1.და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი.2.და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.3.და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.4.ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.5.ყოველი მწვანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებადმდე, რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა.6.ხოლო წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა7.და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.8.და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა.9.და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა - შორის სამოთხესა და ხე იგი - ცნობად კეთილისა და ბოროტისა.10.ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.11.სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ.12.ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი.13.და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა.14.და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი.15.და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.16.და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.17.ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.18.და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი.19.და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ.20.და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.21.დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.22.და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:23.და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.24.ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა25.და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა.
დღეს ნაკლები ადამიანი შეგვეკრიბა და არც ისე მრავალრიცხოვანია მოსულთა თავყრილობა. რისი ბრალია ეს? შეიძლება, ზოგიერთს შერცხვა სულიერ ამ ნადიმზე მოსვლა ხორციელი ტრაპეზის შემდეგ, და ეს გახდა მათი არმოსვლის მიზეზი. მაგრამ მათ ისმინონ ერთი ბრძენის სიტყვები: „არს სირცხვილი, რომელი მოაქვს ცოდვას, და არს სირცხვილი — დიდება და მადლი" (). სარცხვინო არ არის ხორციელი საზრდოს მიღების შემდეგ ამ სულიერ ნადიმზე მოსვლა. სულიერი...
აჰა, დღეს აღვასრულებთ ჩვენს აღთქმას, ჩვეულ სწავლებას შემოგთავაზებთ და წინათ ნათქვამს იმას შევუერთებთ, რაზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ. თქვენ იცით, რომ ერთხელ და მეორედ ვეცადეთ და ვისურვეთ ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენს ძმებზე მზრუნველობამ ჩვენი ენა მათი შეგონებისკენ მიიზიდა. ხან უძლურ ძმებს ვარწმუნებდით, რომლებიც ჩვეულებას მისდევდნენ და ამ სულიერ კრებას შორდებოდნენ, რითაც წმიდა დღესასწაულზე ჩვენს სიხარულს არღვევდნენ; მათ მტკიცედ ვურჩევდით და...
ვხედავ, რა დაუოკებელია თქვენი სურვილი, რა დიდია მოშურნეობა და რა დაძაბულია გონება, რა დიდი სიამოვნებითა და ყურადღებით უსმენთ სულიერ მოძღვრებას, და ამიტომ, თუმცა საკუთარ დიდ სიღარიბეს ვაცნობიერებ, მაინც ვცდილობ, მუდამ და ყოველდღე ეს ჩემი ღარიბი და მწირი ტრაპეზი შეგთავაზოთ, იმ რწმენით, რომ მოშურნეობით აღგზნებულნი, ნათქვამს სიამოვნებით მიიღებთ, როგორც ეს ხორციელ საზრდელთან ხდება — ყველამ იცის. როცა სტუმრებს კარგი მადა აქვთ, თუნდაც ტრაპეზი ღარიბი იყოს და...
კვლავ დღესაც, თუ ინებებთ, გუშინდელი ნათქვამის შემდგომს მივუბრუნდეთ და შევეცადოთ, აქედან სულიერი სწავლება გამოგაცნოთ. დღევანდელ საკითხავშიც (შესაქმის წიგნიდან) დიდი ძალაა დაფარული, ამიტომ საჭიროა, ჩავუღრმავდეთ და, ყოველივეს გულმოდგინედ განვიხილოთ, სარგებელი გამოვიტანოთ. თუ ისინი, ვისაც ზღვაში ძვირფასი ქვების პოვნა სურთ, ამდენ შრომასა და სიძნელეს იტანენ, წყლის მძვინვარე ნაკადს მიეცემიან, ოღონდაც საძებარი იპოვონ, მით უმეტეს ჩვენ უნდა დავძაბოთ ყურადღება და გამოვიძიოთ,...
ვხარობ და ვმხიარულობ, როდესაც ვხედავ, რომ ღვთის ეკლესია თავისი შვილების სიმრავლით მშვენიერდება და ყველანი დიდი სიხარულით შეიკრიბეთ. როდესაც თქვენს ნათელ სახეებს ვუცქერი, მათში თქვენი სულიერი მხიარულების უცხადეს მოწმობას ვპოულობ, როგორც ბრძენმა თქვა: „გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ" (). ამიტომ მეც დიდი მოშურნეობით ავდექი დღეს, რათა ამ სულიერ სიხარულში თქვენთან ერთად მონაწილეობა მიმეღო და,...
დიდ მადლობას გიძღვნით, რომ გუშინ ჩვენი შეგონება დიდი მზადყოფნით მიიღეთ და სიტყვის სიგრძეს არა მხოლოდ არ დაიღალეთ, არამედ ბოლომდე ისეთი ყურადღებით იყავით, რომ მოსმენის ცოცხალი მოშურნეობა შეინარჩუნეთ; ამით ჩვენში კეთილ იმედს აღძრავთ, რომ ჩვენს შეგონებას თავად საქმითაც აღასრულებთ. ვინც ასეთი სიამოვნებით ისმენს, ის, ცხადია, მისმენილის საქმით აღსრულებისთვისაც მზადაა. მეორე მხრივ, ეს თქვენი მრავალრიცხოვანი თავყრილობაც თქვენი სულიერი ჯანმრთელობის მოწმობაა....
დღეს მსურს გაგიხსნათ, საყვარელნო, სულიერი საუნჯე, რომელიც გადანაწილებისას არასოდეს ილევა, ყველას ამდიდრებს და სულაც არ მცირდება, პირიქით, კიდევ უფრო მატულობს. და თუ ხელშესახები საუნჯიდან ვინმეს მცირე ნაწილიც კი რომ მიიღოს, დიდ სიმდიდრეს შეიძენს; ისე საღვთო წერილშიც მოკლე გამონათქვამშიც კი შეიძლება დიდი ძალა და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრე მოინახოს. ასეთია ამ საუნჯის თვისება: მიმღებთ ამდიდრებს და თავად არასოდეს იკლებს, რადგან უხვად გადმოადინებს...
...ა ეს მცენარე (ვაზი), თუ ის თავიდანვე იყო შექმნილი? უნდა ვიფიქროთ, რომ ის თავიდანვე, მეექვსე დღეს იყო შექმნილი, როცა «იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად» (), რადგან ღმერთმა, ნათქვამია, «განასრულა ღმერთმან... საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა» (), მხოლოდ ამ მცენარის გამოყენება არ იყო ცნობილი. ეს მცენარე და მისი ნაყოფი თუ ადამიანებისთვის თავიდანვე ცნობილი იქნებოდა, რა თქმა უნდა, აბელიც, მსხვერპლის შეწირვისას, ღვინოსაც ასხამდა. მაგრამ, რადგან მაშინ ჯერ არ იცოდნენ ამ ნაყოფის გამოყენებას, ამ მცენარით არ სარგებლობდნენ. ხოლო (ნოემ), მიწათმოქმედების ხელოვნებას რომ მისცა თავი და დიდი გულმოდგინებით ეწეოდა მას, შესაძლოა, ყურძნის ნაყოფიც იგემა, მტევნები გამოწურა და ღვინო დაამზადა, იხმარა იგი. მაგრამ, რადგან არც თავად ეგემა ის ადრე და არც სხვა ხედავდა ვინმეს მგემებელად, არ იცოდა, რა ზომით უნდა ხმარებულიყო და როგორ მიეღო, უცოდინრობით დათვრა. მეორე მხრივ, რადგან ადამიანებს შორის უკვე შემოღებული იყო ხორცის ხმარება, ღვინის ხმარების შემოღებაც სათანადო იყო. შეხედე, საყვარელო, როგორ ეწყობა სამყარო ნელ-ნელა და თითოეული, ღვთის მიერ ბუნებაში ჩადებული სიბრძნით, თავიდანვე რომელიმე ხელოვნების...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).:
...მოაჩინოს სწორებაჲ მისი პატივითა, რამეთუ მისებრვე იქმს, და უნდა ამაღლებაჲ გონებათა მათთაჲ, რაჲთა არა ვითარცა კაცსა ხედვიდენ, არამედ ვი-თარცა ღმერთსა და შჯულისმდებელსა. და უკუეთუ თქუას ვინ, ვი-თარმედ: რასა იქმს მამაჲ? ისმინენ, ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „განისუენა ღმერთმან დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა“, და გულისხმა-ყავნ სახჱ საქმისა მისისაჲ, თუ ვითარ იქმს, რამეთუ განაგებს, სცნობს წინაჲსწარ, იმჭირავს და განამტკიცებს ყოველთა მათ ქმნულთა.
და რაჟამს ჰხედვიდე მზისა აღმოსლვასა, მთოვარისა სრბასა და ტბათა და მდინარეთა და წყაროთა და წჳმათა და ბუნებისა სრბათა თესლთა შინა და გუამთა შინა ჩუენთა და პირუტყუთასაცა და სხუათა ყოველთა მათ საქმეთა, რომელთა მიერ ყოველივე ესე სოფელი ჰგიეს, მათ ყოველთაგან გულისხმა-ჰყოფდ სამარადისოსა მას მამისა მოქმედებასა, „რამეთუ აღმოაბრწყინებს მზესა მისსა კეთილთა ზედა და ბოროტთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“. და კუალად იტყოდა უფალი, ვითარმედ: „იხილენით შროშანნი ველისანი, ვითარ შეჰმოსს მათ“; ; და მფრინველთათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ თქუენი ზეცა-თაჲ ზრდ...
მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).:
...რთეებისაჲთა მის თანა განცხადებულად მოქმედებდა ბუნებასა შინა კაცებისასა.
მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).
თარგმანი: ესე წერილ არს დაბადებასა შინა, ვითარმედ: "იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად" (), ხოლო შემდგომი ამისი თჳთ დაურთავს მოციქულსა, და საქმე აღსრულებული — სიტყუად წერილისა სახელ-უდებიეს, ვითარმედ: "უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად", რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, და უფროჲსღა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა, ვითარ-იგი იერუსალემისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ქალაქ სიმართლისა გეწოდოს" (), და არა ეწოდა. და კუალად უფლისათჳს, ვითარმედ: "სახელი მისი ემმანოელ" (), რომელი არა ეწოდა. გარნა ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელმან საქმე აღსრულებული სახელის-დებად შეჰრაცხა. გარნა შენ იხილე, ვითარ პირველისა ადამისთჳს ცხოველობაჲ ოდენ თქუა სამშჳნველისაჲ, ხოლო მეორისა ადამისთჳს — სული; არღარა თჳთ ოდენ ცხოველი, არამედ სხუათაცა განმაცხოველებელი, რაჲთა უმაღლესობაჲ საზომისაჲ გიჩუენოს, ვითარ იგი — განხრწნადისა ამის და წარმავ...