ ზედაცა გამოაჩინოს გარდამატებული იგი სახიერებაჲ მისი სახედ მომავალთა მათ სინანულად“. არამედ პირველისა მის სიტყჳსა მიმართვე მოვაქციოთ, რომელსა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ მოვიდა, რომელი-იგი ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს? რომელი ადგილი დააცალიერა თავისაგან თჳსისა, რომელსა ყოველივე ჴელითა უპყრიეს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ ადგილი არცა ერ...