1.თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.2.ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.3.რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.4.როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით.5.მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება.6.მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე,7.რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით.8.ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.9.ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,10.და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,11.სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.12.მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.13.შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.14.ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.15.დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.16.დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.17.ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას.18.ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.19.ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ.20.შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს.21.მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.22.მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.23.ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.24.იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით.25.უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება.
მოციქულისაჲ: ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა, რომელ-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ (2,16-17).
მოციქულისაჲ: რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა (3,4).
თარგმანი: მერმესა მას დიდებით მოსლვასა მისსა იქმნების ყოველთა შორის გამოცხადებაჲ მისი, რაჟამს-იგი მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, რამეთუ აწ დაფარულ არიან საქმენი კაცად-კაცადისანი, ხოლო მაშინ გამოცხადნენ. ვინაჲცა, რომელთა სირცხჳლისა საქმენი ექმნნენ, მათ ჰრცხუენოდის, ხოლო რომელთა ისმინონ მოციქულისაჲ და აქავე ზეცისასა ეძიებდენ, შეურაცხ-ყოფითა ყოვლისა ჴორცთა შუებისაჲთა და...
მოციქულისაჲ: ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა. ქმართა გიყუარდინ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათდა მიმართ (3,18-19).
თარგმანი: არა კაცთმოთნებით, არცა ორგულებით, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა ამცნებს მეუღლეთა მოქალაქობად ურთიერთას, რამეთუ მას ესრეთ სათნო უჩნს, რაჲთა ცოლსა ეშინოდის ქმრისაგან, ხოლო ქმარსა —რაჲთა უყუარდეს ცოლი და არა განმწარდებოდის მისა მიმართ. და დაღათუ მცირედ ოდესმე შეჰრისხნეს, არამედ იგიცა ნუ სიძულილით და მყოვარჟამ განმწარებით, გარნა წუთჟამ,...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს
მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა მოიქეცით და იცოცხლეთ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიის სამოციქუღო მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს...
ყოველსავე, რასაც იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ,ვითარცა უფლისა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლასელ. 3, 23)
წმიდა მოციქული პავლე, ეპისტოლესა შინა თვისსა კოლასელთა მიმართ, სხვათა შორის მშვენიერთა სწავლათა და დარიგებათა, ამასაც მისწერს და ასწავლის: ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა, ესე იგი ყოველი თქვენი საქმე, დიდი და მცირე რასაც კი დაიწყებთო, გულმოდგინედ და ერთგულად გააკეთეთო, როგორათაც ღვთის საქმეს აკეთებთო, და არა კაცის საქმესო.
...ელ ჟამს თვალწინ უნდა გვქონდეს უფლის სამსჯავრო და ის, რამაც შეიძლება დიდი კადნიერება მოგვცეს, ან სასჯელი მოგვიტანოს. ეს რომ გონებაში გვქონდეს, ვნებებს ვძლევთ, ხორცის აღძვრას ავღვირავებთ და, ნეტარი პავლეს სიტყვით, „მოვაკუდინებთ ასოთა ჩვენთა ქუეყანასა ზედა: სიძვასა, არა-წმიდებასა, ვნებასა, გულისთქმასა ბოროტსა" (), „რისხვასა" (), ანგარებას, დიდებისმოყვარეობას, სიძულვილს. თუ ჩვენ თავს ამ ვნებათათვის მკვდრად ვაქცევთ ისე, რომ ჩვენში მოქმედება ვეღარ შეძლონ, მაშინ სულის ნაყოფს მოვიმკით, რომელიც არის: „სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალ 5:22–23). ამაში უნდა მდგომარეობდეს ქრისტიანის განსხვავება ურწმუნოსგან; ეს უნდა იყოს ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები, რომ არა მხოლოდ სახელით ვიწოდებოდეთ და გარეგნობით არ ვცუდმედიდობდეთ, პირიქით, თუნდაც ყველა ჩამოთვლილი (სულის) ნაყოფი მოგვეპოვებოდეს, მაშინაც არ ვამაყობდეთ, არამედ კიდევ უფრო ვმდაბლობდეთ. „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა", – ამბობს (ქრისტე), – „თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი" (). თუ ასე ვიზრუნებთ ჩვენი ცხონებ...
სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმზუაობრობისაგან არს:
...უკუნისამდე, და არა თუ ოდენ ეგოს, არამედ უმეტესიცა ძალი აჩუენოს. და ესრეთ მხიარულ-ჰყოფდა მათ.
სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმზუაობრობისაგან არს
არამედ ჩუენცა შეუდგეთ მას და აღვიღოთ ჯუარი ჩუენი, რამეთუ წერილ არს: „მოაკუდინენით ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა“. დავშრიტოთ უკუე გულისთქუმაჲ, მოვაკუდინოთ გულისწყრომაჲ, მოვკლათ შური, და ესე არს მსხუერპლი ცხოველი, რომელი არა მტუერ იქმნების, არცა კუამლად განიბნევის, არცა ცეცხლი უჴმს და შეშაჲ და მახჳლი, არამედ ცეცხლად აქუს და მახჳლად სული წმიდაჲ. ესე მახჳლი აღიღე და მოიკუეთე ნამეტნავი იგი გულისაჲ და განაღე დაყოფილი სასმენელი, რამეთუ სენი და ბოროტნი გულისთქუმანი დაუყოფენ სასმენელთა სმენად სიტყუასა ღმრთისასა. რამეთუ ვეცხლისმოყუარებაჲ რაჲ მოიწიოს, არა უტევებს შესლვად სიტყუათა მოწყალებისათა, და სიძულილი დაჰყოფს შესავალთა სიყუარულისათა, და ყოველი ვნებაჲ ესრეთ არს.
არამედ ჩუენ აღმოვჰფხურნეთ ბოროტნი გულისთქუმანი, რამეთუ ოდენ ვინებოთ, და ყოველი დაშრეტილ არს, ხოლო ჩუენ ვართ, რომელნი ვაუფლებთ ვნებათა ჩუენ ზედა. და ნუ მძლავრებასა მას ვეცხლისმოყუარებისასა ჰხედავ, არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ შენგან არს იგი მძლავრებაჲ, და არა თუ ბუნებითი არს ესე გულისთქუ...
...რნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს; ამან აღავსნა სისხლითა გზანი და გლოვითა და გოდებითა - ქუეყანანი; ამან შეაგინნა მრავალნი და ტაბლები ბილწებისაჲ დააგო და სანოვაგები უშჯულოებისაჲ. ამისთჳს „კერპთმსახურებად“ უწოდა მას პავლე. ; ხოლო ვითარ არს კერპთმსახურებაჲ? ესრეთ, რამეთუ რომელთამე აქუს საფასჱ და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად ჰმარხვენ მიუახლებელად, ვი-თარცა სიწმიდესა რასმე, რომელსა ვერ იკადრებნ კაცი მიახლებად, და უკუეთუ ოდესმე აიძულნენ მიახლებად მათა, ესრეთ შეურაცხიეს, თუ ბოროტი რაჲმე ქმნეს; და ვითარცა კერპთა, ეგრეთ დაჰმარხვენ საფასე-თა, შეწყუდეულთა შინაგან კართა და მოქლონთა, და ტაძრისა წილ აქუს მათ კიდობნები და დაჰმარხვენ ჭურჭელთა შინა ვეცხლისათა.
რასა იტყჳთ, ვეცხლისმოყუარენო? არა თაყუანის-სცემთა ოქროსა მას, ვითარცა კერპსა? რამეთუ დაღაცათუ არა თაყუანის-სცემთ, არამედ ყოვლით კერძო პატივ-სცემთ მას; და კუალად კერპთმსახურსა ურჩევიეს სულისა თჳსისა აღმოსლვაჲ, ვიდრე კერპისა თჳსისა წარგებაჲ, და ვეცხლისმოყუარენიცა ეგრეთვე არიან. ხოლო ამას თუ იტყჳ შენ, კაცო, ვითარმედ: არა თაყუანის-ვსცემ მე ოქროსა, არცა იგი კერპსა მას თაყუანის-სცემს, არამედ...