1.ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი და სადუკეველნი,2.განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.3.დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე, რადგანაც უკვე ბინდდებოდა.4.ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე.5.მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავარნი, უხუცესნი და მწიგნობარნი,6.ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან.7.შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?8.მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო,9.რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი,10.დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით.11.ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა.12.სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.13.პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს.14.ხოლო მათთან მდგომარე განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, აღარ შეეძლოთ ცილობა.15.სინედრიონიდან გასვლა უბრძანეს მათ და ერთმანეთში დაიწყეს ბჭობა.16.ამბობდნენ: რა ვუყოთ ამ ხალხს? რადგანაც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცხადი შეიქნა, რომ მათი ხელით მოხდა ეს აშკარა სასწაული, და ჩვენ ვერ უარვყოფთ ამას.17.მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.18.მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით.19.ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინოთ, ვიდრე ღმერთს.20.არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.21.ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.22.ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, ვისზედაც მოხდა განკურნების ეს სასწაული.23.განთავისუფლებულნი თავისიანებთან მივიდნენ და უამბეს ყველაფერი, რაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ.24.ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს: ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყოველივე იმისა, რაც არის მათში,25.ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი?26.აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“.27.ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.28.რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.29.ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა,30.როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.31.როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.32.ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.33.მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.34.არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,35.მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა.36.ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კიპროსელმა,37.გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო.
1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. (3,1).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ფრიადი ერთობაჲ იხილვების ორთაჲვე ამათ, ვითარ-იგი საფლავადცა ზოგად მირბიოდეს, და პირველ ამისსა პეტრე იოვანეს წამს-უყოფდა კითხვად განმცემელისათჳს. ეგრეთვე აქა, არა თუ ჰურიაობდეს ტაძრად მისლვითა ამით. არამედ მიერ უმრავლესთა სულთა მოინადირებდეს სასწაულითა ამით, რომელი ესოდენ ზედა-მიწევნით აღწერა ლუკა, რაჲთა ჟამითაცა და ადგილისა დართვითა სარწმუნო ყოს თხრობაჲ ესე, და რაჲთა ლოცვითა მით...
...მაშ, რას ნიშნავს: „უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა“ ()?და რას ნიშნავს, როცა ამბობს: „არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა“ ()?და კვლავ: „არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ“ ()?
ამბობს: „პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე“ ().„ამინ“ ().„პატივი და დიდებაჲ“ () სიტყვებით არ აღესრულება.ამიტომ, რადგან მანაც არა სიტყვებით გვცა პატივი, არამედ საქმეებითა და ქმედებით, ჩვენც ასევე ვცეთ მას პატივი საქმეებითა და ქმედებით.თუმცა ეს პატივი ჩვენ გვეხება, ხოლო ის მას სრულიად არ ეხება; რადგან მას არ სჭირდება ჩვენგან პა...
...ირველი, ღუმელში ჩაგდება რომ თავიდანვე არ დაეშვა, როგორც ახლა არის საკვირველი და საოცარი ის, რომ ცეცხლის შუაგულშიც კი არაფერი უსიამოვნო არ შეამთხვია. ასე იქცევა ღმერთი, როცა ინებებს: მძიმე უბედურებათა შუაგულშიც მყოფთ კიდევ უფრო აღამაღლებს და ტანჯულთ იმათზე ძლიერთ ხდის, ვინც ტანჯვას მიაყენებს. ასე იყო მოციქულებთანაც (). მათ, ვინც მოციქულები თავიანთ ხელში ჩაიგდეს, მუქარით დააყარეს და თითქოს კბილებს აღრჭენდნენ მათ წინააღმდეგ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ?" — ხელში ჰყავდათ, მაგრამ ვერაფერს ბედავდნენ. ასეთი ძლიერია სათნოება და ასეთი უძლურია ბოროტება: პირველი — ტანჯვაშიც იმარჯვებს, ხოლო მეორე — იმაშიც კი, რასაც აკეთებს, მხოლოდ საკუთარ უძლურებას ამჟღავნებს. ამის მცოდნენი, საყვარელნო, სათნოებაზე გვქონდეს ყოველი მზრუნველობა და ბოროტებას ვერიდოთ. ამგვარად, ზეგარდამო შეწევნასაც მივიღებთ და მომავალ სიკეთესაც მივაღწევთ, რომელთა ჩვენ ყველანი ღირსნი ვიქნებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:
...ფობაჲ, არამედ ძრწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მისგან ხალენითა მოსილისა. ეგრეთვე ჰურიათა აღაშენეს ქჳშასა ზედა, ხოლო მოციქულთა - კლდესა ზედა. ამისთჳსცა დაღაცათუ მცირედნი იყვნეს, არამედ სიმტკიცესა კლდისასა აჩუენებდეს, და იგინი დაღაცათუ მრავალნი იყვნეს, არამედ - უუძლურეს ქჳშისა. ამისთჳს იტყოდეს: „რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ?“ ჰხედავა უღონოებასა მას არა მცირედთა მათ და საპყრობილედ შევრდომილ-თასა, არამედ მრავალთა მათ და ჴელმწიფებით მყოფთასა? რამეთუ ქჳშასა ზედა იყო შენებული მათი, ამისთჳს უძლურ იყვნეს; და კუალად ეტყოდეს მოციქულთა: „რაჲსათჳს იქმთ ესრეთ და გნებავს ჩუენ ზედა მოწევნად სისხლი ამის კაცისაჲ?“ ეჰა უძლურებაჲ მათი! უბადრუკნო, თქუენ პყრობილად გყვანან იგინი და თქუენვე გეშინისა? თქუენ სტანჯავთ და თქუენ სძრწითა?
ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იყვნეს, არამედ კადნიერებით ეტყოდეს: „ვერ ჴელ-გუეწიფების ჩუენ, რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდით“. იხილენა გონებანი მაღალნი? იხილეა კლდე შეურყეველი, რომელსა არა ეშინოდა ღელვათა კუეთებისაგან? რამეთუ რაოდენიცა შეემთხუეოდა, იგინი უმტკიცეს იქმნებოდეს და მათ უმეტესად შეაძრწუნებდეს; რამეთუ რომელი დეზსა წიხნიდ...