1.ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა2.და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს.3.გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით.4.მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?5.მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.6.შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს.7.მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.8.წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში.9.სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა.10.ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა: ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო!11.უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი.12.ხოლო სავლემ ჩვენებით იხილა კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელი დაადო, რათა კვლავ ახელოდა თვალი.13.მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.14.აქაც მღვდელმთავრებისაგან მიუღია უფლება, რომ შეკრას ყველა, ვინც ახსენებს შენს სახელს.15.მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.16.მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის.17.წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით.18.მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრაო, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო.19.საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში.20.დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა.21.ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდელმთავართათვის მიეგვარა ისინი?22.სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.23.საკმაო დრომ რომ განვლო, იუდეველებმა განიზრახეს მოეკლათ იგი.24.მაგრამ სავლემ გაიგო მათი განზრახვა, ვინაიდან დღე და ღამ მოსაკლავად უდარაჯებდნენ კართან.25.მაშინ მოწაფეებმა ღამით აიყვანეს და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.26.სავლე იერუსალიმში მივიდა და ცდილობდა შეერთებოდა მოწაფეებს, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგანაც არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.27.ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით.28.ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის სახელით.29.ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი.30.ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს.31.ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.32.მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში.33.და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე.34.უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა.35.მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.36.ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.37.მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.38.რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.39.პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.40.პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.41.ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი.42.ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.43.პეტრე დიდხანს დარჩა იოპეს, ვინმე სიმონ დაბაღის სახლში.
ხოლო სავლე უფროჲს განრისხნებოდა და სავსე იყო გულისწყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა. მოუჴდა მღდელთმოძღუარსა მას და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ (9,1-2).
თარგმანი: ყოვლად მსგავს იყო სავლე ფიცარსა გარე-მორტყმულსა ქსელითა დედა-ზარდლისაჲთა, რომელი პოვა მეუფემან და განჰყარა ყოველი უშუერებაჲ აჩრდილთაჲ და ბრწყინვალედ გამოსახა მას ზედა ხატი საუფლოჲ,...
და იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ლუდიას, და პოა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუჱ მდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღუეულ, და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე. აღდეგ და გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა, და იხილეს იგი ყოველთა მკჳდრთა ლუდიისათა და სარონისათა, რომელთა-იგი მოაქციეს უფლისა (9,32-35).
სწავლაჲ კთ ვითარმედ სიმშჳდით ჯერ-არს მხილებაჲ და განმართებაჲ ცოდვილთაჲ და არა რისხვით:
...სა ძლიერებისა და უმეტეს მოიზიდავს წარწყმედულთა მათ ცხორებად. იხილე, ვითარ ღმერთი წყალობით და სახიერებით ეტყჳს შეურაცხისმყოფელთა მისთა ძუელსა მასცა შჯულსა და ახალსა. მაშინ იტყოდა: „ერო ჩემო, რაჲ-მე შეგაწუხე შენ?“ და კუალად ახალსა ამას შინა: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“ და კუალად, ოდეს-იგი მოუჴდეს მოწაფენი და ეტყოდეს გარდამოსლვად ცეცხლისა და დაწუვად მათ, რომელნი-იგი წინააღუდგეს, შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: „ანუ არა უწყითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ?“ ეგრეთვე ამას ადგილსა არა ჰრქუა მათ: ეჰა შეგინებულნო და არაწმიდანო, მტერნო ცხორებისა კაცთაჲსანო! არამედ აწ ისმინეთ, ვითარ ეტყჳს: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“ და კუალად იგავსა მას შინა უბრძანაო სახლისა უფალმან მონათა თჳსთა, რაჲთა აცადონ და არა აღმოფხურან ღუარძლი იგი, არამედ დროებაჲ სინანულისაჲ მისცენ. ამისთჳსცა მრავალთა შეინანეს და იქმნეს მოსწრაფე; რომელნი პირველ ხენეშ იყვნეს და უკუანაჲსკნელ, ვითარცა მნა-თობნი, გამობრწყინდეს, ვითარ-იგი პავლე და მეზუერე და ავაზაკი და სხუანი მსგავსნი მათნი, რომელნი-იგი ღუარძლ იყვნეს და იქმნეს იფქლ წმიდა. რომელ-ესე დაღაცათუ თესლსა ზედა არა იქმნებ...
...ვენი სათნოებანი იმის მცირეწილადაც ვერ გაუტოლდება, რაც ღმერთმა თქვენთვის გააკეთა. აი, სწორედ ამით გამოირჩეოდა თითოეული წმინდანი. და, რათა ამაში დარწმუნდე, ისმინე ქვეყნიერების მოძღვარი, ეს ზეცათმავალი სული, როგორ ის, ასეთი სათნოებების აღსრულების შემდეგ, ზეციდან ასეთი მოწმობის შემდეგ — „ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი" (), ნათქვამია, — თავის ცოდვებს არ ივიწყებს, არამედ მუდმივად გონებაში ატარებს მათ, როგორ არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, დაივიწყოს ისიც კი, რაში, მისი სრული რწმენით, უკვე ნათლისღებისას მიეტევა, არამედ ღაღადებს და ამბობს: „რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად" (). შემდეგ, რათა ჩვენ მისი თავმდაბლობის მთელი სიღრმე შევიცნოთ, დასძინა: „რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა". რას აკეთებ, პავლე? უფალმა თავისი მოწყალებით ყველა ცოდვა შენი მოგიტევა და წაშალა, შენ კი ჯერ კიდევ ახსოვს? ასეა, ამბობს, ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ უფალმა ცოდვებისგან მიხსნა: მაგრამ, როცა ჩემს საქმეებს მოვიფიქრებ და ღვთის კაცთმოყვარეობის უფსკრულს შევხედავ, მაშინ სავსებით ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მისი მადლითა და კაცთმოყვარეობით ვარ ის, რაც ვარ. **„არა ვარ ღირს წოდებად მოციქ...
მოციქულისაჲ: ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს. უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მომართ (3,1-2).:
...უენთჳს, ხოლო მე, აჰა ესერა, შეკრულ ვარ მისთჳს და სიკუდიდ განმზადებულ", რამეთუ რაჟამს ებისტოლესა ამას წერდა, კრულებათა შინა იყო; რაჲსაღამცა სხჳსათჳს, თჳნიერ წარმართთა ქადაგებისათჳს, რომელი-ესე წინაჲსწარ ჰრქუა ღმერთმან ანანიას, ვითარმედ: "ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი ჩემდად, რაჲთა ეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე წარმართთა" (), რომლისათჳსცა ზეგარდამო წოდებითა და დაბრმობითა თუალთაჲთა ქმნილსა მოქცევასა თჳსსა უწოდს, არა მოღუაწებად მადლისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, განგებულებად მადლისა; რამეთუ არა კაცთა მიერ განისწავლა, არამედ ქრისტეს მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა, ვითარმედ: "შორიელთა მიმართ წარმართთა მიგავლინებ შენ" ().
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოცხადებით მაუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედ-რე, რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა (3,3-4).
თარგმანი: საიდუმლოდ უწოდს მოქცევასა წარმართთასა, ვითარ თაყუანისმცემელნი ქვისა და ძელისანი ესოდენ მაღალთა შეემეცნნეს საიდუმლოთა ღმრთისმეტყუელებისათა, რომელთა საზომი წინაჲთვე ეუწყა პავლეს, ვითარმედ მის მიერ მოქცეულნი იგი ესოდენითა ღმრთისმეცნიერებითა განმდიდრებად არიან, და...