1.ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.2.ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.3.რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.4.ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.5.მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ.6.რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას.7.მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად.8.მე ვამბობ, რომ იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა აღესრულებინა მამათა აღთქმა.9.წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: „ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს“.10.ესეც ითქვა: „ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად“.11.და კიდევ: „აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა“.12.ხოლო ესაია ამბობს: „იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა“.13.სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენისმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.14.ხოლო მე, ძმანო ჩემნო, მჯერა, რომ თავადაც სავსენი ხართ სიკეთით, ყოველგვარი ცოდნით აღვსილნი და იმის შემძლენი, რომ ერთიმეორეს ასწავლოთ.15.მაგრამ, ცოტა არ იყოს, კადნიერად მოგწერეთ, ძმანო, თითქოს იმისთვის, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ,16.რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ.17.ამიტომ დიახაც შემიძლია ვიქადოდე ქრისტე იესოში ღვთის წინაშე.18.რადგანაც ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც ჩემი მეშვეობით არ ექმნას ქრისტეს, წარმართთა დასამორჩილებლად, სიტყვით თუ საქმით,19.სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით; ასე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან მოყოლებული ილირიკამდე გავავრცელე სახარება ქრისტესი.20.თანაც ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა.21.არამედ, როგორც დაიწერა: „ვისაც არ უწყებია, ისინი იხილავენ, და ვისაც არ სმენია, ისინი შეისმენენ“.22.სწორედ ამან მრავალგზის შემიშალა ხელი თქვენთან მოსვლაში.23.ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და დიდი ხანია მსურს თქვენთან მოსვლა,24.ამიტომ, როგორც კი ესპანეთს გავემგზავრები, თქვენთანაც მოვალ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გზად მიმავალი გიხილავთ და კიდეც გამაცილებთ, მას შემდეგ, რაც ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.25.ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.26.ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს.27.ინებეს და მართებთ კიდეც, რადგან თუ წარმართნი სულიერად მათი თანაზიარნი გახდნენ, თავიანთი მხრივ, მოვალენი არიან ხორციელად დაეხმარონ მათ.28.ამას რომ მოვრჩები და ჩავაბარებ მათი გულმოდგინების ნაყოფს, თქვენც გინახულებთ, მერე კი ესპანეთს გავემგზავრები.29.ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას ქრისტეს სახარების სრული კურთხევით მოვალ.30.თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ.31.რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში, და ჩემი მსახურება იერუსალემისათვის კეთილად შეიწყნარონ წმიდათ.32.რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან.33.მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.
მოციქულისაჲ: თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებანი იგი ტჳრთვად უსუსურთანი, და თავთა თჳსთა სათნო-ყოფად კაცად-კაცადი ჩუენი, არამედ მოყუასსაცა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად, რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,1-3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე ქრისტესა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო. არცამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა თჳსსა ოდენ ეძიებდა. არამედ თჳსი საქმე უგულებელს-ყო, და ჩუენი მოიძია, და ამისთჳს იგინა და იგუემა, და მრავალთა შორის ვითარცა...
მოციქულისაჲ: ხოლო თანა-გუაც ჩუენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად (15,1).
თარგმანი: მრთელთა მიმართ სცვლის სიტყუასა და ასწავებს თანამდებობასა უძლურთა თანა მიყოლისასა, რომლითა ფრიად დაჰქენჯნის უსრულთა მათ სარწმუნოებითა, რამეთუ უძლურ უწოდს, უსუსურ და სატჳრთველ, ხოლო სრულთა მათ არა თავთა თჳსთა, არამედ მოყუასთა სათნო-ყოფასა თანა მიყოლითა დაუმტკიცებს.
პავლესი: რამეთუ ქრისტჱ არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე მისა, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო და არამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა უნდა, და თჳსისამცა თავისა საქმესა ეძიებდა, არამედ არა ინება, არამედ ჩუენსა ეძიებდა და თჳსი შეურაცხ-ყო.
პავლესი: რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ ყოფილსა წინადაცუეთილებისა (15,8).
თარგმანი: რაჟამს თქჳს თუ: "ქრისტჱ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა", ამას იტყჳს, ვითარმედ მოვიდა იგი და...
მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუჲსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული...
მოციქულისაჲ: უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ (15,15).
თარგმანი: რაჲთა არა მიმყოვრებულითა მხილებითა განაკრთვნეს იგინი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უმეტეს კადნიერ ყოფასა სწამებდეთ თქუმულთა ჩემთა, არამედ ცანთ, ვითარმედ არავე სრულებით, არამედ ზოგებით-რე მიმხილებიეს თქუენდა; არა სამოძღურებელითა სიტყჳთა, არამედ მოსაჴსენებელითა ოდენ. და ესეცა არა თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ მადლითა მით, რომელი ღმრთისა...
...გულისხმა-ყავთ, რამეთუ პირითა პავლესითა ქრისტჱ იტყოდა. ისმინეთ უკუე, რასა იგი იტყჳს ამის ჯერისათჳს: „ნუ თავისა თჳსისასა ეძიებნ კაცად-კაცადი, არამედ მოყუსისასა თითოეული“. და კუალად იტყჳს: „კაცად-კაცადი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილსა ზედა აღსა-შენებელად“. და კუალად იტყჳს: „იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ“. ჰხედავა ქებასა ამას ძმათმოყუარებისასა? და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ: რომელნიმე სათნოვებანი ჩუენ შორის ოდენ დაადგრებიან, და რომელნიმე სხუათა მიმართცა მიიწევიან. ესე იგი არს, მარხვაჲ და მო-ღუაწებაჲ და ქალწულებაჲ და მსგავსნი ამათნი მოქმედთა ხოლო მათთა სარგებელ ეყოფვის, ხოლო მოწყალებაჲ და სიყუარული და სწავლაჲ და უცხოთმოყუარებაჲ და მსგავსნი ამათნი ჩუენცა სარგებელ გუეყოფვიან და ჩუენ მიერ სხუათა მიმართცა მიიწევიან, და ამისთჳს უაღრეს და უპატიოსნეს არიან.
ისმინე უკუე, ამის ჯერისათჳსცა რასა იტყჳს მოციქული: „შე-ღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ სარგებელ არს ჩემდა“.
სწავლაჲ ლ რაჲთა წერილთა ჯერისაებრ ვიჴმარებდეთ, და მართლისა ცხორებისათჳს:
...ან, და შინაგანნი ესე საქმენი - გარეწარად და გარეწარ-თაცა უშეურაცხჱს.
ანუ არა უწყითა, ვითარმედ ყოველნი ესე წერილნი არა თუ მაშინდელთა მათ კაცთათჳს ოდენ დაწერილ არიან, არამედ ჩუენთჳსცა სწავლად დაწერილ არიან, რომელთა ზედა აღსასრულნი ჟამთანი მოიწინეს, ; ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს. ამისთჳს ყოვლადვე ვიტყჳ და არავინ ისმენს, გარნა მე არავე დავსცხრე სიტყუად, და ესრეთ ღმერთმან მომცეს სასყიდელი. რამეთუ რომელი მორჩილთა ასწავლიდეს, აქუს მას ნუგეშინის-ცემაჲ - მსმენელთა მათ მორჩილებაჲ, ხოლო რომელი ზედაჲსზედა იტყოდის, და არავინ უსმენდეს, და იგი არავე დასცხრებოდის სიტყუად, უმეტესსა სასყიდელსა ღირს არს, რამეთუ ნებისათჳს ღმრთისა, დაღაცათუ არავინ უსმენდა, მან თჳსი აღასრულა. არამედ მე სურვიელ ვარ, რაჲთა თქუენცა სცხოვნდეთ, და ესე მაქუს დიდად სასყიდელად; და მწუხარე ვარ, უკუეთუ არა გამოიღოთ ნაყოფი. არამედ ღირსმცა ვართ ყოველნი გამოღებად ნაყოფთა სულიერთა და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს::
...რეალობად იქცევა.
ამ ეპისტოლეს მინდა ვუწოდო „იმედი, - შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად“ და პავლე მოციქულის სიტყვებით დაგლოცოთ: „დაე, მოგეცეთ იმის ნიჭი, რომ ერთმანეთს შორის თანამოაზრენი იყოთ ქრისტე იესოს მიერ, რათა ერთსულოვნად ადიდებდეთ ღმერთს ... შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ თქვენ“ ().
მაშ, მიენდეთ უფალს და მისი შეწევნით ისწავლეთ პრობლემების დაძლევა.
ცხადია, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მომავალ თაობას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას რთული გზა აქვს გასავლელი. გეოპოლიტიკური მდებარეობა საქართველოსთვის დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ კვეთს ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზები. აქ გადიოდა და კვლავაც იწყებს ფუნქციონირებას დიდი აბრეშუმის გზა. ამ მიწასთან არის დაკავშირებული მრავალი დიდი და პატარა ქვეყნის ინტერესი. ამიტომაც მუდმივად ვიდექით არჩევნის წინაშე და გადარჩენისა და განვითარებისთვის ვეძებდით საშუალებებს. ჩვენი კულტურა ევროპისა და აზიის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენეული აღქმაა და არა მექანიკურად გამეორება სხვათა ნააზრევისა. ამიტომაცაა იგი ძვირფასი. ამიტომაც შევიტანეთ ჩვენ ღირსეული წვლილი მსოფლიოს კულტურულ საგანძურში. მრავალფეროვნება ჩვენს თვისებად იქცა;...