1.შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.2.„პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, -3.რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად.4.თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.5.მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;6.არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.7.კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს.8.იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან.9.თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება.10.და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.11.შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,12.რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.13.ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.14.მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,15.ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.16.ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,17.აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.18.ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,19.ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,20.რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.21.ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური,22.რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები.23.მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.24.მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
მოციქულისაჲ: ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ (5,22-23).
თარგმანი: აწინდელი ესე "ვითარცაჲ" არა სწორებისაჲ არს, არამედ მსგავსებისაჲ, რამეთუ უფლისა მორჩილებაჲ უზეშთაეს გჳჴმს ქონებად, და არარაჲსა ჴორციელთა საქმეთაგანისა თანა სწორებად, ხოლო მისითა სახედ მოღებითა და მისთჳსვე, რამეთუ მას თავადსა ყოველივე მშჳიდობაჲ და წესიერებაჲ უყუარს, და არა-რაჲ არს სახლსა შინა ესრეთ წესიერებისა...
მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა (6,10).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემოსა თავსა შინა კეთილად განაწესნა თითოეული თჳსითა წესითა, და დასასრულსა სიტყჳსასა ამით შეაძრწუნნა უფალნი მონათათჳს, ვითარმედ: "ნუ გგონიეს, თუმცა შენ თუალ-გახუნა ღმერთმან უფლებისათჳს, და არა შური იძია შენგან უწყალოებისათჳს მონათაჲსა, ამისთჳს აწ ყოველთა ზოგად ნუგეშინის-სცემს და განაძლიერებს წყობად წინააღმდგომისა, სასოებითა უფლისაჲთა, რამეთუ თჳნიერ ყოვლადძლიერისა...
მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენითიგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა (ეფეს. ვ, დ).
თვით ამ სიტყვებითგან ჰსჩანს, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, რა საგანზედ განვიზრახეთ ჩვენ დღეს უბნობა თქვენთანა. აწინდელი სიტყვა ჩვენი თქვენთანა იქმნება მას ზედა, თუ ვითარ უნდა ზრდიდენ მშობელნი ქრისტიანენი მცირეწლოვანთა შვილთა თვისთა. ვგონებ, რომ თქვენც გრძნობთ, რა დიდი საგანი არის ეს და რა სახით არის საჭირო, რომ ქრისტიანე ხშირად ჰფიქრობდეს მას ზედა. პირველთა ცნობათა და ჩვეულებათა,...
აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთწინადადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ,რათა სდგეთ, (ეფესელთა 6, 13).
დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რომ ცხოვრება ჩვენი ქვეყანასა ზედა, არის ბრძოლა, მოღვაწეობა, ჭიდაობა; სოცოცხლე ჩვენი გარემოცული არის მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა მიერ; დიდი ღონე, სიმტკიცე და თავის გამომეტება გვმართებს ჩვენ, რომ ჯეროვნად და სათანადოდ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. თუ...
...შეგეშინდებათ: ბრძოლა თუმცა არათანასწორია, მაგრამ დიდია ჩვენი იარაღის ძალა. თქვენ იცით, ვინ არის თქვენი მტრები — თითქოს ასე აგრძელებს მოციქული — ნუ დაეცემით სულით და ნუ მოდუნდებით ბრძოლაში, არამედ „ამისთჳს შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა" (). მრავალი მანქანება, ესე იგი ხერხი, აქვს ეშმაკს, რომლითაც უზრუნველთა დაჭერას ცდილობს; ამიტომ საჭიროა მათი გულმოდგინე შეცნობა, რომ მის მახეებს ავარიდოთ თავი და არანაირი საბაბი არ მივცეთ; საჭიროა გულმოდგინე დაცვა ენისა, თვალთა დაცვა, აზრის სიწმინდეში შენარჩუნება და მუდმივი მზადყოფნა ბრძოლისთვის, თითქოს რაღაც ველური მხეცი გვესხმოდეს თავს და დაღუპვით გვემუქრებოდეს. ამიტომაც ის ზეციური სული, წარმართთა მოძღვარი, ქვეყნიერების ბაგე, რომელიც ყველაფერს თავისი მოწაფეების ცხონებისთვის აკეთებდა, სიტყვების შემდეგ: „შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ" — ყოველი მხრიდან გვცავს და უძლეველს გვხდის, ამბობს: **„მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ, და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ: ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...სასოებაჲ აღდგომისაჲ, მაშინ მძლე ვექმნებით ეშმაკსა და დავაკუეთებთ მას, ვითარცა მაცხოვარმან და უფალმან ჩუენმან ქმნა და მოთმინებითა დაამჴუა ძალი მტერისაჲ და ესე სახე მოგუცა საჭურველად, ვითარცა იტყჳს მოციქული: „შეიმოსეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა“.
ესრეთ უკუე აჩუენა რაჲ უფალმან ახოვნებაჲ შუენიერი და დასცა მტერი იგი ჩუენი, მერმე დასდვეს მას ზედა ჯუარი სასწაულად ძლევისა ჭეშმარიტად, რაჲთა უნებლიეთ აღიარონ უკეთურთა მათ, ვითარმედ მან მიიღო ძლევაჲ. რამეთუ ვიდრემდის მტერი იგი დგა, აქუნდა ძელი მტარვალთა, ხოლო ოდეს იგი დაეცა და შეიმუსრა, მაშინ საძლეველი იგი აღიღო უფალმან და თავადმან იტჳრთა.
ხოლო ჯერ-იყო, რაჲთა საძლეველი იგი არა სხუასა აქუნდეს, არამედ მძლესა მას ახოვანსა.
ხოლო მი-რაჲ-ვიდოდა სიკუდილად, საძლეველსა მას თანა მიიღო სამოსელიცა თჳსი, რაჲთა იგიცა სიკუდილსა თანა განიძუარცოს. ამისთჳს შეიმოსა იგი და განვიდოდა ჯუარ-ცუმად.
ხოლო წარიყვანეს რაჲ ჯუარ-ცუმად, ეკიდა მას თჳთ ჯუარი თჳსი, ვი-თარცა იოვანე იტყჳს, ხოლო სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ სჳმონ კჳრინელსა ეტჳრთა ჯუარი. და არა წინააღუდგებიან იგინი იოვანეს, არცა იოვანე სხუათა მათ, არამედ ორივე იქმნა, რამეთუ თავადმანცა უფალ...
...გალითები არიან? ახლა ჩვენ იოსების მაგალითი იმისთვის მოვიხმეთ, რომ ყველამ მიბაძოს მას. მაშ, ყველანი მიბაძოთ მას, ხორციელ ცდუნებათა ზემოთ ავმაღლდეთ და ვიცოდეთ, რომ „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა" (), — და ასე შეიარაღდეთ. თუ წარმოვიდგენთ, რომ ხორცშემოსილნი ვართ, მაგრამ უხორცო ძალებთან გვიწევს ბრძოლა, სულიერი იარაღით შევიმოსოთ. რადგან ხორცით ვართ მოსილნი, მაგრამ უხილავ ძალებთან გვაქვს ბრძოლა, კაცთმოყვარე უფალმა ჩვენთვის უხილავი იარაღიც მოამზადა, რათა ამ იარაღის ძალით ჩვენი მოწინააღმდეგეების ბუნებას ვძლეოდეთ. მაშ, ამ იარაღის ძალის მიმართ ნდობით, ჩვენი მხრიდანაც ყველაფერი ვიხმაროთ, რაც საჭიროა: მაშინ შევძლებთ, ამ სულიერი აღჭურვილობით გარშემორტყმულნი, თავად ეშმაკს სახეში დავარტყათ. ის ვერ იტანს ასეთი იარაღიდან გამოსხივებულ ელვას, და თუნდაც ეცადოს წინააღდგომას, მისი მზერა მაშინვე ბრმავდება. სულიწმიდის მადლი კი უხვად მოეფინება იქ, სადაც უმანკოება, პატიოსნება და სხვა სათნოებები ერთიანდება; ამიტომაც ამბობდა პავლე: „ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" () და „სიწმიდესა" (...