ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და უწინარჱს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მსგავს ჩემდა იქმნენითო“, - იტყჳს პავლე, - „ვი-თარცა-ესე მე - ქრისტჱსა“,1 რამეთუ ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ; რამეთუ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „მსგავსებითა...
