1.შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.2.„პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, -3.რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად.4.თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.5.მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;6.არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.7.კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს.8.იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან.9.თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება.10.და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.11.შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,12.რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.13.ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.14.მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,15.ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.16.ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,17.აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.18.ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,19.ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,20.რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.21.ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური,22.რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები.23.მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.24.მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
მოციქულისაჲ: ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ (5,22-23).
თარგმანი: აწინდელი ესე "ვითარცაჲ" არა სწორებისაჲ არს, არამედ მსგავსებისაჲ, რამეთუ უფლისა მორჩილებაჲ უზეშთაეს გჳჴმს ქონებად, და არარაჲსა ჴორციელთა საქმეთაგანისა თანა სწორებად, ხოლო მისითა სახედ მოღებითა და მისთჳსვე, რამეთუ მას თავადსა ყოველივე მშჳიდობაჲ და წესიერებაჲ უყუარს, და არა-რაჲ არს სახლსა შინა ესრეთ წესიერებისა...
მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა (6,10).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემოსა თავსა შინა კეთილად განაწესნა თითოეული თჳსითა წესითა, და დასასრულსა სიტყჳსასა ამით შეაძრწუნნა უფალნი მონათათჳს, ვითარმედ: "ნუ გგონიეს, თუმცა შენ თუალ-გახუნა ღმერთმან უფლებისათჳს, და არა შური იძია შენგან უწყალოებისათჳს მონათაჲსა, ამისთჳს აწ ყოველთა ზოგად ნუგეშინის-სცემს და განაძლიერებს წყობად წინააღმდგომისა, სასოებითა უფლისაჲთა, რამეთუ თჳნიერ ყოვლადძლიერისა...
მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენითიგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა (ეფეს. ვ, დ).
თვით ამ სიტყვებითგან ჰსჩანს, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, რა საგანზედ განვიზრახეთ ჩვენ დღეს უბნობა თქვენთანა. აწინდელი სიტყვა ჩვენი თქვენთანა იქმნება მას ზედა, თუ ვითარ უნდა ზრდიდენ მშობელნი ქრისტიანენი მცირეწლოვანთა შვილთა თვისთა. ვგონებ, რომ თქვენც გრძნობთ, რა დიდი საგანი არის ეს და რა სახით არის საჭირო, რომ ქრისტიანე ხშირად ჰფიქრობდეს მას ზედა. პირველთა ცნობათა და ჩვეულებათა,...
აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთწინადადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ,რათა სდგეთ, (ეფესელთა 6, 13).
დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რომ ცხოვრება ჩვენი ქვეყანასა ზედა, არის ბრძოლა, მოღვაწეობა, ჭიდაობა; სოცოცხლე ჩვენი გარემოცული არის მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა მიერ; დიდი ღონე, სიმტკიცე და თავის გამომეტება გვმართებს ჩვენ, რომ ჯეროვნად და სათანადოდ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. თუ...
...ხომ მათი შეგონება მართებდა. მაგრამ ხომ შეაგონებდა; თუმცა არა ისე, როგორც საჭირო იყო, რადგან არ ისურვა მათი დამწუხრება და მათთან ერთად საკუთარი თავიც დაღუპა.მოისმინეთ ეს, მამებო: „განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა“ () — და ეს დიდი ყურადღებით გააკეთეთ.სიჭაბუკე ველურია და ბევრ ზედამხედველს საჭიროებს - მასწავლებლებს, აღმზრდელებს, თანამდევებს, მომვლელებს; რადგან ყოველივე ამის შემდეგაც კი სანატრელია მისი შეკავება.როგორც დაუმორჩილებელი ცხენი, როგორც მოურჯულებელი მხეცი, ასეთია სიჭაბუკე.ამიტომ, თუ თავიდანვე და პირველი ასაკიდანვე კარგ საზღვრებს დავუდგენთ, ამის შემდეგ მრავალი შრომა აღარ დაგვჭირდება, არამედ ჩვეულება მათთვის უკვე კანონად იქცევა.
ნუ მივცემთ მათ ნებას, აკეთონ რაიმე სასიამოვნო და მავნებელი; ნურც როგორც ბავშვებს, ისე ვასიამოვნებთ; უმეტესად უმანკოებაში დავიცვათ ისინი, რადგან ეს ყველაზე მეტად აზიანებს სიჭაბუკეს.ამისთვის ჩვენ მრავალი ბრძოლა და დიდი ყუ...
...რადგან ყველგან ვხედავთ, რომ იგი უფრო მონებს უბრძანებს, ვიდრე ბატონებს, მორჩილების წესებს უჩვენებს და მათ დიდ ყურადღებას უთმობს. მათ, ერთი მხრივ, დიდი სიმშვიდით მორჩილებას შეაგონებს, ბატონებს კი მუქარის შეწყვეტას სთხოვს, როცა ამბობს: „შეუნდობდით რისხვასა“ ().და რატომ განაწესებს ამას?ურწმუნოთა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რადგან არ ჰქონდა მიზეზი, ელაპარაკა მათთვის, ვინც ყურადღებას არ აქცევს; მორწმუნეთა შემთხვევაში კი რისთვის?იმიტომ, რომ უფრო დიდი წვლილი ბატონებისაგან მიეწოდება მონებს, ვიდრე მსახურთაგან ბატონებს.რადგან სწორედ ისინი იხდიან ფულსაც და ზრუნავენ აუცილებელთა სიუხვეზე, სამოსზე და ყოველ სხვა საჭიროებაზე.ასე რომ, ბატონები მათთვის უფრო დიდ მსახურებას თავის თავზე იღებენ; სწორედ ამას მიანიშნა აქაც, როცა თქვა: „უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი“ ()....
...შეგეშინდებათ: ბრძოლა თუმცა არათანასწორია, მაგრამ დიდია ჩვენი იარაღის ძალა. თქვენ იცით, ვინ არის თქვენი მტრები — თითქოს ასე აგრძელებს მოციქული — ნუ დაეცემით სულით და ნუ მოდუნდებით ბრძოლაში, არამედ „ამისთჳს შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა" (). მრავალი მანქანება, ესე იგი ხერხი, აქვს ეშმაკს, რომლითაც უზრუნველთა დაჭერას ცდილობს; ამიტომ საჭიროა მათი გულმოდგინე შეცნობა, რომ მის მახეებს ავარიდოთ თავი და არანაირი საბაბი არ მივცეთ; საჭიროა გულმოდგინე დაცვა ენისა, თვალთა დაცვა, აზრის სიწმინდეში შენარჩუნება და მუდმივი მზადყოფნა ბრძოლისთვის, თითქოს რაღაც ველური მხეცი გვესხმოდეს თავს და დაღუპვით გვემუქრებოდეს. ამიტომაც ის ზეციური სული, წარმართთა მოძღვარი, ქვეყნიერების ბაგე, რომელიც ყველაფერს თავისი მოწაფეების ცხონებისთვის აკეთებდა, სიტყვების შემდეგ: „შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ" — ყოველი მხრიდან გვცავს და უძლეველს გვხდის, ამბობს: **„მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ, და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ: ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა...