მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:2

1. და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი.2. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 5
2. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილა ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი. და მოუჴდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა“ (5,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით ცხორებისათჳს ჩუენისა, უფალი იესუ ქრისტე, დამბადებელი და მეუფე ყოველთაჲ, ყოველივე წესი და რჩული სათნოებისაჲ აღასრულა საქმით, რაჲთა ჩუენ მოგუცეს სახე და მოძღურებაჲ საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა წესი ესე და სახე სიმდაბლისაჲ და ამბოხებათაგან სივლტოლაჲ, რამეთუ ოდეს-იგი სასწაულთა და კურნებათა აღსრულებაჲ ჯერ-იყო, მიმოვიდოდა ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად; ხოლო იხილა რაჲ შეკრებაჲ ფრიადისა ერისაჲ, დაუტევნა იგინი და აღვიდა მთად, რაჲთა გუასწავოს ჩუენ არარაჲსა ქმნად სახილველად და საქებელად კაცთა და სახე მოგუცეს შფოთთა და ამბოხებათაგან სივლტოლად და ვითარმედ კეთილ არს და ჯეროვან უდაბნოდ განსლვაჲ.

ხოლო აღვიდა რაჲ მთასა და დაჯდა, მოუჴდეს მას მოწაფენი, რამეთუ იხილეს გემოჲ სიტკბოებისა მისისაჲ და არღარა ენება განშორებაჲ მისგან. ამისთჳს მოუჴდეს სურვიელნი სმენად საწადელთა მათ სიტყუათა მისთა, რომლისათჳს იწყო სწავლად უფალმან, რამეთუ არა ჴორციელთა ხოლო სენთა ჰკურნებდა, არამედ სულთაცა განანათლებდა და გზასა მას ჭეშმარიტებისასა უძღოდა მათ, რაჲთა ვითარცა უფალი არს და შემოქმედი ორთავე მათ არსებათა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:1-2 — ქრისტეს მთაზე ასვლა და სწავლება:

1. და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა.- მთაზე ადის, რითაც გვასწავლის, რომ მოსაჩვენებლად არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. განზრახული აქვს რა, რომ გვასწავლოს, გვარიგებს, რომ რაჟამს ვსწავლობთ, ხმაურს უნდა გავშორდეთ. და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი. - ბრბო მიდის მასთან, რათა სასწაულები იხილოს, ხოლო მოწაფენი - რათა განისწავლონ. ამიტომ სასწაულთა აღსრულებითა და სხეულთა განკურნებით, იგი სულებსაც კურნავს, რათა ვისსავლოთ, რომ თვითონ არის შემოქმედი სულისაც და ხორცისაც.

2. და აღაღო პირი თჳსი. - რისთვისაა დართული "აღაღო პირი თჳსი?" ჩანს, რომ ზედმეტია, მაგრამ არა; მანამდე იგი პირის გაუღებლად ასწავლიდა, როგორ? ცხოვრებითა და სასწაულებით. ახლა კი აღაღო პირი და ასწავლის. ასწავებდა მათ და ეტყოდა, არა მხოლოდ მოწაფეებს, არამედ მთელ ხალხს. სწავლებას ნეტარებით იწყებს, ისევე როგორც დავითმაც ნეტარებით დაიწყო.

საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მოციქულთა კადნიერება და სათნოებისკენ შეგონება:

...— ჩავაქროთ ეს ცეცხლი სულიერი მოძღვრების გალობით, რომელიც ამ ვნების დამღუპველობას აჩვენებს. "სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ" (); და სხვაგანაც: "რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს... გეჰენიასა მას ცეცხლისასა" (). ვერცხლისმოყვარეობა ჩვენს სულს აღელვებს — ვეცადოთ ამ დამღუპველი სნეულებისგან გავიქცეთ და ამოვძირკვოთ ის, როგორც ყველა ბოროტების ფესვი. და თითოეული ვნებისგან, რომელიც გვაშფოთებს, გამოსწორებას ვეცადოთ, რათა ბოროტისგან თავი შევიკავოთ და კეთილ საქმეებს ვაკეთოთ, და იმ საშინელ დღეს ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. წინადაცვეთა და რწმენით განმართლება (8:21-22):

...ჯილდოს. იგივეს ვნახავთ საპირისპირო შემთხვევაშიც. ვალად მიმაჩნია ამის შესახებ ლაპარაკი თქვენს სიყვარულთან, რათა ზუსტად შეიტყოთ და სუფთა გულის განწყობა ჩაინერგოთ. მოისმინე, რას ამბობს ქრისტე: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (). ხედავ, აქაც კვლავ უწმინდური განწყობა ექვემდებარება განკითხვას, და ავხორცი მზერისთვის სასჯელი იდება, თითქოს მრუშობა უკვე მართლაც ჩადენილიყო? ამრიგად, ეს რომ ვიცით, ყოველმხრივ დავიცვათ ჩვენი განწყობის სიწმინდე, რომ მან ჩვენი შესაწირავი ღვთისთვის სათნო გახადოს. თუ მან (ნოესთან) კვამლი და სიმყრალე სულნელების სურნელებად აქცია, რას არ მოუმოქმედებს ჩვენს სულიერ მსხვერპლს და რა კეთილგანწყობას არ მოგვიპოვებს ზეგარდამო? "და იყნოსა", — ნათქვამია, — "უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ". ხედავ, როგორია მართლის მსხვერპლი, — როგორ არის იგი გარეგნულად უმნიშვნელო, მაგრამ მისი განწყობის სიწმინდის გამო უმეტესად დიდია? უყურე ახლა კაცთმოყვარე უფლის უსაზღვრო სახიერებას. **"და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგა...

სრულად ნახვა
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. შეგონება სინანულისა და სათნოებისკენ:

...ვაკეთოთ დაუდევრად იმას, რაზეც ჩვენი ცხონება არის დამოკიდებული, განსაკუთრებით როცა ახლა ჩვენგან სათნოების მით უფრო მაღალი ხარისხი მოითხოვება, რამდენადაც უფრო მაღალი სიკეთეები მივიღეთ. ამიტომაც ქრისტემ თქვა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა" (). ჩავუფიქრდეთ ამას და არ გავუაროთ ამ სიტყვებს უყურადღებოდ, არამედ ვიფიქროთ, რა სასჯელი ემუქრება მათ, ვინც არა თუ ამათ (მწიგნობართა და ფარისეველთა) აღმატებას არ ცდილობს, არამედ მათზე გაცილებით დაბლა დგას, — ვინც არ სურს მოყვასზე გულისწყრომის შეწყვეტა, არც ენის ფიცისგან შეკავება, არც თვალისთვის დამღუპველი მზერის აკრძალვა, მაშინ, როცა უფალი ბრძანებს არა მხოლოდ შეურაცხყოფის სულგრძელად ატანას, არამედ მოთხოვნილზე მეტის მიცემასაც. „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი" (), — ამბობს ის. ჩვენ კი ხშირად მოყვასს ვაწყენინებთ ან შურისძიებას ვახდენთ შეურაცხყოფისთვის, — ჩვენ, ვისაც ებრძანება არა მხოლოდ ჩვენი მოყვარულების სიყვარული („მეზუერეთაცა, — ამბობს უფალი, — ეგრეთვე ყვიან" ()), არამედ მტრების მიმართაც კე...

სრულად ნახვა
საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სითის შთამომავალთა დაცემა ავხორცობით (6:1-3):

...დს. სწორედ ამიტომ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ჩვენი ბუნების სისუსტისა და ნების უზრუნველობის მცოდნემ, კანონი გამოსცა, რომელიც ზედმეტ მზერას კრძალავს და აბრკოლებს, რათა ჩვენში აღმოცენებული ალი შორიდანვე ჩაქროს, და თქვა: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (). იმისთვის, ამბობს, ვკრძალავ დაუოკებელ მზერას, რომ უსჯულო საქმისგან დაგიცვა. ნუ იფიქრებ, რომ მხოლოდ შეუღლება არის ცოდვას; ბრალდების ქვეშ თავად ფიქრი ექცევა. ამ ადამიანებმაც, სილამაზე რომ დაინახეს, მზერით მოინადირეს. „იხილნეს რაჲ, — ამბობს (წერილი), — რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს". მაგრამ ვნახოთ, რა სახიერება გამოიჩინა უფალმა ამ უსჯულო საქმისა და უწესრიგო მიდრეკილების შემდეგაც. „და თქუა უფალმან ღმერთმან, — ამბობს წერილი, — არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ" (). ამ მცირე სიტყვებში კაცთმოყვარეობის უფსკრულის ხილვა შეიძლება. „და თქუა უფალმან ღმერთმან, — ნათქვამია, — არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის, ყოფისათჳს მათისა ჴორც". (უფალმა) აქ სულად თავისი განგებისმიერი ძალა...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვის დროს სათნოებათა აღსრულება:

...ბატონებული ვნება განდევნოს და სიმშვიდე და თავმდაბლობა შეიყვაროს. დაუდევარმა და მოუთოკავმა, ხორციელ სილამაზეს ვნებიანად რომ უყურებს, თავისი გულისზრახვა მოთოკოს და სულის სიღრმეში ქრისტეს სჯული აღიბეჭდოს, რომელიც ამბობს: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (), — თავშეუკავებლობის ვნებას გაექცეს და უმანკოებაში ივარჯიშოს.

ენაშეუკავებელმა და განუსჯელად ყველაფერზე მოლაპარაკემ ნეტარ წინასწარმეტყველს მიბაძოს და თქვას: „დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა" (); — არასოდეს თქვას სიტყვა უფიქრელად და შემთხვევით, არამედ პავლეს ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგვარი ყვირილი „და გულის წყრომაჲ" და ბოროტმეტყველება და უხამსობა და გმობა „მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (), — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: **„ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად...

სრულად ნახვა
საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. შეგონება სინანულისა და სასოებისკენ:

...ჩვენმა იცოდა, თუ რა ადვილად ემორჩილება ჩვენი ბუნება განსაცდელს და რა ცბიერი და მზაკვარია ეშმაკის ბოროტება, და ამიტომ, რომ მრავალი საფრთხისგან დაგვეცვა და მისი მახეებისთვის შეუპყრობელი გაგვეხადა, ასეთი კანონი დაადგინა: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (), — უკრძალავ მზერას მრუშობად წოდებს. მაშ, აღარავინ მითხრას: „რა ზიანია იქ ყოფნისგან?" უკვე მხოლოდ ცხენთა შეჯიბრის ყურება შეუძლია სულს არცთუ მცირე ზიანი მიაყენოს. როცა დროს უსარგებლოდ ვხარჯავთ, რაც არა თუ კეთილს მოაქვს ჩვენი სულისთვის, არამედ აბილწებს მას, როცა ვჩხუბობთ და ათას უხამს სიტყვას ვამბობთ, რით შეგვიძლია ამის გამართლება, რით ვიწყნარებთ თავს? აი, აქ, თუ ოდნავ გავაგრძელებთ სწავლებას, ბევრი აღშფოთდება, მოწყინდება და დაღლილობასა და გადაღლაზე ჩივის, თუმცა ეს საკვირველი ჭერი (ტაძრისა) საკმარისად იცავს მათ სიცივისგანაც, წვიმისგანაც და სასტიკი ქარებისგანაც. ხოლო იქ, ძლიერი წვიმაც რომ ასხამდეს, სასტიკი ქარებიც ქროდეს და მზეც აცხუნებდეს, მაინც ატარებენ არა ერთ და არა ორ ჟამს, არამედ დღის უმეტეს ნაწილს; მოხუცს არ რცხვენია თავისი ჭაღარისა და ახალგაზრდას არ ეშინია წავიდეს იმაზე, რაც აღაგზნებს; არა, მოხიბვლა ისეთია, რომ ამ სულთა შხა...

სრულად ნახვა
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა (2,15).:

...ჲ საიდუმლოჲთა ჴორცთშესხმისა თჳსისაჲთა.

მოციქულისაჲ: შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა (2,15).

თარგმანი: შჯულ მცნებათა იტყჳს ძუელსა მას შჯულსა, რომელი-იგი ბრძანებითა (ესე იგი არს სარწმუნოებითა) განაქარვა ქრისტემან, რაჟამს თქუა, ვითარმედ: "ითქუა პირველთა მიმართ ესე, ხოლო მე გეტყჳ თქუენ ამას" (), რამეთუ დაღაცათუ ტანჯვასა ღირს ვიყვენით, ვერ-დამცველნი შჯულიერთა მათ მცნებათანი, არამედ მან არა ხოლო ტანჯვისა და ბრალისაგან თავისუფალ მყვნა, გარნა უსრულესისა მოცემითა დაჰჴსნა უსრული იგი და გუასწავა ძირითურთ აღმოფხურაჲ ბოროტთაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა (2,15).

თარგმანი: ზოგად ორთავე - ჰურიათა და წარმართთა დაბადებად უწოდს მეორედ განახლებულებასა დაძუელებულებისაგან, რამეთუ არცა წარმართი ჰურია იქმნა, არცა ჰურიაჲ — წარმართ, მოვიდოდეს რაჲ ერთობად, არამედ ზოგად ორნივე ახლად დაიბადნეს ქრისტეს მიერ. და ესრეთ, დაიჴსნა მტერობაჲ მათი მშჳდობისმყოფელობითა ქრისტესითა.

მოციქულისაჲ: და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა; ჯუარისა მიერ მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა (2,16).

თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ პირველ ამისსა ზოგად ორნივე განშორებულ და მტერ ღმრთისა იყვნეს — ჰურიანი...

სრულად ნახვა
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ-დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საჭურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძრცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების (3,14).:

...მათაგან თქუენთა, ვითარ-ესე მე; მისი ისმინეთ, ყოვლისა მისებრ, რომელი გამცნოს თქუენ. ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ წინააღმდგომი რაჲმე იყოს ჩემისა ამის შჯულის-დებისაჲ, ყოველივე მისი ისმინეთ; ვითარ-იგი იყო დაჴსნაჲ შაბათთაჲ სენთა კურნებითა მათ შინა, და ესრეთ სიტყუაჲ, ვითარმედ: "ითქუა პირველთა მათ მიმართ ესე რაჲმე" (). ხოლო მე გეტყჳ თქუენ ამას რასმე, სიძულილისათჳს არა-განტევებასა ცოლთასა, და არა ხოლო ერთსა ტაძარსა შინა შემოწერად მსხუერპლთა შეწირვისა, არამედ ყოვლისა სოფლისა წმიდათა ეკლესიათა, და უფროჲსღა ყოველსა ადგილსა შეწირვად, არა საცხოვართა პირუტყუთა, არამედ სიტყჳერსა მსხუერპლსა ქებისა და აღსაარებისასა. ესე არს ქრისტეს მიერი განქარვებაჲ შჯულისა მის ძუელისაჲ, რომელი-იგი უმეტეს ამით საქებელ არს, რამეთუ თჳთ მასვე შინა წერილ იყო დაჴსნადობაჲ მისი, რომლითა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო ხილულთა საქმეთა შინა დაშთებოდა და მაშინ ქმნილთა, არამედ უხილავთა და ყოფადთაცა მომასწავებელ იყო.

კჳრილესი: ქრისტე არს განმაქარვებელ საბურველსა აჩრდილთა და სახეთასა, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტებაჲ და აღსრულებაჲ სახეთა და წინამოსწავებათაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა მეს (3,15).

თარგმანი: ამათ სიტყუათა...

სრულად ნახვა
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (6,9-10).:

...სობასა ცოდვათასა, არამედ ზოგად ყოველთა მიზეზთა ოდენ წარმოიტყოდა, რომელნი დამაკლებენ ჩუენ შესლვასა სასუფეველისასა; რამეთუ ამათ ყოველთა მიერ, და კუალად, უდარესისაცა ამათისა რაჲსმე განვითხევით სასუფეველისაგან და მივალთ გეჰენიად, სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარმედ: "რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიისა" (). აჰა მიზეზი ფრიად უდარესი მთრვალობისაჲ და მიმყვანებელი გეჰენიად, რომლისა მიერ ცხად არს, ვითარმედ არა განყოფილებაჲ უმძიმესთა და უდარესთაჲ, არამედ ზოგად მიზეზნი ოდენ წარმოუთქუმან მოციქულსა, რომლითა განვრდომილ ვიქმნებით სასუფეველისაგან, ხოლო თითოსახეობაჲ სატანჯველთაჲ შესწორებულად თითოეულისა ბრალისა სიდიდისა და სიმცირისა — მერმესა მას სატანჯველსა შინა გუესწავოს.

მოციქულისაჲ: და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა (6,11).

თარგმანი: კუალად ქველისმოქმედებათა ღმრთისათა მოაჴსენებს, ვითარმედ: თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე ზემო წარმოთქუმულთა ამათ ვნებათა შინა იყვენით, ესოდენ განვრცნა თქუენ ზედა წყალობაჲ ღმრთისაჲ, რომელ არა ხოლო ბიწისაგან განიბანენით და განსწმიდით, არამედ მართალთაცა დასსა თანა აღირაცხენით. და ესე — არავინაჲთ სხჳთ, თჳნიერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პზ მოთმინებისათჳს და ვნებათათჳს:

...ასა ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიჴსენებთ, რამეთუ მართალი იგი გზაჲ ცხორებისაჲ დაგჳტევებიეს და არა მოვიჴსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, არცა კეთილთა მათ, რომელთა დავიჭირვებთ. რამეთუ უკუეთუ სიტყჳსაებრ უფლისა არა გარდაემატოს სიმართლჱ ჩუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, და გეჰენიად მივალთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, უკუეთუ მათოდენიცა არა იყოს? არამედ ნუ, საყუარელნო, ნუ ესრეთ ვიყოფვით, გარნა ვისწრაფოთ შეყუარებად ქრისტესა, ვითარცა მან შემიყუარნა ჩუენ, რაჲთა ვპოვოთ საუკუნოჲ განსუენებაჲ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნა არა ბოროტის-ყოფისათჳს:

...ოფაჲ, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარნი საიდუმლონი, და ჩუენ ვერცა მათსა სათნოებასა მივსწუდეთ, რომელიღა სასოებაჲ გუაქუნდეს? რამეთუ უკუეთუ ჰურიათაჲ ჯერ-არს ძლევაჲ სათნოებითა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვი-თარმედ: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“, რაჲ ყოფად არს, უკუეთუ წარმართთასა უდარჱს ვიპოვნეთ? არა უფროჲსად განვვარდეთა სასუფეველისაგან, რაჟამს არცა სრულიად ურწმუნოთა მათ ვსძლოთ სათნოებითა?

ამისთჳს გევედრები თქუენ: აღმოვჰფხურათ ჩუენგან ყოველივე გულისწყრომაჲ და მრისხანებაჲ; და კუალად გეტყჳ თქუენ: აღმოვჰფხურათ ესე ჩუენგან, რამეთუ ჩემდა არა უდებება არს მრავალგზის ერთისა სიტყჳსა თქუმად, ნეტარ თუ თქუენ ამით ყოვლითა ისწავოთ კეთილი. რამეთუ მკურნალნიცა ერთსა წამალსა მრავალგზის იჴმარებენ, და ჩუენცა არა დავსცხრებით კეთილისათჳს მარადის სწავლად და ღაღადებად, რამეთუ მრავალნი არიან სოფლისა ამის საქმენი, რომელნი დამავიწყებენ ჩუენ უმჯობჱსსა, და ამისთჳს ჯერ-არს ზედაჲსზედა სწავლაჲ. არამედ რაჲთა არა ცუდ და ამაო იყოს ჩუენი აქა შემოკრებაჲ, ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა საქმითცა ვქმნეთ კეთილი, რაჲთა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მჱ გულისწყრომისათჳს:

...ჲ მაგინებდეს; გარნა რაჲსათჳს ვერ თავს-იდებ? რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳს სიტყუათა მათ გინებისათა, თჳთ მისა პირველცა თანაგაც უფროჲსად ბრალობაჲ თავისა შენისაჲ. უკუეთუ კულა ტყუვის, ნუ განჰრისხნები, არამედ უფროჲსად ეცინოდე და სულთ-ითქუენ მისთჳს, რამეთუ „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიისა“. რამეთუ რაჟამს გაგინოს, გულისხმა-ყავ სატანჯველი, რომელსა შინა შესლვად არს რისხვისა მისთჳს და გინებისა, და ნუ ოდენ რისხვასა დააყენებ, არამედ ცრემლნიცა დასთხიენ მისთჳს, რამეთუ სნეულისაცა მიმართ, გინა თუ მოწყლულისაცა არავინ განრისხნების, არამედ უფროჲსად ეწყალის იგი, და სულიცა განრისხებული ესრეთ არს. დაღაცათუ ბოროტის-ყოფაჲ მისი გნებავს, დადუმენ და ესრეთ უწყოდე, რამე-თუ მოგიწყლავს იგი ძლიერად; უკუეთუ ყოფად კულა გინებაჲ გინებასა ზედა დაჰრთო, უფროჲსად ცეცხლსა მას აღატყინებ.

ანუ იტყჳ: ანუ თუ დავიდუმო, მუნ მყოფნი ყოველნი უძლურებასა დამწამებენ. გარნა გულისხმა-ყავ, ვითარმედ არა უძლურებასა, არამედ სიბრძნესა ფრიადსა იტყჳან შენთჳს და განკჳრვებულ იქმნებიან. უკუეთუ კულა, იგინო რაჲ, განჰრისხნე და აგინო შენცა, მაშინ დაამტკიცებ შენ თჳთ, ვითარმედ უგუნურ ხარ შენ, და ვითარმედ სიტყუანი იგი ჭეშმარიტ არიან. რამეთუ უკუეთუმცა არა ჭეშმარიტ იყვნეს, რადმცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...8,3); და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“ და კუალად: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეჰენიასა“. და მრავალსა ესევითარსა იტყჳს და იქმს, რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ერ-თიცა ოდენ ამათ სიტყუათაგანი კმა არს მისისა მის ჴელმწიფებისა გამო-ჩინებად, უკუეთუ ოდენ გულისხმა-ვინ-ჰყოფდეს სიტყუათა მათ და არა სრულიად უგულისხმო იყოს.

სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს

გარნა ბოროტ არს ცუდადმზუაობრობაჲ და ცხადთაცა საქმეთა მიმართ დააბრმობს გონებასა მის მიერ ძლეულთასა, და რომელთაცა იცოდიან ჭეშმარიტი და კეთილი, და ცუდადმზუაობრობამან არა უტევის მათ აღსაარებად. რამეთუ ესე იქმნა ჰურიათაცა ზედა, რომელნი არა თუ უმეცრებისაგან უარ-ჰყოფდეს ძესა ღმრთისასა, არამედ დიდებისათჳს კაცთაჲსა. რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ჰრწმენა მისი, არამედ ეშინოდა, რაჲთა არა კრებულისაგან განცჳვენ“, და ამისთჳს მისცეს ცხორებაჲ მათი წარწყმედასა, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა ვის სუროდა და უყუარდა დიდებაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:

.... ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწცა ადვილ არს, უკუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელს-ყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ.

ამისთჳს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა“; და „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუ-შა“. და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყოველსავე ზედა დაწყებასა და თესლსა ცოდვათასა დაჰჴსნის, რაჲთა არა აღიზარდნენ. ამისთჳს იობ გულისსიტყუათაცა შვილთა მის-თასა წმიდა-ჰყოფდა.

ხოლო სასოებისა არაწარკუეთისათჳს მრავალი განუწესებიეს უფალსა წერილთა შინა, ვითარცა იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა, ანუ მიქცეული არა მოიქცისა?“ და კუალად იტყჳს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“; და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“; ; და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს:

...ერთმან. ჰე, იზრუნა. რამეთუ შემაწუხებელსაცა უბრძანა, ვითარმედ: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენდა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“.

ესე უბრძანა შემაწუხებელსა. გარნა შენ, რომელი-ეგე შეწუხებულ ხარ, ნუ მოელი შემაწუხებელისა მის მოსლვად შენდა, უკუეთუ არა წარგიწყმედიეს სასყიდელი შენი, არამედ შენ უსწრვე დაგებად და მიუტევე შეცოდებაჲ იგი. ხოლო უკუეთუ იგი მოვიდეს და გევედრებოდის შენდობად, მან მიიტაცა გჳრგჳნი, და შენ ცარიელი დაშთები უდებებითა შენითა.

რასა იტყჳ, კაცო, მტერი გივისა? და არა გრცხუენის კაცისა მტერ წოდებად? არა კმა არსა მტერად ეშმაკი, რომელ ძმათა ჩუენთა მტერობასა დავირთავთ? ჰე თუმცა არცა მას მოეპოა ჩუენდა მომართ მტერობაჲ, ჰე თუმცა არცა იგი ეშმაკ ქმნილ იყო. აწ უკუე მისი მტერობა კმა არს. მას ვემტერებოდით, მას ვჰბრძოდით და ნუ ურთიერთას დავიჭამებით, ვითარცა ნავღელცემულნი. არარაჲ არს უძჳრეს და უმწარეს მტერობისა, არცა არს რაჲ უტკბილეს და უსაწადელეს სიყუარულისა.

ისმინე წერილისაჲცა, რასა იტყჳს: „გზანი ძჳრისმოჴსენეთანი სიკუდილდ“;

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოგ ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა უგულებელს-ჰყოფენ; და რაჲთა არა განვიცდიდეთ ქმნულკეთილობასა პირთასა:

...სა და არა სძრწი, არცა გეშინის? ურაკპარაკად შეგირაცხიესა ეკლესიაჲ და უბანთაებრ უწესოებისა ადგილად? რამეთუ უბანთა ზედა გრცხუენინ გლისპად ხედვაჲ დედათაჲ, ხოლო ტაძარსა შინა ღმრთისასა, სადა-იგი ამის მებრ საქმისათჳს გამცნებს უფალი, ვითარმედ: „რომელმან მიხედა დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა გულსა შინა თჳსსა“, არა შეიკდიმებ სიძვად და მრუშებად თუალითა და გულითა? არცა შეედების ძრწოლაჲ ძუალთა შენთა ესევითარისა მედგრობისათჳს?

ამას ესევითარსა საქმესა თეატრონნი გასწავლიან თქუენ, წყარონი იგი წარწყმედისანი, წამალნი იგი მაკუდინებელნი. ამისთჳს ეტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესევითართა მათ, ვითარმედ: „არა არიან თუალნი შენნი კეთილ, არცა გული შენი - წრფელ“. უმჯობეს იყო ესევითართა მათთჳს, თუმცა ბრმა იყვნეს, ვიდრეღა ესრეთ თუალთა მიერ წარწყმედაჲ სულთა თჳსთაჲ. არა გესმისა, ვითარმედ მოციქულთა ზე ზოგად იყვნეს მამანი და დედანი, და ყოვლადვე გულისსიტყუაჲცა ვნებული არავის მოუჴდებოდა? იყვნესო ქორსა მას შეკრებულ მამანი და დედანი, და ესოდენი სიწმიდე იყო მათ შორის, ვიდრეღა სული წმიდაჲ დიდებითა და ძლიერებითა დიდითა მოვიდა მათ ზედა. და დედათაცა დიდი სიმჴნე აჩუენეს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ისაჯნეს, რამეთუ არა აქუნდა მოწყალებაჲ; ეგრეთვე მდიდარი იგი, ეგრეთვე მარცხენითნი იგი მდგომარენი.

კუალად არაძჳრის-ზრახვაჲ ნაწილი არს სათნოებისაჲ უდარესი, გარნა იგიცა უკუეთუ არა წარვჰმართოთ, განგუაგდებს სასუფეველისაგან, ვი-თარცა თქუა უფალმან: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“.

კუალად სიწმიდე, იგიცა ნაწილი არს სათნოებისაჲ, გარნა უკუეთუ გუაკლდეს იგი, ვერ ვიხილავთ უფალსა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვი-თარმედ: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამეთუ ამისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“.

და ეგრეთვე მსგავსად სიმდაბლეცა ნაწილი არს სათნოებათაჲ ერთი, გარნა უკუეთუ ვინ იგი არა მოიგოს, დაღაცათუ სხუანი კეთილნი საქმენი აქუნდენ, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა; და საცნაურ არს ესე ფარისეველისა მისგან, რომელსა სხუანი ქველისსაქმენი მოეგნეს, ნაკლულევანები-თა სიმდაბლისაჲთა წარწყმიდა ყოველივე. ხოლო ამისაცა უმეტესი რაჲმე მაქუს თქუმად, რამეთუ არა თუ ერთი სათნოებათაგანი დაგუაკლდეს, დაგუაყენებს შესლვად სასუფეველად, არამედ დაღაცათუ ვქმნეთ საქმე სათნოებათაჲ, და არა ჯეროვნისა მის წესისაებრ ვქმნათ, ეგრეთვე შეგუემ-თხჳოს.

ისმინეთ, რასა გჳბრძანებს უფალი: „უკუეთუ არა გარდაემატ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,23-27), და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმოყუარებისა პოა მან მოყუასი, რომლისა თანაედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშთობდა მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.:

...ი, გინა თუ გლეხნი, გინა თუ მამანი, გინა თუ დედანი, გინა თუ ბერნი, გინა თუ ჭაბუკნი, - ყოველნივე იპოვნენ გარდამავალ მცნებათა ქრისტესთა და ბევრეულისა თანანადებისა თანამდებ.

ისმინენითღა მცნებანი ქრისტესნი და სცნათ სიტყუათა ჩემთა ჭეშმარიტებაჲ: „რომელმან ჰრქუასო ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“; „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა“; „რომელმან გცეს ყურიმალსა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს კუართი შენი მიღებად, მიუტევე მას სამოსელიცა. და რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“; (მათ. 5, 39-41) „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევარ-თა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“. კუალად იტყჳს: უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი ჩჩჳლნი, მშჳდ და მდაბალ და უმანკო, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. ; (19,14)

ესევითარნი არიან მცნებანი მისნი და სხუანი მრავალნი. ხოლო აწ ჩუენ ვიხილოთ: უკუეთუ არა ცხორებაჲ ჩუენი წინააღმდგომ ბრძანებათა მისთა არსა? რომელსა ცოდვასა არა წარმდებებით აღ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“ (18,15).:

...მთასა ზედა, განაწესა; რამეთუ ოდესმე შემაწუხებელსა უბრძანა შეწუხებულისა მიმართ მისლვად, ოდეს-იგი თქუა: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენდა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა“. და ოდესმე კუალად შეწუხებულსა ამცნო მიტევებად ცთომაჲ მოყუსისაჲ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ესრეთ ილოცევდით: მომიტევნენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ეგრეთვე აქა პირველად თქუა, ვითარმედ: რომელმან დააბრკოლოს ძმაჲ, დიდისა სასჯელისა თანამდებ არს, ხოლო აწ შეწუხებულსა მას ეტყჳს შემაწუხებელისა მისლვად, რაჲთა განემართოს ცთომაჲ იგი. და არა თქუა, თუ: მივედ, აბრალე და შეჰრისხენ, არამედ „ამხილე“ ხოლო. რამეთუ იგი, ვითარცა მთრვალობითა, ეგრეთ შეპყრობილ არს გულისწყრომითა და სირცხჳლითა, გარნა შენ, უკუეთუ მრთელ ხარ, გიღირს მისლვად სნეულისა და ქმნად სამსჯავროჲ ფარული და კურნებაჲ შეწყნარებული.

რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „ამხილე“, არა თუ სხუასა რასმე მოასწავებს, გარნა ამას ხოლო, ვითარმედ: მოაჴსენე მისი იგი ბრალი, აუწყე, რაჲ-იგი გევნო მისგან, უთხარ სიტყჳთა ტკბილ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნას, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედმორწმუნენო?“ (6,30).:

...ღმრთისაჲ, რამეთუ „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა“. გარნა ამათ ადგილთა არასადა აჴსენა თავი თჳსი, არამედ მცირედ ოდენ ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა, რაჟამს იტყოდა: გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ ესრეთ, და მე გეტყჳ ესრეთ, ხოლო სხუაჲ ყოველივე სიტყუაჲ თჳსი მამისათჳს ყო და ყოვლით კერძო საკჳრველ-ჰყოფს სიბრძნესა მისსა და განგებულებასა და მოღუაწებასა მისსა ყოველთა ზედა, დიდთა და მცირეთა; რამეთუ ცანი რაჲ აჴსენნა, საყდრად ღმრთისა სახელ-სდვა, და ოდეს იერუსალჱმისათჳს იტყოდა, ქალაქად მეუფისა დიდისა უწოდა, და ოდეს განგებულებასა მას სოფლისასა წარმოიტყოდა, მასვე მიაჩემა ყოველი: „მზე მისი აღმოვალსო ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“; და სწავლასა მას შინა ლოცვისასა თქუა, ვითარმედ: „მისი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ“. და კუალად ამას ადგილსა განგებულებასა მისსა იტყჳს და თუ ვითარ მცირეთაცა ზედა აჩუენებს ჴელოვნებისა მისისა მიუთხრობელობასა. ვითარცა თქუა, ვითარმედ: „თივაჲ იგი ველისაჲ ღმერთმან ესრეთ შემოსის“, და არა თქუა, თუ: მამამან ჩემმან, არა...

სრულად ნახვა