1.ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო, კაცო, რომელიც განიკითხავ, რადგანაც სხვისი განმკითხველი განსჯით შენსავე თავსა სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.2.ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, ჭეშმარიტებისამებრ, არის ღვთის მსჯავრი ყოველივე ამის მოქმედთა მიმართ.3.იქნებ გგონია, კაცო, რომ თავს დააღწევ ღვთის მსჯავრს რაკიღა განიკითხავ ამის მოქმედს და თვითონ კი მასვე სჩადიხარ?4.ან იქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ?5.შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის,6.როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას:7.მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს;8.ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას.9.ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.10.დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს.11.რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის.12.ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება.13.რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან.14.ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული.15.ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს,16.საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ.17.აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს,18.ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს.19.თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,20.უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში.21.კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?22.ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ?23.რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?24.ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.25.წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა.26.თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება?27.ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ?28.ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იუდეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი.29.არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან.
წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ
თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ
სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
გუაკურთხენ, მამაო.
პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული (1,1).
თარგმანი წმიდისა კჳრილესი: ვინაჲთგან შორიელთა მიუწერდა და უფროჲსღა ჰრომაელთა, რომელნი ჯერეთ არღა ეხილნეს, ამისთჳს თავსა ზედა თჳსსა სახელი დააწესა, რაჲთა საცნაურ იქმნას მათ მიერ, რამეთუ რომელსა-იგი პირველ სავლე ეწოდებოდა, პავლედ შეიცვალა, და, ვითარცა ყოვლითავე მსგავს იქმნა თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრესა, არცა ამით დააკლდა მისსა საქმესა, რამეთუ, ვითარცა მას სიმონ ეწოდებოდა და პეტრე ეწოდა,...
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უსჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ (2,12).
თარგმანი: ამას ადგილსა არა თუ ოდენ სწორებასა იქმს ჰურიისა და წარმართისასა, არამედ ფრიად უმძიმედ გამოაჩინებს ჰურიისა ცოდვასა, რამეთუ, რომელ იტყჳს თუ "უშჯულოდ წარწყმდეს", არა თუ ამას იტყჳს, თუ უფიცხესი სასჯელი მიიღოს, არამედ უფროჲსად უმოლხინესი. ესე იგი არს, ვითარმედ რომელი-იგი უმეცარ იყოს შჯულსა და არასადა ასმიოდის იგი, უშჯულოდცა წარწყმდეს ცოდვათა თჳსთათჳს. ხოლო...
პავლესი: რამეთუ რომელთა-იგი ურჩულოდ შესცოდეს, ურჩულოდცა წარწყმდეს და რომელთა რჩულსა შინა შესცოდეს, რჩულითაცა ისაჯნენ (2,12).
თარგმანი: რამეთუ რომელ იტყჳს თუ "ურჩულოდ წარწყმდენ," არა თუ ამას იტყჳს თუ უფიცხლესი საშჯელი მიიღონ, არამედ უფროჲსად უმოლხინესი, ესე იგი არს, ვითარმედ, რომელი-იგი უმეცარ იყოს რჩულსა და არასადა ასმიოდის იგი და ცოდოს, წარწყმდეს იგი ურჩულოდ, ესე იგი არს არღარა აქუს რჩული იგი დაწერილი მისდა დამსჯელ და...
მოციქულისაჲ: არა-მე წინადაუცუეთილებაჲ იგი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? (2,26).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ჴორციელი წინადაცუეთაჲ აწ არღარად საჴმარ არს, არამედ სულიერი ჯერ-არს, რამეთუ უკუეთუ წარმართთაგანთა მათ წინადაუცუეთელად ჰრწმენეს ღმერთი და იქმოდინ საქმეთა კეთილთა მათ, შეერაცხოს წინადაცუეთილებად ჭეშმარიტად.
მოციქულისაჲ: და გშჯიდეს (2,27).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაგსაჯნეს თქუენ. რამეთუ რომელთა არცა შჯული აქუნდა, არცა წინაჲსწარმეტყუელნი, იცნეს ჭეშმარიტებაჲ, და თქუენ...
...და: „ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა" (). ხედავ, როგორ ამ საკვირველმა მსოფლიოს მოძღვარმა ნათლად გვაჩვენა, რომ ისინი, ვინც ღვთის სულგრძელობას, სინანულისთვის ბოძებულს, ჯეროვნად არ იყენებენ, უფრო დიდ მსჯავრსა და სასჯელს იმსახურებენ? სწორედ ამიტომ ახლა კაცთმოყვარე ღმერთი, თითქოს იმართლებს თავს და აჩვენებს მიზეზს, რის გამოც ვადის გასვლამდე მოავლინა წარღვნა, მართლის წლების რიცხვს მიგვანიშნებს და ამბობს: „ნოე იყო ექუსასთა წელთა". მართლაც, ისინი, ვინც ასი წლის განმავლობაში არ ისურვეს შეცვლა, რა სარგებელს მიიღებდნენ ოცი წლისგან, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტ ცოდვას დაამატებდნენ? თავის მხრივ ღმერთმა, რომელსაც სურდა გამოუთქმელი კაცთმოყვარეობისა და სახიერების უზომო სიდიდე ეჩვენებინა, კიდევ შვიდი დღით ადრე აუწყა მათ წარღვნის მოახლოების შესახებ, რათა ისინი, თუნდაც ამ მოკლე ვადის სიმცირით შეშინებულნი, რაიმე ცვლილება გამოეჩინათ.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრჱსი რაჲმე გეყოს შენ“ (5,14).:
...გუელხინოს, ვითარმედ: აჰა ესერა ცოცხალ ქმნულ ვართ, ნუღარამცა ვცოდავთ. უკუეთუ კულა ვცოდვიდეთ და არა ვიტანჯებოდით აქავე, მოვიჴსენებდით სიტყუასა მას პავლე მოციქულისასა, ვითარმედ: „სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგჳყვანებს, ხოლო სიფიცხისაებრ ჩუენისა და უნანელისა გულისა ვიუნჯებთ რისხვასა დღესა მას რისხვისასა“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვიდა კაცი იგი და ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“ (5,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ჰგიეს პირველსავე ერთგულებასა ზედა და ქადაგებს მკურნალსა მას და სხუათაცა მოიზიდავს მისა მიმართ. რამეთუ არა თუ შესმენით თქუა სიტყუაჲ ესე; ანუ ვითარმცა ქმნა საქმჱ ესე? დაღაცათუმცა მჴეცი იყო, კმა იყო ქველისმოქმედებაჲ იგი და შიში, რომლითა შეაშინა უფალმან მოდრეკად მისა. არამედ არა ესრეთ არს, გარნა დიდისა კადნიერებისა არიან სიტყუანი ესე, და ქადაგებს ქველისმოქმედსა მას არა უდარჱს ბრმისა მის, რომელმან თქუა, ვითარმედ: „ქმნა თიჴაჲ და აღმიხილნა თუალნი“. ეგრეთვე ამან თქუა, ვითარმედ: „იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომ...
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:
...(მათ. 11,21-22)
იხილეა წესი განკითხვათა მისთაჲ? ვითარ მათვე ცოდვათა ზედა კაცად-კაცადისა განყოფილებით იქნების საშჯელი. რამეთუ ოდეს სულგრძელ გუექმნას, და ჩუენ არა შევიგონოთ, უმეტესისა სატანჯველისა ღირს ვართ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „სიფიცხისაებრ შენისა და უნანელობისა იუნჯებ თავისა თჳსისა რისხვასა“.
აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და ნუ დავბრკოლდებით, ნუცა შევშფოთნებით ნურარას ზედა საქმესა, ნუცა ვეძიებთ, თუ ესე რაჲმე რად ესრეთ იქმნა, ანუ იგი რაჲმე რად ესრეთ განაწესა, არამედ მიუშუათ ყოველი მიუწდომელთა მათ განკითხვათა ღმრთისათა. ხოლო ჩუენ ესე ვი-ღუაწოთ, რაჲთა ცოდვისაგან განვეშორნეთ და სათნოებაჲ შევიკრძალოთ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.