1.დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.2.ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.3.და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.4.და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.5.და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი.6.და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ.7.და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა.8.და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.9.და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.10.და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.11.და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.12.და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.13.და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.14.და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.15.და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.16.და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.17.და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.18.და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.19.და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.20.და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.21.და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.22.და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.23.და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.24.და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.25.და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.26.და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.27.და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.28.და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა.29.და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად.30.და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ.31.და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.
საღვთო წერილის კითხვა საუნჯეს ჰგავს. როგორც საუნჯიდან მცირე ნაწილის მომპოვებელიც დიდ სიმდიდრეს იძენს, ისევე საღვთო წერილში მოკლე გამონათქვამშიც კი შეიძლება დიდი სულიერი ძალისა და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრის პოვნა. და არა მხოლოდ საუნჯეს ჰგავს ღვთის სიტყვა, არამედ წყაროსაც, რომელიც უხვ ნაკადებს აღმოადინებს და ბევრ წყალს შეიცავს: ეს ყოველივე გუშინ საქმით შევიტყვეთ. შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებს რომ მოვკიდეთ ხელი, მთელი სწავლება სიტყვებს მივუძღვენით:...
დიდი სიხარულით ვივსები დღეს, როდესაც თქვენს საყვარელ სახეებს ვხედავ. და მართლაც, შვილთმოყვარე მშობლები არ იხარებენ და არ მხიარულობენ ისე, როგორც მე ვმხიარულობ და ვხარობ, როდესაც ვხედავ, თუ როგორ შეიკრიბა ეს თქვენი სულიერი კრება აქ ამგვარი კეთილწესიერებითა და ღვთის სიტყვის მოსმენის ცოცხალი სურვილით, როგორ უგულებელყავით ხორციელი საზრდელი და სულიერი ნადიმისკენ ისწრაფეთ, და თვით საქმით ამართლებთ უფლის სიტყვებს: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა,...
ვხედავ, საყვარელნო, თქვენს მოშურნე ყოველდღიურ შეკრებას აქ და დიდ სიამოვნებას ვგრძნობ, არ ვწყვეტ კაცთმოყვარე ღვთის დიდებას თქვენი წარმატების გამო. როგორც შიმშილი ხორციელი ჯანმრთელობის ნიშანია, ისე ღვთის სიტყვის მოსმენისადმი მოშურნეობა სულიერი ჯანმრთელობის საუკეთესო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომაც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მთაზე ნეტარებათა ქადაგებაში თქვა: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ"...
აჰა, დღესაც თქვენ წინაშე, საყვარელნო, ნეტარი მოსეს სიტყვებით გამზადებულ ტაბლას წარმოვადგენთ და გულდასმით განვიხილავთ, რა შექმნა უფალმა მესამე დღეს. თუკი ოქროს მადნის მთხრელნი, ოქროს ძარღვებს რომ შეამჩნევენ, ამ საქმეს არ ანებებენ მანამ, სანამ მიწას ამოთხრიან, სიღრმეში ჩავლენ და იქიდან მეტ ოქროს არ ამოიღებენ, — მით უმეტეს ჩვენ, ვინც არა ოქროს ვეძიებთ, არამედ გამოუთქმელ საუნჯეს ვეძებთ, ყოველდღიურად უნდა ვიძიებდეთ მას, რათა ამგვარად დიდი სულიერი სიმდიდრე...
მსურს ჩვეულ სწავლებას მივმართო, მაგრამ ვჩერდები და ვყოყმანობ; დარდის ღრუბელმა მოიცვა ჩემი გონება, აღაშფოთა და დაარღვია იგი; უფრო სწორად, არა მხოლოდ დარდის, არამედ რისხვის ღრუბელიც, და არ ვიცი, რა გავაკეთო, — ასეთი აღელვება ეუფლება ჩემს სულს. მართლაც, როცა გავიფიქრებ, რომ ეშმაკმა ოდნავ რომ დაბერა, თქვენ, ჩვენი უწყვეტი სწავლებისა და ყოველდღიური შეგონების დავიწყებით, ყველანი გაიქეცით იმ სატანისეულ სანახაობაზე, როცა ცხენის რბოლა მოხდა, — შემიძლია კი კვლავ...
1. სულიერი ჭრილობების კურნება და საცდურის თავიდან აცილება
გუშინ საკმარისად ვამხილეთ ცხენთა ასპარეზობებზე დამსწრენი, ვაჩვენეთ მათ დიდი ზიანი, რაც მათ მიადგათ, როცა მარხვით შეგროვებული სულიერი სიმდიდრე ერთბაშად გაანიავეს და დიდი სიუხვიდან მოულოდნელად უკიდურეს სიღარიბეში ჩაიგდეს თავი. დღეს კი უფრო მსუბუქი კურნების საშუალებას გამოვიყენებთ და სულიერ ჭრილობებს ისე შევუხვევთ, თითქოს ჩვენივე სხეულის ნაწილები იყოს: ხომ გუშინაც უფრო მკვეთრ წამლებს იმიტომ კი არ ვხმარობდით, რომ მხოლოდ დავამწუხროთ ისინი...
1. შეგონება საღვთო წერილის გულმოდგინე შესწავლისკენ
შრომისმოყვარე მიწათმოქმედნი, როცა ხედავენ, რომ მიწა ნოყიერი და ნაყოფიერია, უხვ თესლს ყრიან მასში, დიდ და მუდმივ მზრუნველობას იჩენენ და ყოველდღე უფრთხილდებიან, რომ რაიმე ზიანის მომტანი არ გამოჩნდეს თესლისთვის და მთელი გაწეული შრომა ფუჭად არ ჩაიაროს. ამგვარადვე ჩვენც, თქვენი სულიერი განწყობისა და სმენისადმი დიდი გულმოდგინების ხილვით, ყოველდღე ვცდილობთ, თქვენს გონებაში საღვთო წერილის აზრები დავთესოთ და იმასაც ვაჩვენებთ, რამ შეიძლება ავნოს ამ...
ვინაიდან თქვენ გუშინ ჩვენი სიტყვები დიდი მოშურნეობით მოისმინეთ, დღესაც, საყვარელნო, ახლად წაკითხულს შემოგთავაზებთ, წინასწარ გთხოვთ, ყურადღებით მოუსმინოთ ნათქვამსა და უწინდელიც გონებაში შეინახოთ, რათა ეს შრომა ამაოდ და უსარგებლოდ არ გამოგვდიოდეს. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენ ზუსტად შეიცნოთ წერილის ძალა და ამგვარად არა მხოლოდ თავად გაიგოთ, არამედ სხვებსაც ასწავლოთ, რომ შეძლოთ, ნეტარი პავლეს სიტყვით, „ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა"...
დღეს ნაკლები ადამიანი შეგვეკრიბა და არც ისე მრავალრიცხოვანია მოსულთა თავყრილობა. რისი ბრალია ეს? შეიძლება, ზოგიერთს შერცხვა სულიერ ამ ნადიმზე მოსვლა ხორციელი ტრაპეზის შემდეგ, და ეს გახდა მათი არმოსვლის მიზეზი. მაგრამ მათ ისმინონ ერთი ბრძენის სიტყვები: „არს სირცხვილი, რომელი მოაქვს ცოდვას, და არს სირცხვილი — დიდება და მადლი" (). სარცხვინო არ არის ხორციელი საზრდოს მიღების შემდეგ ამ სულიერ ნადიმზე მოსვლა. სულიერი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).:
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი მოსე იწყებდა რაჲ სიტყუად დაბადებისათჳს, იწყო თქუმად ხილულთა საქმეთათჳს და მრავლითა სიტყჳთა აღრაცხუა იგი, რამეთუ იტყჳს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“; და მერმე იტყჳს: „იქმნა ნათელი“, და მეორე ცაჲ, და ბუნებანი ვარსკულავთანი, და თითოეულთა ცხოველთა ნათესავნი, და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა ვიტყოდი თითოეულად. ხოლო მახარებელმან ამის ყოვლისათჳს მოკლედ თქუა ერთითა სიტყჳთა, და კეთილად ქმნა ესე, რამეთუ პირველთქუმულნი იგი ყოველთა მიერ საცნაურ იყვნეს, და რამეთუ უზეშთაესთა საქმეთათჳს ეგულებოდა თქუმად და არა დაბადებულთათჳს, არამედ დამბადებელისათჳს ყოველთაჲსა. ამისთჳსცა მან ყოველი სიტყუაჲ თჳსი ხილულთათჳს ქმნა, რამეთუ არცა რაჲ უთქუამს მას ზეცისა ძალთათჳს, ხოლო ესე ვინაჲთგან თავადისა მის დამბადებელისა მიმართ აღვიდოდა, ამისთჳს სამართლად თანაწარჰჴდა მას ყოველსა და ყოველივე ერთითა სიტყჳთა გამოაჩინა, რომელ-იგი თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ მას ოდენ იტყჳს, რომელ მოსესცა უ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:
...ცა ძჱ, რამეთუ ვითარცა „დიდებისა მისისა არა არს დასასრულ“, „და გულისხმისა მისისა არა არს რიცხჳ“, ეგრეთვე არცა არსებისა მისისა არს დასაბამი ჟამიერი.
გასმიეს, ვითარმედ: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“. რასა გულისხმა-ჰყოფ ამის დასაბამისა უწინარეს? არა ამას გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ უწინარეს ყოველთა ხილულთასა იქმნნეს იგინი? ეგრეთვე რაჟამს მხოლოდშობილისა მისთჳს გესმეს, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, ესე გულისხმა-ყავ, ვითარმედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ყოველთა უხილავთა და ხილულთასა არს.
უკუეთუ კულა ამას ვინ იტყოდის: და ვითარ ეგებისო, რაჲთამცა ძჱ იყო და არამცა უმრწემჱს მამასა იყო? რამეთუ რომელი ვისგანიმე იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ არს მისა, რომლისაგან არს. - რაჲ ვთქუათ უკუე ამისთჳს? გარნა ამას ვიტყჳთ, ვითარმედ ესე ყოველნი კაცობრივთა საქმეთა წესნი არიან. და რომელი ამას ეძიებდეს, მან უძჳრესიცა ამისი მოიძიოს, და არცა თუ შეწყნარებად სასმენელითა ჯერარს ამათ სიტყუათა, რამეთუ აწ სიტყუაჲ ჩუენი ღმრთისათჳს არს, არა თუ კაცობრივისა ბუნებისა საქმეთათჳს, არამედ გულსავსე-ყოფისათჳს უძლურთაჲსა. ამისთჳს ვთქუათ: მითხარღა, შარავანდედი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).:
...ა ზედა და უდაბნოსა მას და კუალად შესლვასა მათსა ქუეყანად აღთქუმისა, დასცხრეს, ვინაჲთგან დაეშენნეს და განიყვეს ქუეყანაჲ. ამისთჳსცა მოსეს აქუნდეს მრავალნი იგი საკჳრველებანი მოწამედ და არა იჴმარა ესევითარი დაწყებაჲ, ვითარ სხუათა მათ წინაწარმეტყუელთა, არამედ მეყსეულად თქუა: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“, და შემდგომი ამისი. ხოლო წინაწარმეტყუელთა არა აქუნდეს ესევითარნი სასწაულნი დასარწმუნებელად უგუნურთა მათ ჰურიათა. ამისთჳს ჩუენებანი იგი და ხილვანი ღმრთისამიერნი ქმნნეს დასაბამად სიტყჳსა თჳსისა შესაწყნარებელად გულფიცხელთა მათ. ხოლო ვითარცა-იგი მოსეს ზე დაწყებაჲ იყო ძუელისა მის რჩულისა და სასწაულნი მრავალნი იქმნებოდეს, ეგრეთვე ქადაგებასა მას მოციქულთასა არა იყო რიცხჳ სასწაულთაჲ და კურნებათაჲ საოტებელად ურწმუნოებისა და დასამტკიცებელად ჭეშმარიტებისა. ამისთჳსცა კაცთა გლახაკთა და უსწავლელთა ათორმეტთა დაიმორჩილნეს და მოიმოწაფნეს ერნი ურიცხუნი, მეფენი და ფილოსოფოსნი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ იყო მათ თანა.
ამისთჳსცა არად ეჴმარებოდა მახარებელთა ხილვათა და ჩუენებათა აღწერაჲ დაწყებასა სახარებათასა, არამედ კაცად-კაცადმან წინამდებარე იგი სიტყუაჲ ქრისტეს განგებულებისაჲ და ღმრთისმეტყუელებისაჲ იწყო თქუმად. ვითარცა იყო ძუელი იგი რჩული ყოვლითურთ სახე...