1.ანუ არა უწყითა, ძმანო, - რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, - ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი?2.რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა.3.აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა.4.ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა.5.რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა;6.ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა.7.რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულის-თქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ.8.მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულის-თქუმაჲ: რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს.9.ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა,10.და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად.11.რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.12.ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ.13.აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან.14.ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა.15.რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ.16.ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს.17.აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.18.რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ.19.რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ.20.ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.21.ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც?22.რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა.23.და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა.24.უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?25.ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ რჩულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა შჯულსა ცოდვისასა.
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, რამეთუ ვითარცა მეცნიერთა შჯულისა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი (7,1).
თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: მოვკუედით ჩუენ ცოდვისაგან და ნუღარამცა უფლებს იგი ჩუენ ზედა, ვითარცა მკუდართა. ხოლო აწ ჰნებავს გამოჩინებად, ვითარმედ არცა ძუელი იგი შჯულიღა უფლებს ჩუენ ზედა; და კაცობრივსა სახესა შემოიღებს და იტყჳს, ვითარმედ: "შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი". ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა...
პავლესი: რჩული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ცოცხალ არს იგი (7,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა ცოცხალ იყო რჩული მოსესი და ჯერ-იყო მონებაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან ქრისტჱ მოვიდა, იგი მოკუდა და არღარად საჴმარ არს მისი აღსრულებაჲ.
პავლესი: ქმრის ცოლი დედაკაცი შეკრულ არს რჩულითა; უკუეთუ მოკუდეს ქმარი, განთავისუფლებულ არს იგი რჩულისა მისგან (7,2).
თარგმანი: ქმრად მოსეს რჩულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას, მორჩილსა მისსა, და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი...
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, — რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, — ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან. რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა (7,1-3).
მოციქულისაჲ: მიზეზი პოვა ცოდვამან მცნებისაგან (7,8).
თარგმანი: არა თუ რჩულმან მოსცა მიზეზი ცოდვისაჲ, ნუ იყოფინ, არამედ იგი აყენებდა, რაჲთამცა განაშორა ცოდვისაგან, ხოლო "ცოდვამანო" — ესე იგი არს, ვითარმედ დაჴსნილებამანო და უკეთურმან გონებამან კეთილი იგი ბოროტად იჴმარა, რამეთუ რჩული მოგუეცა, არა თუ რაჲთა აღატყინოს გულისთქუმაჲ, არამედ რაჲთა უთხრას სნეულსა მავნებელი, ხოლო უკუეთუ სნეულმან არა ინებოს კრძალვაჲ, ბრალი მისი არს.
მოციქულისაჲ: და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულისთქუმაჲ...
მოციქულისაჲ: რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი; რამეთუ ნებაჲ იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ, რამეთუ არა, რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს, ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ (7,18-20).
თარგმანი: არა ბუნებით უკეთურად უწოდს გუამსა, არამედ ამას...
მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).
თარგმანი: ზემოთქუმული იგი თანა-მნებავსი აწინდელითა გამოთარგმანა მონებითა, რამეთუ ესე არს "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ...