1.მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა.2.ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში.3.და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ.4.და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.5.თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ.6.ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს.7.ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“.8.ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.9.ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ.10.ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.11.ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს.12.ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს.13.სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა.14.ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას.15.მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ.16.კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა?17.ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.18.იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?19.მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს?20.არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ.21.არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას.22.ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?23.ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.24.ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს.25.ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.26.რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.27.თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.28.მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.29.ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით?30.თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?31.ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.32.ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას.33.ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.
მოციქულისაჲ: ხოლო კერპთა ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს (8,1).
თარგმანი: ესე იყო მიზეზ ნაზორევთათჳს მხილებისა, რამეთუ იყვნეს ვინმე კორინთელთაგანნი მეცნიერნი, ვითარმედ არა პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, და ვითარმედ არარა არიან კერპნი, თჳნიერ ძელ და ქვა; ამისთჳსცა დაუყენებელად შევიდოდეს ბილწთა მათ ტაძართა საკერპოთა და ურიდად ჭამდეს მათ შინა დაგებულსა მას ტაბლებსა და გემოსა-იხილვიდეს ნაზორევისასა, რომელი-ესე თჳთ მათცა სავნებელ ექმნებოდა, განსრულებულთა მეცნიერებითა,...
პავლესი: განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ (10,13).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან იგინი იქადდეს, ვითარმედ ვიდევნენითო და ღუაწლი დავითმინეთ ფრიადი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ არა შემთხუეულ არს თქუენდა მძიმე განსაცდელი, გარნა სუბუქი და უნდოჲ, რამეთუ კაცობრივად მცირესა იტყჳს.
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე განაგრძო მხილებაჲ მათი, აწ სიტკბოებით ეზრახების და საყუარელად თჳსსა უწოდს მათ. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა ხოლო ვითარცა დამაბრკოლებელობისათჳს უძლურთა მათ ძმათაჲსა, არამედ, ვითარცა განცხადებულისა კერპთმსახურებისაგან, განაყენებს მათ ჭამისაგან ნაზორევთაჲსა.
სწავლაჲ ლთ ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაჲ: განშორებაჲ ბოროტთაგან და ქმნაჲ სათნოებისაჲ:
...ელებაჲ. გარნა არა კმა არს გამოსლვაჲ ხოლო ეგჳპტით, არამედ ქუეყანასაცა აღთქუმისასა ჯერ-არს შესლვად, რამეთუ ებრაელნი იგი, ვითარცა პავლე იტყჳს, დაღაცათუ ზღუაჲ მეწამული განვლეს და მანანაჲ ჭამეს და სასუმელი იგი სულიერი სუეს, გარნა ქუეყანასა მას აღთქუმისასა ვერ შევიდეს, არამედ უდაბნოსა მას შინა წარწყმდეს.
ვეკრძალნეთ უკუე, რაჲთა არა ჩუენცა ეგრეთვე შეგუემთხჳოს. ამისთჳს ნუმცა უდებ და მცონარ ვართ, არამედ აწცა, ოდეს გუესმნენ სიტყუანი ბოროტთა მათ მსტოვართანი, შეასმენდენ რაჲ იწროსა მას და საჭიროსა გზასა და იტყოდინ, რასა-იგი მაშინ იტყოდეს მსტოვარნი ისრაჱლთანი, ნუ მივემსგავსებით ერსა მას უგუნურსა, არამედ ისუს ვჰბაძვიდეთ და ქალებს და ნუ უდებ ვიქმნებით, ვიდრემდის აღთქუმანი იგი დავიმკჳდრნეთ და ზეცად აღვიდეთ.
ნუცა ვჰგონებთ, თუ ძნელ არს გზაჲ იგი; „უკუეთუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ესე-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა“.
გარნა „იწროჲ არსო ბჭე და გზაჲ იგი საჭირველ“, - მეტყჳან ვინმე. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელი ამას იტყჳ: პირველი იგი გზაჲ, რომელსა ხჳდოდე, ვითარი იყო? არა იწროჲ ხ...
...ელთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და მოქალაქობისაცა სათნოჲსა მოგებად; რამეთუ უკუეთუ მოქალაქობაჲცა ღირსი სარწმუნოებისაჲ არა ვაჩუენოთ, დიდი მომეჴადოს ჩუენ სასჯელი. და ესე გამოაჩინა პირველითგანვე ნეტარმან პავლე, რამეთუ იტყჳს: „ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს, და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“. და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა ცხონდეს, არამედ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა“. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულისმთქუმელ ბოროტისა. და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე გჳბრძანებს და ამის ჯერისათჳს მრავალნი სწავლანი და მრავალნი იგავნი შემოიხუნა, ვითარცა იტყჳს, ვითარ-იგი მრავალნი სასწაულთაცა იქმოდეს და ეშმაკთა განასხმიდეს და სატანჯველადვე მიეცნეს, რამეთუ საქმენი კეთილნი არა შეიკრძალნეს. და კუალად, იგავი იგი ათთა ქალწულთაჲ და ბადისა მის სათრომელისაჲ და თესლისა მის ეკალთა შინა დარდომილისაჲ და ხისა მის უნაყოფოჲსაჲ, - ესე ყოველნი ამისთჳს წარმოგჳთხრნა, რაჲთა საქმესა სათნოებისასა მოსწრაფე ვიყვნეთ. რამეთუ სარწმუნოებასა არა ფრიადი უჴმს შრომაჲ; ამისთჳს არა მრავალნი სწავლანი წარმოთქუნა მისთჳს უფალმან, ხოლო საქმეთათჳს კეთილთა მრავალნი წარმოთქუნა სწავლა...
...ბანილ იყვნეს მუნ ბრმანი, და არარაჲ ესევითარი იპოვა, არამედ მუნცა ძალი ქრისტესი იყო. ამისთჳს თარგმანებაჲცა სახელისაჲ შესძინა მახარებელმან, ვითარმედ: „რომელი ითარგმანების მოვლინებულად“ (9,7); ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სუმიდეს სულიერისა მისგან კლდისა, რომელსაცა შეუდგეს; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე“. ვითარცა უკუე კლდე იყო ქრისტე სულიერი, ეგრეთვე სილოამი არს სულიერი, და მე ვჰგონებ, ვითარმედ მეყსეულად მოსლვაჲ იგი წყლისაჲ მის მოასწავებს საიდუმლოსა დაფარულსა, რომელ არს მოულოდებელობაჲ იგი გამოჩინებისა მისისაჲ.
არამედ იხილე ბრმისა მის გონებაჲ, ყოველსა ზედა მორჩილი, რამეთუ არა თქუა ყოლადვე, ვითარმედ: უკუეთუ თიჴაჲ ესე არს და ნერწყუაჲ, რომელმან აღმიხილნეს თუალნი, რადღა საჴმარ არს ჩემდა სილოამ? ხოლო უკუეთუ სილოამი საჴმარ არს, რად საჴმარ არს ნერწყუაჲ ესე, და თიჴაჲ რაჲსათჳს მცხო, ანუ რაჲსათჳს მიბრძანა დაბანაჲ? გარნა არარაჲ თქუა ესევითარი, არამედ ერთისა საქმისა მიმართ ოდენ განმზადებულ იყო, რაჲთამცა ყოველსა ზედა ბრძანებული მისი აღასრულა. უკუეთუ კულა ვინ იტყოდის, თუ: ვითარ, მოიჴადა რაჲ თიჴაჲ იგი, მაშინ აღიხილნა, ვინაჲთგან იგი იყო თუალთა მისთა აღმასრულებელი? არარაჲ სხუაჲ ვჰრქუა მას, გარნა ესე, ვითარმედ: ჩუენ არა უწყით, თუ ვი-თარ იქმნა. და...