1.ხოლო როცა უფალმა გაიგო, ფარისევლებმა შეიტყვეს, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანეო2.(თუმცა თვით იესო როდი სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები). -3.მიატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა.4.ხოლო გზად სამარიაზე უნდა გაევლო.
5.მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს.6.იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი.7.მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო.8.ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად.9.და უთხრა მას სამარიელმა ქალმა: როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან.10.მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ.11.ქალმა უთხრა: ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი?12.ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?13.მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.14.მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.15.უთხრა მას ქალმა: ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.16.უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი.17.მიუგო ქალმა და თქვა: ქმარი არა მყავს. იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო.18.ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი.19.უთხრა მას ქალმა: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.20.ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.21.ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.22.თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის.23.მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს.24.ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.25.ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ.26.მიუგო მას იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე.27.ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს: რას ეძებ, ან რას ელაპარაკებიო?28.ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა:29.მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?30.გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.31.ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს: რაბი, ჭამე!32.იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.33.მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი?34.უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.35.განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკაო? აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად.36.მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც.37.ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა: ერთი თესავს და მეორე მკისო.38.მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ; სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში.39.და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო.40.ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ.41.და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო.42.ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე.43.ხოლო ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეას გაემართა.44.ვინაიდან თვით იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს პატივი არა აქვს თავის მამულში.45.გალილეაში რომ მივიდა, იქაურებმა მიიღეს იგი, რადგანაც ყველაფერი ეხილათ, რაც დღესასწაულზე მოიმოქმედა იერუსალიმში, ვინაიდან თვითონაც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
46.ამრიგად, კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი. და იყო იქ ერთი კარისკაცი, ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში.47.გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო.48.უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ.49.კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე.50.უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა.51.შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს: შენი ძე ცოცხალიაო.52.გამოიკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთაო, და უთხრეს: გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ.53.მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო.54.ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან დაბრუნდა გალილეაში.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ არს კაცისა, რაჲთა არა ყოველსავე ერთბამად ისწრაფდეს ქმნად, არამედ მცირედ-მცირედ აღასრულებდეს საქმესა თჳსსა. რამეთუ ესრეთ იქმნების სწავლაჲ ჴელოვნებათაჲ, ესრეთ აღე-შენებიან ქალაქნი და ტაძარნი, ესრეთ ჰგიეს ყოველივე ცხორებაჲ კაც-თაჲ. და არა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სულისა წმიდისა მადლსა წერილი ოდესმე ცეცხლად სახელ-სდებს და ოდესმე წყლად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა არსებისა მისისანი არიან ესე სახელნი, არამედ საქმეთა მისთანი, რამეთუ არა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა, არამედ თაყუანის-სცემდეთ მამასა. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს“ (4,21-22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსა ადგილსა სარწმუნოებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, რამეთუ სარწმუნოებაჲ დედაჲ არს ყოველთა კეთილთაჲ და წამალი ცხოველსმყოფელი, რამეთუ თჳნიერ მისა ვერარას გულისხმაჰყოფთ მაღალთა მათ სიტყუათაგანსა,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დაუტევა სარწყული იგი დედაკაცმან მან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ (4,28-29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, ყოველსა ზედა საქმესა სულიერსა, თუ არა, შეუძლებელ არს უდბებით აღსრულებაჲ რაჲსამე კეთილისაჲ. ამას მოასწავებდა ქრისტე და იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“. <span...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი და ეტყოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. და უფროჲსსა სი მრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. და დედაკაცსა მას ეტყოდეს: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მაგისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ. და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად“ (4,40-43).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუძლურჱს შურისა და ამპარტავანებისა. ესენი არიან ბევრეულთა ბოროტთა მოქმედნი. ამათ მიერ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე კუალად მეორჱ სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲვიდა ჰურიასტანით გალილეად. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ“ (4,54; 5,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა არცა თუ მცირესა თუალსა ვინ შეურაცხ-ჰყოფს მეძიებელთა მისთაგან, ეგრეთვე წერილთა შინა ერთსაცა ბეწუსა თანაწარსლვაჲ უჯერო არს, არამედ ყოვლისავე ჯერ-არს გამოძიებაჲ, რამეთუ სულისა წმიდისა მიერ თქუმულ არიან ყოველნივე იგი სიტყუანი. და ისმინე უკუე აქაცა, რომელსა იტყჳს...
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ,...
შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითადა ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი დაპირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)
სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.
მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნითაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუმამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა.სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა დაჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაი. (იოანე 4, 23, 24).
ერთობ დიდსა და მაღალსა საგანსა გვაძლევს ჩვენ საუბრად თქვენთანა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სახარება. მცნება, ანუ სწავლა ჭეშმარიტსა, სულიერსა ღვთის თაყვანის ცემასა ზედა, ეგოდენ საჭირო და...
საყვარელნო ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! მე განვიზრახე დღეს თქვენთან მოლაპარაკება იმაზედ, თუ რაი არს სულიერი თაყვანის-ცემა ღვთისა და როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი ღმერთსა სულითა თვისითა; გარნა ვინაითგან საგანი ესე ფრიად ღრმა და ცნობა მისი მეტად საჭირო და სასარგებლო ჩვენთვის, მივიქცეთ ლოცვითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისადმი, რათა შეგვეწიოს და მოგვანიჭოს იგი.
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას სახლსა შენსა, შენდამი შევრდომილნი,...
გილოცავ თქვენ, საყვარელნი ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, კურთხევა ეკკლესიისა ამის თქვენისა. ვსთხოვ ღმერთსა, რათამცა წმიდა ეკკლესია ამიერითგან იყოს თქვენთვის წყაროდ სულიერისა მადლისა, ნუგეშინის-მცემელად, განმწმენდელად, განმანათლებლად და მაცხოვნებლად. კიდეც ვესავ ღმერთსა, რომელ იგი აღასრულებს ჩემსა ამას ვედრებასა. თქვენცა მისთვის დაშვერით და შეამკეთ, რათა სულთა თქვენთათვის; გარნა, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, უკეთუ ჭეშმარიტად გსურსთ და მოელით, რომ ამ ეკკლესიამ მოგცესთ სულიერი მადლი და სიწმიდე,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან“ (14,13).:
...ე მიეცა საპყრობილედ, განეშორა მიერო და წარვიდა გალილეად“; და კუალად, იოვანეს თავსა წერილ არს: „ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“. ესე ამისთჳს, რამეთუ უმრავლესთა საქმეთა მისთა კაცობრივისაებრ გონებისა და წესისა აღსრულებად ენება, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი გამოცხადებად ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს მოწაფეთაცა ეტყოდა არა თქუმად, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ შემდგომად აღდგომისა ენება ცხადად ქადაგებაჲ და გამოჩინებაჲ ამის საიდუმლოჲსაჲ.
ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა მივიდა ქალაქად, არამედ უდაბნოსა ადგილსა ნავითა, რაჲთა არავინ შეუდგეს მას. ხოლო იხილეთ მოწაფეთაცა იოვანესთა საქმე, ვითარ აწღა მიივლტოდეს ქრისტესა, და მათ მიუთხრეს სიკუდილი იოვანესი, რამეთუ სარგებელ სადმე ყოფილ იყო მათდა ზემოწერილი იგი სწავლაჲ, ოდეს მიავლინნა იგინი იოვანე საპყრობილით იესუჲსა. ამისთჳს, მო-რაჲ-იწია განსაცდელი იგი მოკლვისა მისისაჲ, მოვიდეს და აუწყეს უფალსა, და მაშინღა წარვიდა. არა თუ პირველ თხრობისა მათისა არა იცოდა, არამედ ამით ყოვლითა დაამტკიცებდა კაცობრივისა ბუნებისა მისისა ჭეშმარიტებ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:
...ულთა, და შემდგომად დღესასწაულთა კუალად იორდანედ მივიდის, რამეთუ მუნცა მრავალნი შეკრბებოდეს. და უფალი მარადის, სადა ერი მრავალი არნ, მუნ მივიდის სწავლად და სარგებელად. ხოლო არა თუ თჳთ ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, ვითარცა ქუემორე იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ; ; ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ“ (21,10-11).:
...თაგან შეჰმზადა, და სამოსელსა თუ შეიმოსნ, უნდოჲ შეიმოსის და არა ბრწყინვალე, არცა მრავალსასყიდლისაჲ.
ხოლო სახლი ყოვლადვე არა მოიგო საყოფელად, და ოდეს ადგილი-თი ადგილად წარვალნ, ფერჴითა თჳსითა წარვიდის, ვიდრეღა მრავალგზის დაშურისცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა“, არა დიდებით, არცა საყდრითა, არამედ შეურაცხად ქუეყანასა ზედა მხოლოჲ; კუალად, მწუხარებისა საზომსა რაჲ განაწესებდა, ცრემლოოდა მდუმრიად ლაზარესთჳს. ესე ყოველი ამის-თჳს ქმნა, ვითარცა ვთქუ, რაჲთა წესი და საზომი გჳჩუენოს ჩუენ ყოვლისა საქმისაჲ.
ეგრეთვე აწ ამასცა საქმესა გუასწავებს: ვინაჲთგან იცოდა სახიერმან მან, ვითარმედ მრავალნი უძლურ არიან ჴორცითა და უჴმს საჴედარი სლვად, განაწესა საზომი საქმისაჲ მის, ვითარმედ არა ცხენთა და ჯორთა ჯერ-არს აღკაზმვაჲ, არამედ კარაულითა აღსრულებაჲ საჴმრისაჲ მის უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა.
სწავლაჲ ჲვ საღმრთოჲსა მოქალაქობისათჳს
მოედით უკუე, საყუარელნო, ჩუენცა გულისჴმა-ვყვნეთ საიდუმლოთა ამათ ძალი, რამეთუ მოცემულ არს ჩუენდა ჴელმწიფებაჲ, უკუეთუ გუენებოს, ბაძვად ვნებათა მისთა. ამისთჳს, მორწმუნეო, გამოსახენ გონებასა შენსა მაშინ აღსრულებულნი იგი საქმენი და გამოხატე შესლვაჲ იგი უფლისაჲ იერუსალჱმდ ჯუარ-ცუმად.