1.მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას?2.უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა.3.მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას?4.არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.5.ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.6.არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?7.მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?8.მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?9.მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ.10.როგორც დაწერილია: არავინაა მართალი.11.არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს.12.ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.13.პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე.14.პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე.15.ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად.16.ნგრევა და ვარამია მათ გზაზე.17.ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა.18.ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.19.მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.20.ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.21.ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული,22.ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,23.რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.24.მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,25.ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,26.რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.27.მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.28.რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.29.ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.30.რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.31.მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.
მოციქულისაჲ: არა-მე წინადაუცუეთილებაჲ იგი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? (2,26).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ჴორციელი წინადაცუეთაჲ აწ არღარად საჴმარ არს, არამედ სულიერი ჯერ-არს, რამეთუ უკუეთუ წარმართთაგანთა მათ წინადაუცუეთელად ჰრწმენეს ღმერთი და იქმოდინ საქმეთა კეთილთა მათ, შეერაცხოს წინადაცუეთილებად ჭეშმარიტად.
მოციქულისაჲ: და გშჯიდეს (2,27).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაგსაჯნეს თქუენ. რამეთუ რომელთა არცა შჯული აქუნდა, არცა წინაჲსწარმეტყუელნი, იცნეს ჭეშმარიტებაჲ, და თქუენ...
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? წინა-მე-ვჰმატთაა? — არა სამე (3,9).
თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: რაჲ-მე უმეტეს არს ჰურიისა და მიუგო, ვითარმედ: ჰე, ესე უმეტეს არს, რომელ შჯული მოიღეს ღმრთისა მიერ. ხოლო აქა კუალად იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მოეცა შჯული, ვინაჲთგან გარდაჰჴდეს, არარაჲ აქუს უმეტესი, არამედ უდარესცა არიან, რამეთუ გულისჴმის-ყოფით ცოდვიდეს, რომელ-იგი უძჳრეს არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რასა იტყჳთ; რაჲ უმეტესი გაქუს ჰურიათა წარმართთასა, ანუ რაჲთა ვჰმატთ? — არარაჲთაო; რამეთუ ყოველნი...
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი...
პავლესი: რამეთუ რჩულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,20).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ რჩულისა საქმჱ ესე არს, რაჲთა ოდენ გამოგიცხადოს შენ ცოდვაჲ და მიერითგან შენი არს, უკუეთუ გინდეს სივლტოლაჲ, ცოდვისაგან, და უკუეთუ არა ივლტოდი, მერმე მოიყვანებ შენ ზედა სასჯელსა და გექმნას საქმჱ იგი და მეცნიერებაჲ რჩულისაჲ უმეტესისა სასჯელისა მიზეზ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერსა მას ჰრწმენა, რომელთა არა იციან შჯული; წყეულ არიან“ (7,49).:
...ბრალებდით და შეასმენდით თქუენ უფალსა ამისთჳს, თუ მთავართა მისი არა ჰრწმენა, რამეთუ არა სიმართლისაჲ არს საქმჱ ესე; რამეთუ თქუენცა ურწმუნო იქმნენით ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ, უკუეთუ ურწმუნო ვიეთნიმე იქმნნეს ღმრთისა, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ!“ რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი მარადის აყუედრებდეს მათ და ეტყოდეს: „ისმინეთ, მთავარნო სოდომისანო“; და კუალად: „მთავარნი შენნი ურწმუნო არიანო“; და კუალად: „არა თქუენი არსო ცნობაჲ საშჯელისაჲ“, და მარადის ამას აყუედრებდეს მათ. რაჲ არს უკუე? ღმერთსა ვინ აბრალოსა ამისთჳს, რომელ ურწმუნო ვიეთნიმე იყვნეს? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე ბრალობაჲ მათი არს, რომელთა არა ჰრწმენა, არა მისი, რომლისაჲ არა ჰრწმენა. ანუ რაჲ ვინ პოვოს სხუაჲ უმეტესი სასწაული თქუენისა უსწავლელობისაჲ? და ვითარ არა იცით შჯული უფროჲს ამისა, რომელ მისი არა გრწამს? ხოლო ვინაჲთგან თქუეს, თუ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა? არამედ ერსა მას, რომელმან არა იცის შჯული“, ამისთჳს აბრალებს მათ ნიკოდემოს და ეტყჳს:
ხოლო იყვნეს იერუსალემს დამკჳდრებულ ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი, ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (2,5).:
...ოვლისაგან ნათესავისა და დაღაცათუ იპოების ნათესავი, რომელსა შინა მაშინ არა იყო ჰურიაჲ, არცა აწ ქრისტეანე, არამედ ეგრეცა წერილი "ყოელად" უწოდს სიმრავლესა ნათესავთასა, ვითარ-იგი რაჟამს თქუას: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა" () და "არავინ არს მართალ არცა ერთ" () და "ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტესსა" (). აწ უკუე მრავალი იპოების უცხოჲ სულისაგან, და იპოების ვინმე მართალცა და მეძიებელ ქრისტესსა, არამედ წერილსა ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა სიმრავლესა ვიეთსამე "ყოვლად" უწოდდეს.
და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ შეშფოთნეს (2,6).
თარგმანი: ვინაჲთგან სახლსა შინა იყო ჴმაჲ იგი ზეცით ოხრისაჲ, ამისთჳს გარე მყოფნი მუნ შეისწრაფდეს ხილვად, რამეთუ შეშფოთებულ იყვნეს და ჰგონებდეს, ვითარმედ აწვე მიეჴადების მათ პატიჟი ქრისტეს მკლველობისაჲ, რამეთუ მხილებითა სჳნიდისისაჲთა, ვითარცა წინაშე თუალთა, აქუნდა მოსისხლეობაჲ თჳსი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:
...მათისა მისთჳსცა უშჯულოებისა სიტყუად, ვითარმედ სარწმუნოებისაგანცა გარდაიქცეს და საქმეთა ბოროტთა იქმნნეს მოქმედ, ვითარცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს მათისა უკეთურებისათჳს. და მერმე იტყჳს: „ვიცით, რამეთუ შჯული რაოდენსაცა იტყჳს, შჯულისათა მათ ეტყჳს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, რამეთუ ყოველთა ცოდეს“.
აწ უკუე რაჲსათჳსღა აღიმაღლებ თავსა შენსა, ჰურიაო? რამეთუ დაყოფილ არს შენიცა ეგე უგულისხმოჲ პირი და კადნიერებაჲ ეგე შენი და საშჯელისა თანამდებ ხარ, რამეთუ დაღაცათუმცა კეთილი გექმნა და არამცა შეცთომილ იყავ, მაშინცა არა თანაგედვა წუხილი სხუათა ცხორებისათჳს, და ესე უკეთურისა გონებისა საქმჱ არს, და უფროჲსად, რა-ჟამს არა შენითა დაჭირვებითა იყო მათი წყალობაჲ, რამეთუ უკუეთუმცა სხუათა ცხორებაჲ შენთა კეთილთა ავნებდა, მაშინმცა სიტყუაჲ გაქუნდა, დაღაცათუ უგულისხმოჲ არს იგიცა. უკუეთუ კულა არცა ტანჯვითა მით სხუათაჲთა მოგეცემის უმეტესი კეთილი, არცა ცხორებითა მათითა გევნების შენ, რაჲსათჳს ესრეთ ბოროტსა აღადგენ თავსა ზედა შენსა ამისთჳს, რომელ სხუანი უსასყიდლოდ მიიღებენ? და ვითარცა ვთქუ, დაღაცათუმცა კეთილისმოქმედ იყავ, არავე გიჴმდა სხჳსა კეთილსა ზედა წუხილი. ვინაჲთგან უკუე შენცა გიცოდავს და გიქმნიეს ბოროტი, და ჯერეთ სდრტჳნავვე სხუათა კეთილისათჳს...