ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი“ (7,28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წესისაებრ ბუნებითისა უმეტესად ჯერ-იყო მწუხარებაჲ სიძნელისა მისთჳს თქუმულთაჲსა და შეურვებაჲ სიმაღლისა მისთჳს დიდებულთა მათ მცნებათაჲსა. არამედ ესოდენ იყო ძალი სახიერისა მის მოძ-ღურისა და მეუფისაჲ, ვიდრეღა საკჳრველებად შეცვალნა გონებანი მათნი, და ესოდენ დაუტკბეს სიტყუანი ესე გონებათა მათთა, ვიდრეღა შემდგომად დადუმებისაცა სუროდა კუალად სმენად მოძღურებისა მის...




