1.ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.2.და ჰრქუა დედაკაცმან გუელსა: ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ.3.ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ.4.და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ.5.რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა.6.და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს.7.და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს. და შეკერეს ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა გარემოსარტყმელნი.8.და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა.9.და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ?10.და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე.11.და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ?12.და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.13.და ჰრქუა უფალმან ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ? და თქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე.14.და ჰრქუა უფალმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე, წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.15.და მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა.16.და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.17.ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.18.ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა,19.ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე.20.და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა: ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა.21.და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ.22.და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.23.და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.24.და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა.
დღეს მსურს გაგიხსნათ, საყვარელნო, სულიერი საუნჯე, რომელიც გადანაწილებისას არასოდეს ილევა, ყველას ამდიდრებს და სულაც არ მცირდება, პირიქით, კიდევ უფრო მატულობს. და თუ ხელშესახები საუნჯიდან ვინმეს მცირე ნაწილიც კი რომ მიიღოს, დიდ სიმდიდრეს შეიძენს; ისე საღვთო წერილშიც მოკლე გამონათქვამშიც კი შეიძლება დიდი ძალა და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრე მოინახოს. ასეთია ამ საუნჯის თვისება: მიმღებთ ამდიდრებს და თავად არასოდეს იკლებს, რადგან უხვად გადმოადინებს...
საკმაოდ ვრცლად, ჩანს, ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, ჩვენი ძალისამებრ, ხეზე და თქვენთვის, საყვარელნო, გიჩვენეთ ის მიზეზი, რის გამოც საღვთო წერილმა მას შეცნობის ხე უწოდა, კეთილისა და ბოროტის. ამიტომ დღეს მინდა მომდევნოზე გადავიდე, რათა იცოდეთ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა და ის, თუ რა მოწყალება გამოიჩინა ჩვენი მოდგმისადმი მზრუნველობის გამო. ნამდვილად, მან ყოველივე ისე მოაწყო და წარმართა, რომ მის მიერ შექმნილი გონიერი ქმნილება სრული პატივით...
გუშინ ხომ ნახეთ მსაჯულის კაცთმოყვარეობა? ნახეთ სახიერებით აღსავსე განკითხვა? ნახეთ სასჯელთა განსხვავება — როგორ დაისაჯა მზაკვარი მაცდუნებელი და როგორ მაცდურობის მსხვერპლთათვის დაკისრებულმა სასჯელმა ღვთის დიდი კაცთმოყვარეობა გამოაჩინა? ნახეთ, რა სასარგებლო იყო ჩვენთვის სამსჯავროში თანადასწრება და იმის ნახვა, თუ როგორ მიმდინარეობდა განკითხვა? შეიტყვეთ, თუ რამდენი და რა დიდ სიკეთეთა ადამი და ევა მოაკლდნენ მცნების დარღვევით — ხომ დაკარგეს ის...
ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა. და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს — ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის (14,11-12).:
...დ, ვითარმედ ვინაჲ იწყო კერპთმსახურებამან, ამიერ ისწავე, რამეთუ, ვითარ-ესე აწ პავლეს და ბარნაბაჲს ზორვად განემზადებოდეს, ეგრეთვე ყოველნივე იგი ძველნი სცთებოდეს მიზეზითა რაჲთმე ღმრთად შერაცხვად მოკუდავთა კაცთა, რამეთუ ამისდა ქმნად დასაბამსავე ჴელ-ყო ეშმაკმან, ოდეს-იგი ევას ეტყოდა, ვითარმედ: "იყვნეთ ვითარცა ღმერთნი" (), რაჲთა ზუაობისა მიერ დასცეს კაცი, მითვე ვნებითა, რომლითა თჳთ გარდამოვარდა ზეცით. და დაღაცათუ ადამ და ევა ვერ კერპთმსახურ ყვნა, არამედ უკუანაჲსკნელ წარმართთა დაარწმუნა საცთური მრავალ-ღმრთეებისაჲ, რაჲთა რაჲცა ვის უყუარდეს, იგიცა ღმერთ თჳსსა ყოს, და ახალნი ღმერთნი მოიპოვნენ ძუელთა ზედა, და საქმეთა მსგავსებისაგან უწოდდენ სახელთაცა, ვითარ-ესე აწ ბარნაბას შუენიერებისათჳს პასაკისსა უწოდეს დიოს, რამეთუ კერპი დიოჲსი შუენიერ არს ხატითა, ხოლო პავლეს — ერმით, რამეთუ ხედვიდეს, ვითარ ყოველგან მას ადგილ-სცემდა ბარნაბა სიტყჳსა ყოფად. და ერმი მეტყუელთბისათჳს განთქუმულებითა აღემართა კერპად, რამეთუ თჳთ კერპსაცა მისსა ფრთოვნად და დაუბერებელად შეიქმან. რამეთუ არაჲ არს უმალეს გინა დაუძუელებელ უფროჲს სიტყჳსა. და თჳთ სახელიცა ერმისი მეტყუელობისაგან ეწოდა, რამეთუ "ერი" თქუმად გამოითარგმანების ელენთა ენისაგან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა“ (8,44).:
....
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ზედაჲსზედა შეასმენდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისა მიერ არსო“, ამისთჳს ეტყჳს მათ: ეგეცა ზრახვაჲ ეშმაკისაჲ არს, რამეთუ მან შვა ტყუვილი პირველ და თქუა, ვითარმედ: „რომელსაცა დღესა შჭამოთ ძელისა მისგან, განგეხუნენ თუალნი თქუენნი“. ამან იჴმარა ტყუვილი პირველვე, რამეთუ კაცნი არა ვითარცა თჳსსა საქმესა იქმან, რაჟამს ტყუოდიან, არამედ რაჟამს იგი ტყუოდის, თჳსსა საქმესა იქმს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი“ (8,45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს საქმჱ ესე? თჳნიერ მიზეზისა მოკლვაჲ ჩემი გნებავს, რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ხართ ჭეშმარიტებისანი, ამისთჳს მდევნით მე. თუ არა, მითხართ მე აუგი ჩემი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ (8,46). ხოლო იგინი იტყოდეს: „ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ“. და ვითარ? რამეთუ მრავალნი სიძვისაგან შობილ იყვნეს, რამეთუ არა იქმოდეს ჯეროვანთა ქორწინებათა. გარნა თავადმან ესეცა არა ამხილა, არამედ ერთსა მას სიტყუასა ზედა ეგო, რამეთუ ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ არა ღმრთისაგანნი იყვნეს, არამედ ეშმაკისაგანნი საქმეთა მათთათჳს, რამეთუ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისაგანი არს, და ტყ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (9,13).:
...ფარისეველთა, მათთა მათ გონებათა შემსგავსებულად, ვითარცა-იგი წერილ არს დაბადებასა შინა, ვითარმედ: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვი-თარცა ერთი ჩუენგანი“, ბრალობისა და ბასრობისა სახედ; ვინაჲთგან ეშმაკმან გუელისა მიერ ეგრეთ აღუთქუა ევას, ვითარმედ: „იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი“, აბრალებს მათ ღმერთი ესევითარისა ამის სიტყჳსა სახითა და იტყჳს: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი“; ვითარმცა იტყოდა: ეჰა უგუნურებაჲ ადამისი, რომელიღა საქმე ჰრწმენა გუელისაგან! - რაჲთამცა გემოჲს-ხილვითა მით იქმნა ღმერთ. და კუალად ფსალმუნსა შინა წერილ არს: „შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი“, - საკდემელად უგუნურისა მის ერისა; ვითარმცა ეტყოდა, თუ: რასა ჰგონებთ, შემემშიამცა? ანუ ჭამადი საჴმარ არს ჩემდა? ჵ უგუნურნო და ცოფნო! ეგრეთვესახედ ამასცა ადგილსა, ვინაჲთგან უგუნურნი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი მართალ ჰგონებდეს თავთა თჳსთა და აბრალებდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს მეზუერეთა და ცოდვილთა შეწყნარებისათჳს და მათისა მიახლებისათჳს, ამხილა პირველად სახითა ბუნებითითა და მერმე წამებითა წერილთაჲთა, და აწ კუალად გონებისა მათისაებრ კდემისა და ბასრობისა სახედ ჰრქუა: „არა მოვედ წო...