1.ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.2.დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.3.პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:4.ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები!5.აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.6.დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.7.დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.8.მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.9.უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე.10.ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა, ჩემსა და თქვენს შორის და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე; წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.11.დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.12.რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ-ტომის არ არის.13.წინადაიცვითოს შენს სახლში დაბადებულმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა; იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცში სამარადისო აღთქმად.14.წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.15.უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი.16.ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.17.პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?18.უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.19.უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის.20.ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამთავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.21.მაგრამ აღთქმას ისაკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად, ამ დღეის სწორს.22.შეწყვიტა ლაპარაკი და განეშორა ღმერთი აბრაამს.23.ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ჰყავდა ნაყიდი, ყველა მამაკაცს, აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას.24.ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრაამი, როცა დაიცვითა ჩუჩა.25.მისი ვაჟი ისმაელი ცამეტი წლის იყო, როცა დაიცვითა ჩუჩა.26.ერთ დღეს დაიცვითეს აბრაამმა და მისმა ვაჟმა ისმაელმა.27.მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა, დაიცვითეს მასთან ერთად.
ხედავდით, საყვარელნო, როგორ საღვთო წერილში არაფერი ითქმის უსარგებლოდ? ხედავდით, რა დიდი სარგებელი მივიღეთ გუშინ, როცა აგარისა და მისი გაქცევის შესახებ ვსაუბრობდით? შევიტყვეთ პატრიარქის დიდი სიმშვიდე, მისი უმანკოების სიმაღლე, ის პატივი, რომელსაც სარას აღუვლენდა, რადგან ყველაფერზე ძვირფასად მასთან თანხმობას მიიჩნევდა. ვნახეთ, როგორ ღმერთმა, თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, მოისურვა რა მართლისთვის პატივი მიეგო, არა მხოლოდ აგარი დააბრუნა, რომელიც...
დღეს გთავაზობთ გუშინდელი ტაბლის ნარჩენებს და დავასრულებთ სიტყვას, სახელდობრ, კურთხევისა და აღთქმისა შესახებ, რომელიც ყოვლისა ღმერთმა პატრიარქს უბოძა. მაგრამ ტაბლის ნარჩენებს რომ გესმით, ნურაფერ ხორციელს იფიქრებთ: სულიერი ტაბლის ნარჩენები საჭმლის ნარჩენებს არ ჰგავს. ხორციელი ნარჩენები, სიახლეს რომ კარგავს, მჭამელთათვის ყოველგვარ სიამოვნებას კარგავს, ხოლო თუ კიდევ ერთი ან ორი დღით დატოვებ, სრულიად უვარგისი ხდება. სულიერი ნარჩენები კი, თუნდაც...
მოციქულისაჲ: ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ; არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ (4,16-17).:
...ლითა, არამედ წინადაუცუეთელობისა სარწმუნოებითა შვილთა აბრაჰამისთა. ესრეთ უკუე შეაერთებს ორთა ერთა — ჰურიათა და წარმართთა, და ზოგად მათ ყოველთა მამა ჰყოფს აბრაჰამს; არა ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ წამებითა სიტყუასა მას დაბადებისასა, რომელი-იგი მისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: "მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ" ().
მოციქულისაჲ: წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი, და უწესნ არაარსსა მას, ვითარცა არსსა (4,17).
თარგმანი: წინაშე პირსა — ესე იგი არს, ვითარმედ, ვითარცა-იგი ღმერთსა, რომლისა მიმართ ჰრწმენა აბრაჰამს, არა ვიეთმე, არამედ ზოგად ყოველთა ღმერთ არს და ეწოდების, ეგრეთვე აბრაჰამ ზოგად ყოველთა მამა არს. და ვითარ-იგი ღმერთი არა თჳსებითა ბუნებითითა, არამედ მადლით შვილებითა ყოველთა მამა არს, ეგრეთვე აბრაჰამ არა თჳსებითა ჴორციელითა, არამედ ზიარებითა სარწმუნოებისაჲთა ყოველთა მამა არს, რამეთუ ესე მიჰმადლა მას სარწმუნოებით მორჩილებამან ღმრთისა სიტყუათამან, ვითარმედ ძალ-უც მას, რომელი-იგი არაარსისაგან დაჰბადებს არსთა და ცხოველ ჰყოფს მკუდართა, რაჲთა მისიცა მკუდრობაჲ აღადგინოს და მისცეს თესლი შვილიერებისაჲ.
მოციქულისაჲ: რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა,...
...ლო თქუენ, რომელნი-ეგე არა შჯულისმდებელ ხართ, უფროჲს ზომისა უშჯით შჯულსა მცნებისა მიერ არაშჯულიერისა. ხოლო რომელ თქუა, თუ: ყოვლითურთ კაცი, გამოა-ჩინებს, ვითარმედ წინადაცუეთაჲ მცირედი რაჲმე სიმრთელჱ არს. რაჲ არს უკუე სიმრთელე იგი წინადაცუეთისაჲ? „სული კაცისაჲო, რომელმან არა მიიღოს წინადაცუეთაჲ, აღიჴოცოს“. ხოლო მე არა ერთითა ასოჲ-თა შებოროტებული, არამედ ყოვლით კერძო განხრწნილი აღვადგინე. ამისთჳს უკუე „ნუ შჯით თუალ-ღებით“.
სწავლაჲ მთ სიმართლისათჳს
ხოლო ესე არა მაშინდელთა მათ მიმართ ოდენ თქუმულ არს, არამედ ჩუენდა მომართცა, რაჲთა არცა ერთითა საქმითა გარდავაქცევდეთ სიმართლესა, არამედ ყოვლით კერძო სიმართლისათჳს ვისწრაფდეთ. და გინა თუ გლახაკი ვინ იყოს, გინა თუ მდიდარი, არა პირთა ვხედვიდეთ, არამედ საქმეთა, რამეთუ „არა შეიწყალო გლახაკი საშჯელსა შინა“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მისდრკები უსამართლოებისა კერძსა, დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლო. აწ უკუეთუ გლახაკისა წყალობისათჳს სიმართლისა გარდაქცევაჲ არა ჯერარს, არა უფროჲსად მდიდრისათჳს არა ჯერ-არსა? ხოლო ამას ვიტყჳ არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რაჲთა არაოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოლადვ...