1.რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ.2.იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თითქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით.3.ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.4.ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული.5.და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი.6.სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში.7.ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.8.ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;9.ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;10.ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.11.ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.12.ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.13.რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.14.ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი.15.და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?16.ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?17.მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა?18.ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.19.მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული?20.ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი - ერთი.21.ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო.22.არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან.23.ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ.24.ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო,25.რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს.26.ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.27.ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი,28.რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.29.განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი?30.ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი?31.მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ.
მოციქულისაჲ: ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი (12,1).
თარგმანი: ახლად ნათელ-იღიან რაჲ მორწმუნეთა მათ, სულიერთა მადლთა ღირს იქმნებოდიან: რომელიმე - ენათა მეტყუელებასა, და რომელიმე — წინაჲსწარმეტყუელებასა და სხუაჲ — სხუასა რასმე. რამეთუ, ვინაჲთგან ყოველი ნათელღებული უეჭუელად მიიღებს სულსა წმიდასა, ხოლო მადლი სულისა ყოვლადწმიდისაჲ უხილავ არს და გონებითა ოდენ დასარწმუნებელ. გარნა იგინი, ვითარცა უსწავლელნი ძუელთა წიგნთანი და ახალმოქცეულნი წარმართობისაგან, უხილავისა...
6. კერპთაყვანისმცემლობის ამაოება და იაკობის გამართლება (31:36–40):
...ტესობების ღირსქმნილნი, უგრძნობ ქვებს თაყვანს სცემენ და არც ირცხვინებიან, არ დაფიქრდებიან, რა უაზროა ეს, არამედ, უტყვ ცხოველებივით, მხოლოდ ჩვეულებით ხელმძღვანელობენ. ამიტომაც პავლე ასე წერს: „უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით" (). და კარგად თქვა: „უჴმოთა". და თქვენ, ამბობს, ხმიანებს, სმენითა და სიტყვით დაჯილდოებულებს, უტყვ ცხოველებივით იმისკენ მისწრაფდებოდით, რასაც არანაირი გრძნობა არ ჰქონდა. და რა მოწყალება შეიძლება ასეთ ადამიანთა მიმართ! მაგრამ ვნახოთ, რას ამბობს მართალი, გამხნევებული ლაბანის აღიარებით და იმითაც, რომ ლაბანმა ვერანაირი კარგშეხედული საბაბი ვერ იპოვა საყვედურისთვის. „განრისხნა, — ნათქვამია, — იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. და ჰრქუა". შენიშნე, როგორ თვით კამათშიც ავლენს სულის სათნოებას: „რაჲ არს, — ეუბნება, — ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ ჩემი, რამეთუ მდევნი?" (). რისთვის, ანუ ასეთი სისწრაფით დამედევნე? რა უსამართლობაში შეგიძლია დაგვადანაშაულო? რა დანაშაულში? უფრო მეტიც, ის შეურაცხყოფაც მოგვაყენე, რომ ჩემი მთელი ქონება გაჩხრიკე! **„რაჲ ჰპოვე ყოვლისაგან ჭურჭლისა სახლსა შენისასა? დადევ აქა წი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (20,22-23).:
...(იოან. 6,44) არამედ იპოვების, ვითარმედ ძესაცა ესევე ძალ-უც, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ, და არავინ მივიდეს მამისა თჳნიერ ჩემსა“; და კუალად იგივე არს სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ „ვერვის ძალ-უც თქუმად, თუ: უფალი იესუ, თჳნიერ სულისა წმიდისა“, და კუალად მოციქულნი ეკლესიისა მადლითა ოდესმე მამისა მიერ იტყჳან მოცემად, და ოდესმე - ძისა მიერ, და ოდესმე - სულისა წმიდისა მიერ.
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ყოველთა, რაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ჩუენ თანა იყოს, და მღდელთა დიდითა პატივითა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღდელთაჲ, და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით მოძღუართა თქუენთა“. რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა, და უკუეთუ შენ საქმენი შენნი ჰქმნნე კეთილად, სხუათათჳს არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს, ხოლო მღდელი დაღაცათუ თჳთ სათნო იყოს და შენსა ცხორებასა არაკეთილად განაგებდეს, უკეთურთა თანა გეჰენიად წარვალს; და მრავალგზის თჳთ კეთილად არნ და თქუენთა ცოდვათათჳს წარწყმდის, უკუეთუ ყოველი, რომელი მისდა ჯერ-იყოს ქმნაჲ მოსწრაფებისაჲ, არა ქმ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:
...ყოველთასა არს თუალი, ამისთჳს არა ლიტონად, არამედ მით სახითა შექმნნა თუალნი, რამეთუ დაღაცათუ მცირე არს ასოჲ იგი, არამედ ყოველთა უმეტეს სარგებელ ეყოფის გუამსა. და ამისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „უკუეთუ ყურმან თქუას, ვითარმედ: არა ვარ თუალ, არღარა გუამისაჲ ვარ, ნუუკუე ამისთჳს არა გუამისაგანი არსა?“ რამეთუ ყოველნივე ასონი ჩუენნი ღმრთისა სიბრძნისა მომასწავებელნი არიან, ხოლო უფროჲს ყოველთასა თუალი, რამეთუ ესე უძღჳს ყოველსავე გუამსა, ესე იქმს შუენიერებასა, ესე შეამკობს პირსა, ესე არს სანთელი ყოველთავე ასოთაჲ, რამეთუ ვითარცა მზჱ არს სოფლისა ნათელ, ეგრეთვე თუალი - გუამისა. უკუეთუ მზჱ დააბნელო, ყოველივე სოფელი წარგიწყმედიეს, და უკუეთუ დააბნელნე თუალნი, ფერჴნიცა უჴმარ იქმნებიან და ჴელნიცა, და სულიცა ვერღარა შემძლებელ არს თავით თჳსით ცნობად საქმეთა, ვინაჲთგან ვერღარას ჰხედვიდეს დაბადებულთაგანსა და ვერცა მოვალს ჭეშმარიტსა გულისხმის-ყოფასა, რამეთუ ხედვითა დაბადებულთაჲთა ვიცნობთ ყოველთა ღმერთსა, „რამეთუ უხილავნი მისნი სოფლის დაბადებითგან დაბადებულთა მიერ ცნობილნი იხილვებიან“. ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა გუამისა ოდენ, არამედ სულისაცა სანთელი არს თუალი....