1.ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიაჲსაჲ.2.და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა.3.და აღვიდა მთასა და მუნ დაჯდა მოწაფითურთ თჳსით.
4.და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული იგი ჰურიათაჲ.5.აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ?6.ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად.7.ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს.8.ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სიმონ-პეტრესმან:9.არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე?10.ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ.11.და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ.12.და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების.13.ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს.14.ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად.15.ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ.
16.და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად.17.და შევიდეს ნავსა და მოვიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაპერნაუმდ. და ვითარ შე-ოდენ-რიჟუდებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესუ,18.და ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა.19.და შე-ოდენ-სრულ იყვნეს ვითარ ოც და ხუთ უტევან გინა ოც და ათ, იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა; და მოეახლა რაჲ ნავსა მას, შეეშინა მათ.20.ხოლო თავადმან მან ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ!21.უნდა მათ, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს.22.ხვალისაგან ერი იგი რომელი დგა წიაღ ზღუასა მას, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი იგი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას, არამედ მოწაფენი ხოლო მისნი შევიდეს.23.მოვიდეს უკუე სხუანიცა ნავნი ტიბერიით, მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი ჭამეს პური, რომელი-იგი აკურთხა უფალმან და ჰმადლობდა.24.ვითარცა იხილა ერმან მან, ვითარმედ იესუ არა მუნ არს, არცა მოწაფენი მისნი, მოადგინეს მათ ნავები იგი და მოვიდეს კაპერნაუმდ და ეძიებდეს იესუს.
25.და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოუხუედ აქა?26.მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით.27.იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა, ღმერთმან.28.ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?29.მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა.30.და მათ ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?31.მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: პური ზეცით მოსცა მათ ჭამად.32.ჰრქუა მას იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით.33.რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა.34.ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე.35.ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის.36.არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს.37.ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.38.რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ.39.ხოლო ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.40.რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.41.დრტჳნვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვჴედ,42.და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?43.მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნუ სდრტჳნავთ ურთიერთას.44.ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.45.წერილ არს წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა.46.არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ.47.ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.48.მე ვარ პური ცხორებისაჲ.49.მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს.50.ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს.51.მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა.52.ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?53.ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა.54.ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.55.რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.56.და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა.57.ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ.58.რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე.59.ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს.60.მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?61.იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ?62.უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?63.სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება.64.არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი.65.და ეტყოდა: ამისთჳს გარქუ თქუენ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩემისა.66.ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა.
67.ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?68.მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ.69.და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.70.მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს.71.ხოლო იტყოდა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა, რომელი იყო ერთი ათორმეტთაგანი, რამეთუ ამას ეგულებოდა მიცემაჲ მისი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიისაჲ. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. და აღვიდა მთასა იესუ და დაჯდა მოწაფეთა თჳსთა თანა. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ“ (6,1-4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტთა კაცთა ნუმცა ფრიად აღვერევით, ძმანო, არამედ ოდეს ჩუენსა სათნოებასა არა ევნებოდის, ადგილ-ვსცემდეთ მათსა უკეთურებასა და განვეშორებოდით; რამეთუ აჰა ესერა უფალი ფრიადისა მის...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად. და შევიდეს ნავსა და მივიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაფარნაუმდ. და შე-ოდენ-რიჟუნებოდა, და არა მოსრულ იყო მათა იესუ, ხოლო ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა“ (6,16-18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ოდეს მათ თანა არნ ქრისტე ჴორციელად, არამედ ოდეს შორსცა არნ, უმჯობესსა განაგებდა. და იხილე, რაჲ ქმნა აქაცა, რამეთუ დაუტევნა მოწაფენი და აღვიდა მთად. და იგინი შთავიდეს ზღუად, შემწუხრდა რაჲ, ხოლო მწუხრადმდე მოელოდეს მას...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“ (6,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტკბოებაჲ და არამხილებაჲ არა მარადის კეთილ არს, არამედ რომელსამე ადგილსა სიფიცხლჱცა ჰშუენის მოძღუარსა, რამეთუ რაჟამს მოწაფჱ უდები და დაჴსნილი იყოს, მაშინ საწერტელი უჴმს, რაჲთა მისი უდბებაჲ მცირედ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ (6,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელთაჲ ღმერთი მუცელი არს, და დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა“, ვითარცა მოციქული იტყჳს ჰურიათათჳს; და ესე საცნაურ არს პირველთა მათცა სიტყუათაგან და...
სიტყუაჲ ესე: „ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავისა თქუენისაჲ. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,53-54).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს სულიერთა საქმეთათჳს ვიტყოდით, ნუმცა რაჲ არს მას ჟამსა სოფლისა საქმეთაგანი სულთა შინა ჩუენთა, ნუმცა რაჲ იპოვების მიწისაგანი და ქუეყანისაჲ, არამედ ყოველივე ესევითარი მას ჟამსა წარვდევნოთ ჩუენგან და მიუპყრნეთ ყურნი ჩუენნი და...
და ვითარცა განძღეს, ჰრქვა მოწაფეთა თვისთა: შეჰკრიბეთ ნეშტიეგე ნამუსრევი, რათა ნუმცა რა წარსწყმდების (იოან. 6, 12).
ვიცით ჩვენ სახარებიდგან, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, რომ უფალსა იესო ქრისტეს ყოველთვის ურიცხვი ერი მისდევდა და ეხვეოდა, სმენად მისთა სიტყვათა და სწავლათა. არა ერთ გზის იგი, დამაშვრალი, ფარულად განეშორებოდა უდაბნო ადგილს მოსასვენებლად, მაგრამ იქაც უმრავლესი ერი შეიკრიბებოდა და ეხვეოდა მას. ერთხელ, როდესაც ამ სახით უდაბნო ადგილში მთელი დღე მრავალი ერი ისმენდა სიტყვასა...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:
ქრისტე აღდგა!
დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ!
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,2).:
...ს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „შემდგომად ამისა“, არარას სხუასა მოასწავებს, გარნა ამას, ვითარმედ ფრიადი ჟამი დაუტევა შორის ამისა; და ესე ამისგან საცნაურ არს, რამეთუ რაჟამს მთასა ზედა ჯდა, პასექი იყო, ხოლო აქა კარვობასა აჴსენებს და ხუთთა მათ თთუეთა შინა ქმნილი საქმჱ არღარა გუასწავა, გარნა ხუთთა მათ პურ-თა სასწაული ოდენ და მჭამელთა მათ მიმართ ქმნილი იგი სიტყუაჲ მისი, და სხუაჲ არარაჲ თქუა ხუთთა მათ თთუეთა საქმჱ, რამეთუ ხუთი თთუჱ გარდაჴდების პასექითგან ვიდრე კარვობადმდე. ხოლო იგი არაოდეს დასცხრებოდა ქმნად სასწაულთა, არცა დღისი, არცა მწუხრი, და მრავალგზის ღამითცა, ვითარცა-იგი მივიდა მოციქულთა თანა ზღუასა შინა ღამით, ; ; ვითარცა ყოველნი მახარებელნი იტყჳან. რაჲსათჳს უკუე თანაწარჰჴდების მრავალთა მათ სასწაულთა? ამისთჳს, რამეთუ ყოველ-თავე საკჳრველებათა მისთა თქუმად ვერ ძალ-ედვა, არამედ ისწრაფდა თქუმად საქმეთა მათ, რომელთაგან ბრალობაჲ ანუ სიტყჳს-გებაჲ რაჲმე ქმნილ იყო ჰური...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომად თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (14,15-21).:
...ყუაჲ იგი“. ამისთჳსცა ჰრქუა უფალმან: „მომართჳთ მე იგი აქა!“ რამეთუ დაღაცათუ უდაბნო არს ადგილი ესე, არამედ გამომზრდელი ყოვლისა სოფლისაჲ აქა ვარ; დაღაცათუ ჟამი გარდასრულ არს, არამედ უფალი ესე ჟამთაჲ გიბრძანებ. ხოლო იოვანე იტყჳს, ვითარმედ ქრთილისანი იყვნეს პურნი იგი. არა ცუდად გუაუწყებს ამას, არამედ რაჲთა ვისწაოთ მრავალსასყიდლისა ჭამადთა და მრავალფერთა სანოაგე-თა შეურაცხებაჲ.
„და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა“, რაჲთა სარწმუნო იქმნას, ვითარმედ მამისაგან არს და ვითარმედ სწორი მისი არს ღმრთეებითა. რამეთუ ამათ ორთა პირთა დამამტკიცებელნი საქმენი ურთიერთას წინააღმდგომად ჩნდეს; რამეთუ სწორებასა მისსა ჴელმწიფებით ქმნაჲ სასწაულთაჲ გამოაჩინებდა, ხოლო თუ მამისაგან არს, ვითარმცა გულისჴმა-ყვნეს, გარნა ამით სახითა ფრიადისა სიმდაბლისაჲთა, და რომელ-იგი ყოველსა მას მიაჩემებდა და ხადოდა მას სასწაულ-თა ზედა. ამისთჳს არცა ამას ხოლო წესსა აღასრულებდა, არცა მას, არამედ ორსავე იქმოდა: ოდესმე ჴელმწიფებასა აჩუენებდა სასწაულთა ზედა და ოდესმე ილოცვიდა და ესრეთ იქმოდა, რაჲთა არა წინააღმდგომად ჩნდეს საქმე იგი. ამისთჳს უდარესთა სასწაულთა ზედა აღიხილნის ზეცად და უაღრესნი იგი ჴელმწიფებით აღ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? უკუეთუ უტევოთ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).:
...ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწავლიდა; არა გიბრძანაა ხარკი მიცემად კეისარსა? ; ; არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა მათი წარიღეს, და იქმნა სიტყუაჲ იგი, რომელსა ტყუვილით იტყოდეს, ჭეშმარიტ, რომელსა არა მოელოდეს. თუ არა, ქრისტემან ვის ასწავა განდგომილებაჲ? რამეთუ იგი მარადის დაჰჴსნიდა განდგომილებასა და ასწავებდა ცხორებასა საღმრთოსა და მორჩილებასა მთავართასა, რამეთუ პირველნი იგი იყვნეს მასწავლელ განდგომილებისა, ვითარ-იგი იყო იუდა...