1.და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისაჲ მის და სადუკეველნი,2.ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით,3.და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა.4.და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ.5.და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ და ხუცესთაჲ და მწიგნობართაჲ იერუსალჱმს,6.და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოჰანე და ალექსანდრე და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთ მოძღუართაჲსა.7.და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?8.მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო,9.უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხონდა,10.ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი.11.ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა,12.და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.13.ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს.14.და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათა ცილობად.15.და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან, იტყოდეს ურთიერთას16.და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარისყოფად?17.არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახლითა ამით არავის კაცსა.18.და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუჲსითა.19.ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ.20.რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ.21.ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს.22.რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ.23.ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თჳსთა თანა და უთხრეს მათ, რაჲ-იგი მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ.24.ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ ღმრთისა მიმართ და თქუეს: უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა,25.რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?26.მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.27.რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა28.საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად.29.და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა,30.განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა.31.და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.32.ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად.33.და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩეუნისა იესუ ქრისტჱსსა. და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა,34.და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ35.და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა.36.ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ, რომელი გამოითარგმანების ძე ნუგეშინის-ცემისაჲ, ლევიტელი კჳპრელი ნათესავით,37.ამას აქუნდა დაბაჲ და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.
1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. (3,1).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ფრიადი ერთობაჲ იხილვების ორთაჲვე ამათ, ვითარ-იგი საფლავადცა ზოგად მირბიოდეს, და პირველ ამისსა პეტრე იოვანეს წამს-უყოფდა კითხვად განმცემელისათჳს. ეგრეთვე აქა, არა თუ ჰურიაობდეს ტაძრად მისლვითა ამით. არამედ მიერ უმრავლესთა სულთა მოინადირებდეს სასწაულითა ამით, რომელი ესოდენ ზედა-მიწევნით აღწერა ლუკა, რაჲთა ჟამითაცა და ადგილისა დართვითა სარწმუნო ყოს თხრობაჲ ესე, და რაჲთა ლოცვითა მით...
...მაშ, რას ნიშნავს: „უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა“ ()?და რას ნიშნავს, როცა ამბობს: „არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა“ ()?და კვლავ: „არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ“ ()?
ამბობს: „პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე“ ().„ამინ“ ().„პატივი და დიდებაჲ“ () სიტყვებით არ აღესრულება.ამიტომ, რადგან მანაც არა სიტყვებით გვცა პატივი, არამედ საქმეებითა და ქმედებით, ჩვენც ასევე ვცეთ მას პატივი საქმეებითა და ქმედებით.თუმცა ეს პატივი ჩვენ გვეხება, ხოლო ის მას სრულიად არ ეხება; რადგან მას არ სჭირდება ჩვენგან პა...
...ირველი, ღუმელში ჩაგდება რომ თავიდანვე არ დაეშვა, როგორც ახლა არის საკვირველი და საოცარი ის, რომ ცეცხლის შუაგულშიც კი არაფერი უსიამოვნო არ შეამთხვია. ასე იქცევა ღმერთი, როცა ინებებს: მძიმე უბედურებათა შუაგულშიც მყოფთ კიდევ უფრო აღამაღლებს და ტანჯულთ იმათზე ძლიერთ ხდის, ვინც ტანჯვას მიაყენებს. ასე იყო მოციქულებთანაც (). მათ, ვინც მოციქულები თავიანთ ხელში ჩაიგდეს, მუქარით დააყარეს და თითქოს კბილებს აღრჭენდნენ მათ წინააღმდეგ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ?" — ხელში ჰყავდათ, მაგრამ ვერაფერს ბედავდნენ. ასეთი ძლიერია სათნოება და ასეთი უძლურია ბოროტება: პირველი — ტანჯვაშიც იმარჯვებს, ხოლო მეორე — იმაშიც კი, რასაც აკეთებს, მხოლოდ საკუთარ უძლურებას ამჟღავნებს. ამის მცოდნენი, საყვარელნო, სათნოებაზე გვქონდეს ყოველი მზრუნველობა და ბოროტებას ვერიდოთ. ამგვარად, ზეგარდამო შეწევნასაც მივიღებთ და მომავალ სიკეთესაც მივაღწევთ, რომელთა ჩვენ ყველანი ღირსნი ვიქნებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:16საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:20
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:
...ფობაჲ, არამედ ძრწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მისგან ხალენითა მოსილისა. ეგრეთვე ჰურიათა აღაშენეს ქჳშასა ზედა, ხოლო მოციქულთა - კლდესა ზედა. ამისთჳსცა დაღაცათუ მცირედნი იყვნეს, არამედ სიმტკიცესა კლდისასა აჩუენებდეს, და იგინი დაღაცათუ მრავალნი იყვნეს, არამედ - უუძლურეს ქჳშისა. ამისთჳს იტყოდეს: „რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ?“ ჰხედავა უღონოებასა მას არა მცირედთა მათ და საპყრობილედ შევრდომილ-თასა, არამედ მრავალთა მათ და ჴელმწიფებით მყოფთასა? რამეთუ ქჳშასა ზედა იყო შენებული მათი, ამისთჳს უძლურ იყვნეს; და კუალად ეტყოდეს მოციქულთა: „რაჲსათჳს იქმთ ესრეთ და გნებავს ჩუენ ზედა მოწევნად სისხლი ამის კაცისაჲ?“ ეჰა უძლურებაჲ მათი! უბადრუკნო, თქუენ პყრობილად გყვანან იგინი და თქუენვე გეშინისა? თქუენ სტანჯავთ და თქუენ სძრწითა?
ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იყვნეს, არამედ კადნიერებით ეტყოდეს: „ვერ ჴელ-გუეწიფების ჩუენ, რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდით“. იხილენა გონებანი მაღალნი? იხილეა კლდე შეურყეველი, რომელსა არა ეშინოდა ღელვათა კუეთებისაგან? რამეთუ რაოდენიცა შეემთხუეოდა, იგინი უმტკიცეს იქმნებოდეს და მათ უმეტესად შეაძრწუნებდეს; რამეთუ რომელი დეზსა წიხნიდ...