2.მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა.3.და მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი.4.ვინაიდან ფარულად არავინ აკეთებს რამეს, არამედ თავის გამოჩენას ცდილობს. თუ ყოველივე ამას აკეთებ, გამოუცხადე ქვეყანას შენი თავი.5.ვინაიდან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.6.და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის.7.თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი.8.თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი.9.ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა.
10.მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად.11.იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?12.და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო.13.თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.14.მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.15.უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?16.მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.17.ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.18.ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში.19.განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად?20.მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეუღი ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად?21.მიუგო იესომ და უთხრა მათ: ერთი საქმე ვქმენ და ყველას გიკვირთ.22.მოსემ მოგცათ წინადაცვეთა (თუმცა მოსემ კი არა, მამებმა მოგცეს) და შაბათ დღეს წინადაცვეთავთ კაცს.23.თუ კაცი წინდაცვეთას იღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯულღი, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ სულაც განვკურნე კაცი შაბათს?24.იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ.25.ხოლო ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა: ეს ხომ არ არის, ვისაც მოსაკლავად ეძებენ?26.აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე?27.მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სადაურია; ქრისტე კი, როდესაც მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.28.მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.29.მე კი ვიცნობ, ვინაიდან მისგან ვარ და მან მომავლინა.30.ამიტომ ეძებდნენ შესაპყრობად, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.31.ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?32.ეს მითქმა-მთთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.33.ხოლო იესომ თქვა: ცოტა ხანსაც დავყოფ თქვენთან და ჩემს მომავლინებელს მივუბრუნდები.34.ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ იქ.35.ხოლო იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? იქნებ ბერძენთა შორის განთესილებში აპირებს წასვლას, რათა ასწავლოს ბერძნებს?36.ან რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ თქო.37.ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.38.ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.39.ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.40.ამის გაგონებაზე ბევრმა თქვა ხალხში: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი.41.მეორენი ამბობდნენ: ეს არის ქრისტე; სხვები კი კითხულობენ: განა ქრისტე გალილეიდან მოვა?42.წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი.43.და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში.44.ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი.45.მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი?46.მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი.47.ფარისევლებმა უთხრეს მათ: ნუთუ თქვენც გაცდუნათ?48.ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი?49.მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია.50.უთხრა მათ ნიკოდემემ, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო:51.განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა?52.მიუგეს და უთხრეს: იქნებ შენც გალილეველი ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი.53.და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა ჰურიასტანს სლვად. იყო მოახლებულ დღესასწაული ჰურია-თაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უძჳრეს შურისა. ამის მიერ შემოვიდა სიკუდილი სოფლად, რამეთუ იხილა რაჲ ეშმაკმან კაცი პატივსა შინა, ვერ თავს-იდვა მისი იგი კეთილი, ამისთჳს ყოვლით კერძო ისწრაფდა მოკლვად მისა. და ყოვლადვე ამის ძირისა ნაყოფი ესევითარი არს. ესრეთ აბელ მოიკლა, და დავითს ეგულებოდა კნინღა სიკუდილი შურითა ჴელითა საულისითა; ამის მიერ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. და აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას. მაშინ თავადიცა აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად“ (7,9-10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა ამათ, რომელთა კაცობრივ იქმოდა უფალი განგებულებით, არა თუ ამისთჳს ოდენ იქმოდა, რაჲთამცა განკაცებაჲ თჳსი დაამტკიცა, არამედ ამისთჳსცა, რაჲთა ჩუენ სათნოებაჲ გუასწავოს, რამეთუ უკუეთუმცა ყოველსავე ვითარცა ღმერთი იქმოდა, ვინაჲმცა შეუძლეთ ჩუენ ცნობად, რაჟამს-იგი საქმეთა ესევითართა შთავრდომაჲ მოიწიოს, თუ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ? არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს“ (7,25-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ესრეთ ლიტონად თქუმული წმიდათა წერილთა შინა, რამეთუ სულისა მიერ წმიდისა თქუმულ არიან. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოველსავე გამოწულილვით გამოვეძიებდეთ, რამეთუ მრავალგზის ერთისა სიტყჳსა მიერ იპოვების ძალი დიდი, ვითარი არს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუანაჲსკნელსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,37-38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნი მოუჴდებოდიან ქადაგებასა ამას საღმრთოსა და ისმენდენ სარწმუნოებასა, უჴმს მათ, რაჲთა სურვილსა მას, რომელი აქუს წყურიელსა წყლისა მიმართ, აჩუენებდენ, და ესრეთ რაჲ იქმოდიან, მაშინ შეუძლონ სიტყუათა მათ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთმოძღუართა და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა იტყოდა კაცი ესრეთ“ (7,45-46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უცხადეს, არარაჲ არს უკეთჱს, უკუეთუ ოდენ არა დავჰჴსნიდეთ მას, და კუალად არარაჲ არს კაცისა ბოროტისმოქმედისა უძჳრჱს და უძნელჱს. რამეთუ აჰა ესერა მწიგნობართა და ფარისეველთა რომელთა ბრძნად ეგონნეს თავნი მათნი, მარადის ქრისტეს თანა ამისთჳს იქცეოდეს, რაჲთამცა ბოროტი უყვეს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:
...ათაცა მათთა იტყჳს უგუნურებითა სავსეთა. რამეთუ აიძულებდეს მისლვად იერუსალჱმდ არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ რაჲთა მოატყუან თავთა თჳსთა დიდებაჲ მის მიერ ქმნილთა სასწაულთაგან. ამისთჳს ეტყოდეს: „უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არავინ იდუმალ რასამე იქმნ და ჰნებავნ, ვითარმცა განცხადებულ იყო“. ამისთჳსცა თავადმან შეჰრისხნა მათ ჴორციელისა მის და კაცობრივისა გულისსიტყჳსა მათისათჳს. ეგრეთვე აქა, ამით ესევითარითა უგულისჴმოებისა გულისსიტყჳთა მივიდეს და არა ჯერ-იჩინეს მოძღურებისა მისისა სმენად, არამედ გარე დგეს და ეძიებდეს, რაჲთამცა თავადი განვიდა მათა, რამეთუ ვითარცა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს მას და ზუაობდეს სასწაულ-თათჳს მისთა. ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან, რაჲთა მოიყვანნეს იგინი გულისჴმის-ყოფად და ცნან, ვითარმედ სათნოებისა მოგებაჲ თანააც, და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ არა კაცი არს ლიტონი, არამედ მხოლოდშობილი იგი ძე ღმრთისაჲ. ამისთჳსცა ესრეთ თუ უმეცარ იყვნეს, არამედ უკუანაჲსკნელ დიდსა მოვიდეს გულისჴმის-ყოფასა და საზომსა მიიწინეს მაღალსა მადლითა უფლისაჲთა და თჳსებაჲ იგი სათნოებისაჲ მოიგეს სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარცა თქუა: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (8,20).:
...უარო სახიერო“, ვინაჲთგან არა გულისად, არამედ ლიქნისსახედ ეტყოდა სიტყუასა მას, არარაჲ ჰრქუა სიტყუაჲ შემადლებისაჲ, არამედ: „რასა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“.
და კუალად, ოდეს-იგი ჰრქუეს მას ძმათა მისთაო, „გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳან, რაჲთა აქუნდეს მათ მიზეზი ზუაობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.
და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“. არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.
ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველი ძალ-მიც და ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ მაქუს, არამედ არაქონებაჲ აჩუენა, - „ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოსო“....
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:
...ებ არა ქმარი იყო მარიამისი, არამედ ესრეთ საგონებელ იყო, და მამად იესუჲსაცა უწოდდეს, ეგრეთვე ძეთა მათ იოსებისთა ძმად ეწოდა მისა, რამეთუ, ვითარცა ზემო ვთქუ, მრავალი იქმნა განგებულებით სიტყუაჲ დასაფარველად უთესლოჲსა მის და უხრწნელებით შობისაჲ. ამისთჳსცა იტყოდა მათთჳს იოვანე, ვითარმედ: „არცა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“. არამედ რომელნი-იგი პირველ ურწმუნოებით იყვნეს, იქმნეს უკუანაჲსკნელ დიდ და საკჳრველ, და უფროჲსად ნეტარი იგი იაკობ, ვიდრე-ღა ოდეს-იგი აღვიდეს პავლე და მისთანანი იერუსალჱმდ რჩულისათჳს კითხვად და წესთათჳს, მისა მივიდეს. რამეთუ ესრეთ საკჳრველი კაცი იყო, ვიდრეღა პირველი ეპისკოპოსი იგი იქმნა ქრისტეანეთაჲ, და წერილ არს მისთჳს, ვითარმედ ესოდენ ფიცხელი მოღუაწებაჲ აქუნდა, რომელ სრულიად ასონი მისნი მკუდარ იყვნეს, და მრავლისა ლოცვისა და მუჴლთდრეკისაგან და ზედაჲსზედა შუბლისა მისისა ქუეყანად დადებისაგან ესრეთ იქმნა შუბლი მისი დაბებკულ და დაკანებულ, რომელ არარაჲთა უმოლხინეს იყო მუჴლთა აქლემისათა, ესოდენ განზრქელებულ იყო ტყავი და განკაფებულ ჴორცნი მრავლითა მით მოღუაწებითა. ამან კუალად პავლეს, მისლვასა მას მისსა იერუსალჱმს, ასწავა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა პავლე იაკობისა, და ყოველნივე მოვიდეს ხუცესნი, და მოიკითხნა იგინი. და ჰრქუა მას...