1.პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, - ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც არიან ფილიპეში, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ:2.მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.3.მადლობას ვწირავ ჩემს ღმერთს თქვენი ყოველი გახსენებისას.4.ყოველთვის, ჩემი ყოველი ლოცვისას, სიხარულით ვლოცულობ თქვენთვის,5.რადგანაც ჩემი თანამოზიარენი იყავით სახარებაში, პირველი დღიდან აქამდე.6.მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.7.რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.8.ვინაიდან ღმერთი მყავს მოწმედ, როგორ მიყვარხართ ყველანი იესო ქრისტეს სიყვარულით;9.და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში,10.რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს,11.სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.12.მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას.13.ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის,14.რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება.15.თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს.16.ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს.17.მეორენი კი - სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ.18.მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ,19.რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,20.თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.21.რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.22.მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.23.ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.24.ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.25.თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,26.რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით.27.მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.28.ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის.29.რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის,30.იმავე ღვაწლით, რა ღვაწლიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი.
მოციქულისაჲ: პავლე და ტიმოთე, მონანი იესუ ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი ხართ ფილიპეს შინა (1,1).
გუაკურთხენ, მამაო:
ფილიპიაჲ ქალაქი არს მაკედონისაჲ, განწესებული დედაქალაქსა ქუეშე თესალონიკისასა, რომელთა მიმართ, ვითარცა თანასწორთა პატივითა, ეგრეთ მისწერს, და არცა ერთსა რას სახელ-იდებს პატივთაგან მოციქულებისათა, თჳნიერ მონებასა ქრისტესსა, რომელი-იგი დაღაცათუ საზოგადო არს ყოველთა, არამედ პავლესივე არს და მსგავსთა მისთაჲ,...
თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ პყრობილებაჲ იგი პავლესი დახრწევა იქმნა ქადაგებისა, ამისთჳს ამას აუწყებს, ვითარმედ უფროჲსღა წარმატება იქმნა, არა ხოლო თუ არაჲს დაკლებაცა.
მოციქულისაჲ: ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა...
ესე ებისტოლჱ მიუწერა ჰრომით ამის მიზეზისათჳს, რამეთუ პირველ მისრულ იყო და ექადაგა მათ თანა და მერმე წარსცეს მათ მისთჳს საჴმარი და უთხრეს მისრულთა მათ, ვითარმედ ვიეთნიმე ასწავლიან ფილიპელთა წინადაცუეთასა და იტყჳან თუ თჳნიერ მისა არა იქმნების განმართლებაჲ და ამისთჳს მიუწერა ესე მოციქულმან.
პავლესი: კრულებანი ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ყოველსა მას ტაძარსა (1,13).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ რომელნიმე სიწრფოებით ქრისტესა ქადაგებენ და რომელნიმე — შურითა ჩემითა, რაჲთამცა უმეტესად აღეტყინა რისხვაჲ მეფისაჲ, რამეთუ ვინაჲთგან პავლე შეპყრობილ იქმნა, მაშინ ურჩულონი ვინმე მიმოვიდოდეს და. ქრისტესა ქადაგებდეს და იტოდეს, ვითარმედ: პავლეს უსწავებიეს ჩუენდა; რაჲთამცა უმეტესად განრისხნა მისთჳს მეფე და ადრე მოკლა.
მოციქულისაჲ: გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინათუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინათუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა (1,27).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მოსლვაჲცა და შორს ყოფაჲცა, ხილვაჲ და სმენაჲ, თანად სიკუდილით და ცხორებითურთ, ამის პირისათჳს საჴმარ არს ჩემდა, რაჲთა შემატება გცე თქუენ ღირსებით სრბასა მაგას თქუენსა, ღირსად მცნებათა ქრისტეს სახარებისათა. და ესე მაშინ უსახარულევანეს არს ჩემდა, რაჟამს არა ერთი,...
...ძლიერება დაარღვია; და ეს ჯოჯოხეთი, ადრე საშინელი და დაუძლეველი, ქრისტემ ახლა ისე გააუფასურა, რომ ზოგიერთნი მას არ ეშინიან და აქედან გადასახლებისკენ მიისწრაფვიან და ჩქარობენ. ასე პავლეც ძახილებს და ამბობს: „შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად" (). მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ახლაა, — ქრისტეს მოსვლის, სპილენძის კარიბჭეთა შემუსვრისა და სიმართლის მზის მთელ ქვეყნიერებაზე მობრწყინების შემდეგ. ხოლო იმ ძველ დროში სიკვდილი ჯერ კიდევ საშინელ სახეს ინარჩუნებდა და მაშინდელი მართალი კაცების სულს აძრწუნებდა, ისე, რომ ყოველივე დანარჩენს, თუნდაც ერთი შეხედვით აუტანელს, ადვილად ითმენდნენ. ამგვარად, ეს მართალიც, გერარელ მცხოვრებთა ვერაგობის შიშით, სარრას არა ცოლად, არამედ დად გასცემდა და ასე ცხოვრობდა იქ. და როგორც ეგვიპტეში გადასახლება ღმერთმა იმ მიზნით შეუშვა, რომ იქაური უმეცარნი და უგრძნობელნი შეიცნობდნენ მართლის სათნოებას, ასევე აქაც უფალი ავლენს თავის სულგრძელობას, რომ მართლის მოთმინებაც გაბრწყინდეს ყოველმხრივ, და ღვთის კეთილგანწყობა მის მიმართ ყველასთვის საცნაურ გახდეს. „მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ" (). წ...
...აგან წუთერთ დააკლდინ. ვინ უაღრეს იქმნების ამათ ორთაგან, და რომელი უმეტესსა სასყიდელსა მიემთხუევის? არა საჴმარ არს აქა ჩემდა მრავლისმეტყუელებაჲ, რამეთუ დგას ნეტარი პავლე და განჩინებით იტყჳს: „გული მეტყჳს მე განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲსღა უმჯობეს; ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უაღრეს თქუენთჳს“. და პატივ-სცა აღშენებასა მოყუასთასა უფროჲს ქრისტეს მიმართ მოსლვისა, რამეთუ ესე არს უმეტესად ქრისტეს თანა ყოფაჲ - აღსრულებაჲ ნებისა მისისაჲ. ხოლო ნებაჲ მისი არარასა ზედა არს ესრეთ განსუენებულ, ვითარ ამას, რაჲთა უმჯობესსა მოყუსისასა ვიქმოდით. და ესე აუწყა პეტრეს, რაჟამს ჰრქუა: „პეტრე, გიყუარ მეა?“ და სამგზისვე სიყუარულისა მისისა სასწაულად მწყსაჲ ცხოვართა მისთაჲ უბრძანა. ხოლო ესე არა მღდელთა მიმართ ხოლო თქუმულ არს, არამედ კაცად-კაცადისა, რომლისადაცა რწმუნებულ იყოს გინა თუ დიდი, გინა თუ მცირე სამწყსო. ნუ მცირისათჳს უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ მამამან ზეცათამან სათნო-იყო მცირეცა იგი სამწყსოჲ. ერთიცა თუ ვის ჰყვეს მოწაფჱ ანუ შვილი, ყოვლითა მოსწრაფებითა იღუწიდინ, რაჲთა სარგებელ ეყოს მას სულიერითა წესითა. ესრეთ ვიქმნეთ სათნო უფლისა და მონა სარწმუნო. უკუეთუ მოვიგოთ სიყუარული, მოწყალებ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. და მათ ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ (8,28-34).:
...ითარმედ სული გან-რაჲ-ვიდეს ჴორცთაგან, არღარა ჴელ-ეწიფების სოფელსა ამას შინა ქცევად, არამედ წარიყვანებენ მას, რომელთაცა მიიღონ. ამის-თჳსცა სტეფანე იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი!“ და პავლე იტყოდა: „მსურის განსლვაჲ ამიერ და ქრისტეს თანა ყოფად“; და მამადმთავრისა მისთჳს წერილ არს, „მოკუდა სიბერითა კეთილითაო და შეეძინა მამათა თჳსთა; ესე იგი არს, ვითარმედ მათ თანავე წარვიდა სული მისი. ეგრეთვე უკუე არცა ცოდვილთა სულნი იქცევიანღა აქა შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა. და ისმინე, ვითარ მდიდარი იგი ამის ჯერისათჳს ევედრებოდა, რაჲთამცა მივიდა და აუწყა ძმათა თჳსთა, და არავე ჴელ-ეწიფა მას. ხოლო ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, მო-მცა-სრულ იყო და ეუწყა მუნ ყოფადი იგი.
ამის ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ შემდგომად ამიერ განსლვისა სულნი წარიყვანებიან უხილავსა მას სოფელსა, თითოეული შემსგავსებულსა თჳსთა საქმეთასა, გინა თუ განსასუენებელსა, გინა თუ სა-ჭირვებელსა; და არღარა უფალ არიან აქა მოსლვად, არამედ მოელიან სა-შინელსა მას დღესა განკითხვისასა.
და კუალად ამასცა გამოეძიებენ ვინმე, ვითარმედ: რაჲსათჳს ისმინა უფალმან თხოაჲ იგი ეშმაკთაჲ და უბრძანა კოლტს...