1.ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე.2.და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.3.და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა.4.მოვიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერჴნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.5.და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.6.და შეისწრაფა აბრაჰამ კარვად სარრას მიმართ და ჰრქუა მას: ისწრაფე და შესუარე სამი საწყაული სამინდოჲ და შექმენ ყურბეულად.7.და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ჴბოჲ ჩჩჳლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა.8.და მოიღო ერბოჲ და სძე და ჴბოჲ, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს. ხოლო თჳთ წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.9.და თქუა მისსა მიმართ: სადა არს სარრაჲ, ცოლი შენი? ხოლო მან მიუგო: ესერა კარავსა შინა.10.და თქუა: შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას. და ესვას ძე სარრას, ცოლსა შენსა. ხოლო სარრას ესმა კარსა ზედა კარვისა მისისასა მყოფსა უკუანა მისსა.11.ხოლო აბრაჰამ და სარრა მოხუცებულ იყვნეს, გარდასრულ დღეთა. და მოკლებულ იყო სარრა წესისაგან დედათასაჲ.12.ხოლო განიცინნა სარრა მეტყუელმან: თავისა მიმართ თჳსისა: არღა სადა იქმნა ჩემდა ვიდრე აქამომდე, ხოლო უფალი ჩემი მოხუცებულ არს.13.და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაამს: რად განიცინნა სარრა თავსა შორის თჳსსა მეტყუელმან: აწ სადამე ჭეშმარიტად შვა, რამეთუ მე დაბერებულ ვარ?14.ნუ შეუძლებელ არსა ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ? ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე.15.ხოლო უარ-ყო სარრა მეტყუელმან: არა განვიცინენ, რამეთუ შეეშინა. და თქუა: არა, არამედ განიცინენ.16.ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი.17.ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.18.ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი.19.რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ.20.და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად.21.გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა.22.და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა.23.და მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ?24.უკუეთუ იყუნენ ერგასისნი მართალნი, წარწყმედ-ა მათ? არა ჰრიდო-ა ყოველსა მას ადგილსა ერგასისთა მართალთა ძლით, უკუეთუ იყვნენ მას შინა?25.არა სადა ჰყო შორის სიტყჳსა მისებრ მოკუდინებაჲ მართლისა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ? ნუ სადა რომელი სჯი ყოველსა ქუეყანასა, ნუ ჰყოფ სასჯელსა.26.და თქუა უფალმან ღმერთმან: უკუეთუ იყვნენ ერგასისნი მართალნი სოდომთ ქალაქთა შინა, დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს.27.და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ.28.უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო.29.და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს.30.და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს.31.და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს.32.და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.33.და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.
ნელა და უხალისოდ ვიწყებ დღეს სიტყვის წარმოთქმას. როცა ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ვასწავლით, ვაფრთხილებთ, სულიერ ტაბლას გთავაზობთ, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი მათგანი, ვინც აქ მოდის და ამ სულიერ აღშენებაში, ამ საკვირველსა და საშინელ ტაბლაზე მონაწილეობს, მთელ დღეებს ცხენის რბოლებზე ატარებს და ამგვარად ჩვენი მზრუნველობისგან ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს, არამედ ჩვევისამებრ, ეშმაკის პირველივე ჩაგონებით, ამ ურჯულო სანახაობებზე ჩქარობს და თავის თავს...
1. მამამთავრის სათნოებანი და სათნოების დაუჭკნობელი გვირგვინი
გუშინდელ საკითხავში ჩვენ ვნახეთ, საყვარელნო, მართლის დიდი სტუმართმოყვარეობა; დღეს კი, შემდგომს გავაგრძელებთ რა, კვლავ შევიტყობთ მამამთავრის სიყვარულისა და თანალმობის ძალის შესახებ. ყოველგვარი სათნოება ამ მართალში უმაღლეს სრულყოფილებას აღწევდა: ის არამხოლოდ სიყვარულით სავსე იყო, არამხოლოდ სტუმართმოყვარე და თანამლმობელი, არამედ ყველა სხვა სათნოებასაც საკუთარ თავში სიჭარბით ავლენდა. გინდა, რომ მოთმინების მაგალითი წარმოვგიდგინო?...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).:
..., რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინაჲ აქუნდა სამარიტელთა ქრისტეს მოლოდებაჲ? გარნა მოსეს წიგნთაგან, რამეთუ ფრიად გამოაცხადებს იგი ძესა. რამეთუ „ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა“ ძისა მიმართ თქუმულ არს, და აბრაჰამს კარავსა შინა ძჱ ჰზრახვიდა, და იაკობ მისთჳს თქუა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომელი-იგი წინამდებარე არს, და არს იგი მოლოდებაჲ წარმართთაჲ“. და თჳთ მოსე თქუა, რამეთუ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. და გუელი რვალისაჲ და კუერთხი მოსესი და ისაკის დაკლვაჲ და სხუაჲ მრავალი ესევითარი მოსლვისა მისისა სახენი იყვნეს. ხოლო თუ ვინ თქუას, თუ: რაჲსათჳს არა მოართუა მას სახჱ წერილთაგან, ვითარ ნიკოდემოსს და ნათანაელს? გულისხმა-ყავთ, რამეთუ იგინი წერილთა მეცნიერნი იყვნეს, ხოლო ესე დედაკაცი იყო გლახაკი და უსწავლოჲ, და ამისთჳს წყლისა მის ცხოველისა ჴსენებითა მოიზიდა იგი, და ესრეთ მცირედ-მცირედ მოეჴსენა მას, ვითარ ასმიოდა სამე წერილი, და მერმეღა გამოუცხადა თავი თჳ...
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ, ძმანო ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ (4,28).:
....
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ, ძმანო ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ (4,28).
თარგმანი: არა ხოლო ბერწობითა, არამედ შობითაცა მსგავს არს სარრაჲსსა ეკლესიაჲ წარმართთაჲ. რამეთუ ვითარ-იგი თჳნიერ წესთა ბუნებისათა ჟამთა გარდასრული შვილიერ ყო აღთქუმამან მან უფლისამან, ვითარმედ: "ჟამსავე ამას მოვიდე და ესუას სარრას ძე" (), — ეგრეთვე ჩუენ ეკლესიაჲ, არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა და მას ზედა წართქუმითა მღდელისა მიერ სიტყუათა ღმრთისათაჲთა მშობს; რომლისა მიერ დაღაცათუ ბერწისა შვილ ვართ, არამედ — აზნაურისა. იხილე სახისაჲ ამის უცვალებელი თანა-შეტყუებაჲ საქმეთაჲ.
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეცა აწ (4,29).
თარგმანი: ყოვლითურთ შეასწორა საქმე სახეთა, რამეთუ ვინაჲთგან მაშინ იდევნებოდეს მორწმუნენი ჰურიათაგან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ესე ნუ შეგაშფოთებს, რამეთუ მაშინცა ჴორციელითა შჯულთა ბუნებითა შობილი იგი ისმაელ სდევნიდა სულიერისა მის საღმრთოჲსა აღთქუმისა მიერ შობილსა ისაკს.
მოციქულისაჲ: არამედ რასა იტყჳს წიგნი? — "განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა" (4,30).
...მას ღმერთი"** (). რას ნიშნავს გამოთქმები: „ვითარცა ჰრქუა, ვითარცა ეტყოდა"? ნიშნავს: როგორც უფალმა აღუთქვა მაშინ, როცა უცხოელის სახით ანგელოზებთან ერთად მამამთავარმა მიიღო მამრეს მუხასთან და, როცა თქვა: „ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე" (); — ისე აღსრულდა კიდეც. ის, რასაც ბუნება ვერ ახერხებდა, ის მათ იხილეს აღსრულებული, არა ადამიანურ საქმეთა ჩვეულებრივი წესით, არამედ ღვთიური მადლით. „და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ" (). უმიზეზოდ არ დაუმატებია საღვთო წერილს: „რომელ-იგი უშვა სარრა". არ თქვა უბრალოდ: „უწოდა სახელი ძისა მისისა", არამედ დაუმატა: „რომელ-იგი უშვა სარრა", ანუ ცოლმა, რომელიც მანამდე არ შობდა, უნაყოფო, მოხუცებული. „და წინა-დასცჳთა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან" (). ასე იყო ბრძანებული ღვთისგან, რომ ახალშობილებს მერვე დღეს წინადასცვეთდნენ. შემდეგ, რომ ღვთის გამოუთქმელი ძალა კიდევ უფრო შეგვეცნო, რომლის წყალობითაც **„შეუძლებელი ადამიანთათვის შესაძლებელია...